
16.07.2020 - ახალციხეში ბიოლოგიის გამოცდაზე დარეგისტრირებული 42 აბიტურიენტიდან მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა.

16.07.2020 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თელავის, რუსთავისა და გორის შემდეგ სოფიო გორგოძე ამჯერად ახალციხეში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია და პროცესს ადგილზე დააკვირდა.
15.07.2020 - არაქართულენოვან სკოლებსა და სექტორებში პრაქტიკოსი მასწავლებლები 2022-2023 წლამდე დარჩებიან - ამის შესახებ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ. პედაგოგებს შეეძლებათ გაიარონ გრძელვადიანი გადამზადება მშობლიურ ენაზე და ამავდროულად, ვალდებულება ექნებათ ისწავლონ სახელმწიფო ენა.
15.07.2020 - USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ხელი მოაწერა საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ისინი მიიღებენ დაფინანსებას საქართველოს საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
14.07.2020 - პამაჯის სომხურ საჯარო სკოლაში 25 პედაგოგიდან სერთიფიცირებული მხოლოდ ექვსია, რატომ უჭირთ სტატუსის მოპოვება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და რაში ხედავენ გამოსავალს.
14.07.2020 - დღეს, 13 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდა მათემატიკაში ტარდება. აბიტურიენტები ამბობენ, რომ ტესტების დაწერა გაუჭირდათ.
12.07.2020 - ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება. აბიტურიენტების ნაწილი ამბობს, რომ ტესტის დასრულება ვერ მოასწრეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 189 აბიტურიენტიდან 12 არ გამოცხადდა.

11.07.2020 - განათლების სამინსიტროს განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის, საჯარო სკოლებში ნაცვლად 20 აგვისტოსი, პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.
11.07.2020 - გამოცდაზე რეგისტრაცია 8:00 საათზე დაიწყო. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 165 აბიტურიენტიდან ოთხი არ გამოცხადდა.
10.07.2020 - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 7 ივლისს გამოცდაზე მისულ აბიტურიენტს covid-19 დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
09.07.2020 - 8-9 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტში მომუშავე 148 პედაგოგს, რომლებმაც უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსები მიიღეს სერტიფიკატები გადასცეს.
08.07.2020 - დღეს, 8 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
07.07.2020 - მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა, რა შემთხვევაში მოუწევს სკოლის დატოვება პედაგოგს და რას სთავაზობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს.
07.07.2020 - დღეს, 7 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
06.07.2020 - ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა, აბიტურიენტები ამბობენ, რომ ტესტები საშუალო სირთულის იყო და პასუხების გაცემა არ გაჭირვებიათ.
06.07.2020 - დღეს, 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 167 აბიტურიენტიდან შვიდი არ მივიდა.
06.07.2020 - ახალციხის საგამოცდო ცენტრში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს.
05.07.2020 - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ იქნა სექტორული რეკომენდაციები.
05.07.2020 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის აღდგენას პროფესიული კოლეჯებიდან იწყებს.

03.07.2020 - კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად, დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები.