29.09.2020 - საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილთა რაოდენობა 36–მდე გაიზარდა. დღის განმავლობაში ვირუსს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
29.09.2020 - COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით დადგენილი წესები მკაცრდება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს რეგიონის მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და თავი შეიკაონ მაღალი საფრთხის მქონე რეგიონებში მოგზაურობისაგან.
29.09.2020 - დღეს, 29 სექტემბერს საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა, ქვეყანაში ამ დროის მონაცემებით სულ 34 პაციენტია გარდაცვლილი.
29.09.2020 - დღეს, 29 სექტემბერს სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 27–მდე გაიზარდა.
29.09.2020 - Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში covid-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
29.09.2020 - დღეს, 29 სექტემბერს კორონავირუსით 314 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი.
28.09.2020 - ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სოფელ დიდ არაქალში, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ 29 ადგილობრივს ტესტირება ჩაუტარა. იქამდე, ვიდრე პასუხები გახდება ცნობილი, მოქალაქეებს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.
28.09.2020 - 28 სექტემბერის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებული 11 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. აქ მთლიანობაში ვირუსმა ხუთი სოფელი მოიცვა. ახალი შემთხვევაა ნინოწმინდაშიც.
28.09.2020 - დღეს, 28 სექტემბერს სამცხე–ჯავახეთში კიდევ 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
28.09.2020 - დღეს, 28 სექტემბერს საქართველოში სამი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მთლიანობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა.
28.09.2020 - დღეს, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა.
27.09.2020 - დღეს, 27 სექტემბერს ადიგენში, სოფელ ჭეჭლაში ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 12 ადამიანს აქვს. ადიგენის გარდა, covid-19-ის ერთი შემთხვევა ფიქსირდება, ასპინძაში, სოფელ რუსთავში. ჯამში რეგიონში 13 ინიფიცრებულია.
27.09.2020 - ახალციხეში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებიდან COVID-19 არცერთ მათგანს დაუდასტურდა. სომხეთიდან ჩამოსულ კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები ბაკურიანის და ახალციხის საკარანტინო სივრცეებში იმყოფებოდნენ.

27.09.2020 - დღეს 27 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 87–ით გაიზარდა.
27.09.2020 - ასპინძაში, სოფელ რუსთავში კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამოვლენის გამო, ეპიდემიოლოგებმა ადგილობრივების მასობრივი ტესტირება დაიწყეს. ამ ეტაპზე სოფელში შესვლა და გასვლა პოლიციის მიერ კონტროლდება.
27.09.2020 - ასპინძაში, სოფელ რუსთავში კორონავირუსით ერთი პირი დაინფიცირდა, ადგილობრივების განცხადებით, მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. სოფლის შესასვლელთან დილიდან პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
26.09.2020 - დღეს, 26 სექტემბერს კორონავირუსით 59 წლის ქალი გარდაიცვალა, იგი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. COVID-19–ით საქართველოში 28 პაციენტია გარდაცვლილი.
26.09.2020 - დღეს, 26 სექტემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექცია დაუდასტურდა გომაროში, ჭეჭლასა და უდეში მცხოვრებლებს.
26.09.2020 - 26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში COVID-19–ით დაინფიცირებული 3 149 პაციენტიდან 19–ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
26.09.2020 - დღეს, 26 სექტემბერს სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9–მდე გაიზარდა.