FM97.5 / LIVE

უდის მთაში კათოლიკეებმა ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 06.08.2020
ადიგენში, ბეშუმთან ახლოს, მთაში, სადაც უდელები ზაფხულში სამი თვით რჩებიან, ეკლესიის დღესასწაული აღინიშნა. იქ მყოფებს სოფლიდან საგანგებოდ ასული მრევლიც შეუერთდა. საზეიმო ლიტურგია ეპისკოპოსმა აღავლინა.

მთა-3

უდის მთაში არსებული ხის ეკლესია „თოვლის ღვთისმშობლის“ სახელობისაა. აქ დღესასწაული ყოველ წელს, 5 აგვისტოს აღინიშნება. წელს სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრის გარეთ შესრულდა. იგი კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. მან ქადაგებისას მრევლს „თოვლის ღვთისმშობლის“ ლეგენდის შესახებ უამბო და განმარტა, რატომ შეურჩიეს მთაში არსებულ ხის ეკლესიას ეს სახელი.

ლეგენდის მიხედვით, 352 წელს, პაპ ლიბერიუსის დროს, რომში ღვთისმოშიში, მდიდარი წყვილი ცხოვრობდა. მათ შვილი არ ჰყავდათ და გადაწყვიტეს მთელი ქონება ღვთისმშობლისთვის შეეწირათ.

საკუთარი სურვილი ცოლ-ქმარმა გააცნო პაპ ლიბერიუსს, რომელმაც ისინი დალოცა. წყვილი მხურვალედ ლოცულობდა და ღვთისმშობელს რაიმე ნიშნის ჩვენებას შესთხოვდა. 4 აგვისტოს, ღამით კი მათ და პაპ ლიბერიუსს ღვთისმშობელი სიზმარში ეჩვენათ და უთხრა, რომ მის სახელზე რომში, ესქვილინის გორაზე ეკელსია აეშენებინათ. ადგილი, სადაც ტაძარი უნდა დაედგათ, წმიდა მარიამის განმარტებით თოვლით დაიფარებოდა.

მეორე დღეს, წყვილმა ესქვილინის გორაზე, სიზმარში მითითებული ადგილი თოვლით დაფარული მართლაც ნახა. აგვისტოში მოსული თოვლით გაოცებული ხალხი ამ ადგილის სანახავად მიდიოდა. სიცხის მიუხედავად, გორაზე თოვლი არ დნებოდა. რომის ეკლესიამ ეს ფაქტი სასწაულად გამოაცხადა. დღესასწაულიც ამ დროიდან დაწესდა.

„ეს იყო პირველი ეკლესია დასავლეთში, რომელიც მარიამს მიეძღვნა. ახლა, როცა პაპი რომიდან სხვა ქვეყანაში მიდის, აუცილებლად ჩერდება ამ ეკლესიაში და ლოცულობს. [...] უნდა იცოდეთ, რომ როცა მამა იეჟი შიმეროვსკიმ მკითხა, რისი სახელობის უნდა ყოფილიყო ეკლესია, მე ვურჩიე, რომ იყოს „თოვლის ღვთისმშობლის“ სახელობის. იმიტომ, რომ ეს ეკლესიაც მთაშია, ისევე, როგორც მარიამისთვის მიძღვნილი ტაძარი“, - განმარტა ქადაგებისას ეპისკოპოსმა.

საზეიმო ლიტურგიას არლისა და უდის ეკლესიების მრევლი დაესწრო. მათთვის ამავე ეკლესიაში, ყოველ კვირას წირვას ატარებს არლისა და უდის ეკელსიების წინამძღვარი ანდრეი გრაჩიკი.

მთა-4

მთა-2

მთა-5

მთა-1

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
რაბათში სავარდის სახელობის ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [Photo]
რაბათში კათოლიკური ეკლესიის დღესასწაული აღინიშნა [ფოტო]
მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ვალეში [Photo]
კათოლიკე სამყარო ღვთისმშობლობას აღნიშავს