FM97.5 / LIVE

ადიგენში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11–მდე გაიზარდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.09.2020
დღეს, 26 სექტემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექცია დაუდასტურდა გომაროში, ჭეჭლასა და უდეში მცხოვრებლებს.

ადიგენში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11–მდე გაიზარდა

სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, დილის მონაცემებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში 11 ინფიცირებულია. ელოდებიან 496 ტესტის პასუხს. ამ ეტაპზე სოფლების ჩაკეტვა არ იგეგმება, გაგრძელდება ტესტირება.

სოფელ უდეში, ახალი დაინიფიცრებული, ექთნის ოჯახის წევრია, მიქელაძის განმარტებით, მას სიმტპომები არ აქვს და ვირუსი სოფელში ჩატარებული მასობრივი ტესტირების დროს აღმოაჩნდა.

რაც შეეხება ჭეჭლას, დღეს კიდევ ერთი პირი დაინფიცირდა. იგი ბათუმში ქორწილში მყოფი პირების ოჯახის წევრი არ არის. ჭეჭლაში კორონავირუსი რვა ადგილობრივს აქვს.

გომაროში covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევაა, ვირუსი 75 წლამდე კაცს დაუდგინდა, მისი ინფიცირების წყარო, უდეს მსგავსად უცნობია.

სამცხე–ჯავახეთში მდებარე მუნიციპალიტეტიდან კორონავირუსი მხოლოდ ადიგენში ფიქსირდება. პირველი შემთხვევა სოფელ ჭეჭლაში 21 სექტემბერს გამოვლინდა, ინფიცირება აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება. ადგილობრივები ბათუმში ქორწილში იმყოფებოდნენ.

ახალციხეში კი იმ პირებს აკვირდებიან, რომლებიც სომეხ ბიზნესმენთან კონტაქტში იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ პირი, რომელიც ახალციხეში 13–და 14 სექტემბერს იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი სომხეთში, ერევანში ცხოვრობს და ახალციხეში დედის დაკრძალვის გამო ჩამოვიდა. ამ დრომდე მასთან კონტაქტში მყოფ პირებს კორონავირუსი არ დადასტურებია.

დღეს, დილით თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ქვეყანაში ახალი შემთხვევების გაცნობის დროს, სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევის შესახებ ისაუბრა, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ორ ახალ შემთხვევაზე ენდელაძის ბრიფინგის შემდეგ გახდა ცნობილი.

ადიგენში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11–მდე გაიზარდა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭეჭლაში კორონავირუსის ოთხი ახალი  შემთხვევა დაფიქსირდა
ადიგენში მესამე ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა მიმდინარეობს
ადიგენში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12–მდე გაიზარდა
სოფელ ჭეჭლაში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 25 პირია მოძიებული
ადიგენში მცხოვრებ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 3 პირს დაუდასტურდა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსზე 148 პირი შემოწმდა  - 22 სექტემბერი