29.07.2019 - რომელი ბაგა-ბაღები ისვენებენ ზაფხულში და როდის სრულდება რეგისტრაცია აღსაზრდელების მისაღებად.
29.07.2019 - სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები განისაზღვრა. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყება და 21 აგვისტოს მთავრდება.
24.07.2019 - დღეს, 24 ივლისს აპლიკანტები სამაგისტრო გამოცდას აბარებენ. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 31 აპლიკანტიდან ერთი არ გამოცხადდა.
23.07.2019 - დღეს, 23 ივლისს, ახალციხის საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა გამოცდები ფიზიკაში აბიტურიენტებისთვის და მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.
23.07.2019 - „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების საკითხს, ენათმეცნიერები ახალციხიდან ეხმაურებიან. ინიციატივას სამეცნიერო წრეებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი სახელმძღვანელოს მხოლოდ სათანადო ადაპტირების შემთხვევაში დაბრუნების მომხრეა, ნაწილი კი ინიციატივას ცალსახად მიესალმება.
22.07.2019 - დღეს, 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოდები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 145 აბიტურიენტიდან ხუთი არ გამოცხადდა.
21.07.2019 - ახალციხეში N5 საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასების კორპუსთან, ეზოს ჩამონგრეული გალავანი უკვე წელიწად–ნახევარია მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კედლის შეკეთებაზე პასუხისმგებლობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ აიღო.
19.07.2019 - ინგლისურის, რუსულის, გერმანულისა და ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდას, ახალციხის საგამოცდო ცენტრში, 393 პედაგოგი აბარებს.
18.07.2019 - ახალციხის საგამოცდო ცენტრში დღეს, 18 ივლისს მეორე სესიად გამოცდა მაგისტრანტებისთვის ჩატარდა. რეგისტრირებული 62 აპლიკანტიდან, შვიდი არ გამოცხადდა.
18.07.2019 - ასპინძის სოფელ ორგორაში სკოლა ხანძრიდან შვიდი წლის შემდეგ, ადიგენის სოფელ ღორთუბანში კი ოთხი წლის შემდეგ აშენდება. თითოეული სკოლის საპროექტო დოკუმენტებისა და მის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოებისთვის 1 279 750 ლარია გამოყოფილი.
17.07.2019 - დღეს, 17 ივლისს, მეორე სესიაზე ტესტირება მაგისტრანტობის მსურველებმა გაიარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 62 პრეტენდენტიდან შვიდი არ გამოცხადდა.
17.07.2019 - დღეს, 17 ივლისს, მასწავლებლთა კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოცდა ხუთ საგანში მიმდინარეობდა. დარეგისტრირებული მასწვლებლების 16% გამოცდაზე არ გამოცხადდა.
16.07.2019 - ახალციხეში, შოთა რუსთაველისა და ნიკო კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაციის შემდეგ, N5 საჯარო სკოლის ღობის კედელი ჩამოხსნეს, რის შემდეგაც, სკოლის ერთ–ერთი კორპუსის კედელზე მიხატული რვაქიმიანი ვარსკვლავი გამოჩნდა.
16.07.2019 - დღეს, 16 ივლისს, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს გეოგრაფიაში, ორ სესიად აბარებენ. დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა.
16.07.2019 - ახალციხის საგამოცდო ცენტრში, კომპეტენციის დადასტურების გამოცდიდან, ერთ–ერთი მასწავლებელი მოხსნეს. ტელეფონიდან გადაწერის მცდელობისთვის, მას ჯერ გაფრთხილება მისცეს, შემდეგ კი საგამოცდო პროცესი დაატოვებინეს.
15.07.2019 - აბიტურიენტებმა მეორე სესიაზეც გამოცდა ისტორიაში დაწერეს. დღეს, 15 ივლისს ახალციხის საგამოცდო ცენტრს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე ეწვია.
15.07.2019 - 2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება სოფელ ვარიანში პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გამართა.
15.07.2019 - ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 და ნინოწმინდის, სოფელ არაქალის, სკოლებში ენერგოეფექტურობის დასანერგად ტენდერია გამოცხადებული. ორივე შენობაში თერმული მახასიათებლები უნდა გაუმჯობესდეს.
15.07.2019 - დღეს, 15 ივლისს, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში ორ სესიად აბარებენ. დარეგისტრირებული 225 აბიტურიენტიდან, მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა.
12.07.2019 - დღეს, 12 ივლისს, ახალციხის საგამოცდო ცენტრში, დაწყებითი საფეხურისა და ბუნებისმეტყველების გამოცდებზე 74 მასწავლებელი არ მივიდა.