FM97.5 / LIVE
მთავარი » ფოტოამბავი
ახალციხეში ცენტრალური ქუჩა დაიტბორა [ფოტო]

ახალციხეში ცენტრალური ქუჩა დაიტბორა [ფოტო]

15.10.2020 -
ახალციხეში, იაძის ქუჩაზე მილის დაზიანების გამო, ცენტრალური გზა წყლით იტბორება. მანქანები შეფერხებით გადაადგილდებიან.
‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

04.10.2020 -
ოქტომბრის დასაწყისში ჯავახეთში თუ მოხვდებით, ჰორიზონტზე უთუოდ მოჰკრავთ თვალს თეთრი ტომრებით გადაპენტილ დამუშავებულ ნაკვეთებს. ამ დროს აქ ყველა შრომობს, ზოგი კარტოფილს კრეფს, ზოგი მკრეფავებისთვის ტომრებს ამზადებს, დანარჩენები კი, სავსე ტომრებს სატვირთოებზე აწყობენ.
ნინოწმინდაში ძლიერი სეტყვა მოვიდა [ფოტო]

ნინოწმინდაში ძლიერი სეტყვა მოვიდა [ფოტო]

04.10.2020 -
დღეს, 4 ოქტომბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში ძლიერი სეტყვა მოვიდა. ადგილობრივების თქმით, სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა და დასახლება გადაათეთრა.
ახალციხელი ებრაელები  [ფოტო]

ახალციხელი ებრაელები [ფოტო]

17.09.2020 -
ფოტოარქივმა ახალციხეში მცხოვრები ებრაელების სახეები შემოინახა. სურათები 1929 წელს, რაბათში „ებრაელთა უბანშია“ გადაღებული.
სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში  – 1936 წლის არქივი [ფოტო]

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში – 1936 წლის არქივი [ფოტო]

11.09.2020 -
როგორი იყო ეთნიკური სომხების ყოველდღიური ცხოვრება 84 წლის წინ - თიბვა, ქსოვა, ლავაშის ცხობა, ვაჭრობა, წივის მოჭრა, მჭედლობა - თითქმის ყველა ხელობა, რასაც სომხები ეუფლებოდნენ და აკეთებდნენ, ფოტოგრაფმა ღევონდ ღუკასიანმა თავის ობიექტივში, ჯერ კიდევ 1936 წელს მოახვედრა.
ჯავახეთი აგვისტოში [ფოტო]

ჯავახეთი აგვისტოში [ფოტო]

18.08.2020 -
ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია ჯავახეთის მინდვრებსა და ტბებზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
მთაში სამი თვით [ფოტო]

მთაში სამი თვით [ფოტო]

10.08.2020 -
ივნისის დადგომასთან ერთად, უდეში, ისევე როგორც მესხეთის სხვა სოფლებში, მთაში წასასვლელად ემზადებიან. ბარგს ჩაალაგებენ, როგორც თვითონ ამბობენ, „ვეშს აუდგამენ“ სატვირთო მანქანას და წავლენ, სოფლიდან ასე 20-25 კილომეტრით შორს, მაღლა, მთაში. საქონელი ცალკე ფეხით აჰყავთ. ერთ დღეში აბარგების პროცესი მთავრდება და სამთვიანი იალაღური ცხოვრება იწყება.
მთავრობა, ერი და ბერი  –  ფოტოები ტაძრის გახსნის ცერემონიალიდან

მთავრობა, ერი და ბერი – ფოტოები ტაძრის გახსნის ცერემონიალიდან

09.08.2020 -
11 წლიანი მშენებლობის შემდეგ, დღეს, 9 აგვისტოს, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი საზეიმო წირვა–ლოცვით გაიხსნა.
ახალქალაქი არეულობიდან მეორე დღეს [ფოტო]

ახალქალაქი არეულობიდან მეორე დღეს [ფოტო]

09.08.2020 -
რვა აგვისტოს ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. შედეგად გარდაცვლილის თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულის სასტუმრო და მისი ახლობლების საცხოვრებელი სახლები დაწვეს.
უდის მთაში კათოლიკეებმა ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

უდის მთაში კათოლიკეებმა ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

06.08.2020 -
ადიგენში, ბეშუმთან ახლოს, მთაში, სადაც უდელები ზაფხულში სამი თვით რჩებიან, ეკლესიის დღესასწაული აღინიშნა. იქ მყოფებს სოფლიდან საგანგებოდ ასული მრევლიც შეუერთდა. საზეიმო ლიტურგია ეპისკოპოსმა აღავლინა.
ახალციხეში  შოთა რუსთაველის ძეგლი ოქროსფრად შეღებეს [ფოტო]

ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლი ოქროსფრად შეღებეს [ფოტო]

20.07.2020 -
ახალციხეში, ქალაქის სკვერში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი, დღეს 20 ივლისს გადაღებეს.
ფერადი გორელოვკა [ფოტო]

ფერადი გორელოვკა [ფოტო]

30.06.2020 -
ნინოწმინდის სოფელი გორელოვკა ჯავახეთში ერთ-ერთია, სადაც ყველაზე კარგად არის შემორჩენილი დუხობორების საცხოვრებლები. ახლა ზაფხულია და დასახლებას ცისფერი სახლები და მწვანე მინდვრები განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
ხერთვისის აღმოსავლური სტილის აბანოები [ფოტო]

ხერთვისის აღმოსავლური სტილის აბანოები [ფოტო]

28.06.2020 -
ასპინძის სოფელ ხერთვისში შემორჩენილია XVIII საუკუნის, აღმოსავლური სტილის აბანოები. ძეგლი ამჟამად რესტავრაციას საჭიროებს, თუმცა თუ ხერთვისში მოხვდებით, გირჩევთ ინახულოთ. ხერთვისის აბანოების ფოტოებს გიდი გიორგი მაღრაძე აქვეყნებს.
თოლიები ტაბაწყურის ტბაზე [ფოტო]

თოლიები ტაბაწყურის ტბაზე [ფოტო]

21.06.2020 -
ტაბაწყურის წყალი მტკნარია და მდიდარია თევზით, ამიტომ თოლიები ტბას ხშირად სტუმრობენ. ფოტოები პუბლიცისტმა კუკური მტრეველმა გადაიღო.
აბასთუმნის რეაბილიტირებული სახლები და დაუსრულებელი ეზოები [ფოტო]

აბასთუმნის რეაბილიტირებული სახლები და დაუსრულებელი ეზოები [ფოტო]

18.06.2020 -
აბასთუმანში, მთავარ ქუჩაზე განლაგებულ ისტორიულ სახლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ეზოებში მძიმე ტექნიკა ჯერ კიდევ მუშაობს. ზოგან ცოცხალი ძალა თხრის მიწას, ზოგან უკვე ამოთხრილ დატალახებულ ეზოებს ტექნიკით ასწორებენ. ადგილობრივები ბინებში უკვე შესახლდნენ.
ბორჯომი წლების წინ და ახლა

ბორჯომი წლების წინ და ახლა

01.06.2020 -
"სამხრეთის კარიბჭეს" ობიექტივში ნახეთ, როგორია ბორჯომი ძველ და ახალ სურათებში.
ზედა თმოგვი - მესხური ნასახლარის ამბავი [ფოტო]

ზედა თმოგვი - მესხური ნასახლარის ამბავი [ფოტო]

29.05.2020 -
ზედა თმოგვი ასპინძის მუნიციპალიტეტში ნასოფლარია. ახლა აქ აღარავინ ცხოვრობს, ტერიტორიას ნახევრად დანგრეული მესხური მიწური სახლები და ისტორიული ტაძრები შემორჩა. აქ მცხოვრებლები 76 წლის წინ სოფელ ნაქალაქევში გადაასახლეს, თუმცა ზედა თმოგვში გატარებულ ბავშვობას ასაკოვნები ისევ იხსენებენ.
თოვლი მაისში [ფოტო]

თოვლი მაისში [ფოტო]

10.05.2020 -
დღეს, 10 მაისს ბაკურიანში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოთოვა. ნახეთ როგორ გამოიყურება მაისში გათეთრებული დასახლებები.
ახალციხე მანქანით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის შემდეგ [ფოტო]

ახალციხე მანქანით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის შემდეგ [ფოტო]

27.04.2020 -
27 აპრილიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა. ნახეთ როგორ გამოიყურება ახალციხის ქუჩები დღეს.
ახალციხის დაცარიელებულ ქუჩებში ველოსიპედებით სეირნობენ [ფოტო]

ახალციხის დაცარიელებულ ქუჩებში ველოსიპედებით სეირნობენ [ფოტო]

17.04.2020 -
მას შემდეგ რაც მსუბუქი მანქანებით გადაადგილება აიკრძალა, ახალციხის ქუჩებში ადგილობრივები ველოსიპედებით გადაადგილდებიან. ახალი რეგულაციებით მოტოციკლეტით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება არ იკრძალება.