02.09.2019 - სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხის N1, ქალაქ ვალეს N1 და აწყურის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები ჩაირიცხნენ. სამივე მათგანი კომპიუტერულ ინჟინერიაზე ისწავლის.
02.09.2019 - სტუდენტები, რომლებიც არიან: მაღალმთიან ზონაში მცხოვრებლები, დევნილები, არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, შშმ პირები, ომის ვეტერანების შვილები, სოციალურად დაუცველები, ობლების სტატუსის მქონე ან რეპატრირებული მესხების შთამომავლები, სახელმწიფოსგან დაფინანსდებიან.
02.09.2019 - ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში დღეს, ორ სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყო. 25 საბავშვო ბაღში 2010 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
30.08.2019 - შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა ერთიანი ეროვნულ გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ქალაქ ახალციხეში 100 %–იანი გრანტის მფლობელებს შორის ნიკა ქურდაძე და ქეთი შალუტაშვილი არიან. ორივე აბიტურიენტი თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლის.
30.08.2019 - შეფასებისა და გამოცდების ეროვული ცენტრი, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, წელს ეროვნული გამოცდებით სასწავლებლებში სულ 28 740 ახალგაზრდა ჩაირიცხა.
30.08.2019 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, დღეს, 30 აგვისტოს აბიტურიენტებისათვის ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც აბიტურიენტებს შეუძლიათ ნახონ თუ რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ.
28.08.2019 - 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, საშუალოდ 20%-ის ფარგლებში, საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, ტექ.პერსონალს, მათ შორის სკოლების ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს ანაზღაურება გაეზრდებათ.
26.08.2019 - პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის დღეს, 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
23.08.2019 - ნინოწმინდისა და ახალქალაქის რესურსცენტრებმა ახალ სასწავლო წელს, პირველკასელებისთვის ჯამში 950 გაუმჯობესებული კომპიუტერი მიიღეს.
23.08.2019 - არაქართულენოვანი პედაგოგები, რომლებსაც ქართული ენის შესწავლის სურვილი აქვთ, სექტემბრიდან მხოლოდ ერთი პროგრამის – "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ფარგლებში მოემზადებიან. ისინი ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლიდან, პროფესიული განვითარების ცენტრში გადაამისამართეს.
23.08.2019 - პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 26 აგვისტოს 18:00 საათზე ამოიწურება.
23.08.2019 - უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ახალი პროგრამა ამოქმედდა. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე www.pedagogi.ge და მონიშნოს სასურველი სკოლა ან სკოლები, სადაც მუშაობის დაწყება სურს.
22.08.2019 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, იმ ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს. მათ შორისაა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
22.08.2019 - ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით, საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი, 6000-მდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა გამოთქვა.
21.08.2019 - ჯილდოს მიღების მსურველ პედაგოგთა რეგისტრაცია 20 აგვისტოს დასრულდა. საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგები სამსახურიდან წასვლის შემდეგ ორი წლის ხელფასს წინასწარ მიიღებენ.
21.08.2019 - მას შემდეგ რაც ჯილდოს მსურველმა პენსიონერმა მასწავლებლებმა სკოლები დატოვეს, ვაკანტური ადგილების რაოდენობამ იმატა. პედაგოგთა ვაკანსიების საძიებო ვებგვერდზე pedagogi.ge, სამცხე–ჯავახეთიდან შვიდი სკოლის 20 ვაკანტური პოზიცია დევს.
My Webpage
21.08.2019 - მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის, რეგისტრაციის ბოლო ვადა 21 აგვისტოს მთავრდება.
20.08.2019 - იმ საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ჯილდოს მიღება ოქტომბრამდე სურთ, განაცხადის შეტანის ვადა 20 აგვისტოს დასრულდება.
19.08.2019 - მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების, ყველა საგნის პირველადი შედეგი და აპელაციის ვადები გამოქვეყნდა. პედაგოგებს შედეგების გასაჩივრებისთვის სამი დღე აქვთ.
16.08.2019 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებს აქვეყნებს. გამოცდის მონაწილეებს, შედეგების გასაჩივრება ხუთი დღის ვადაში შეუძლიათ.