FM97.5 / LIVE

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 04.10.2020
ოქტომბრის დასაწყისში ჯავახეთში თუ მოხვდებით, ჰორიზონტზე უთუოდ მოჰკრავთ თვალს თეთრი ტომრებით გადაპენტილ დამუშავებულ ნაკვეთებს. ამ დროს აქ ყველა შრომობს, ზოგი კარტოფილს კრეფს, ზოგი მკრეფავებისთვის ტომრებს ამზადებს, დანარჩენები კი, სავსე ტომრებს სატვირთოებზე აწყობენ.

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

ჯავახეთში კარტოფილს დიდ ფართობებზე თესავენ, მუშახელიც შესაბამისად ბევრი ჰყავთ, რომ მოსავალი თოვლის მოსვლამდე აიღონ. კარტოფილის აღება, როგორც აქ ეძახიან „კარტოფილობა“ შრომატევადი და ხშირად დაუფასებელი საქმეა.

სოფელ დილისკასთან ვართ და კარტოფილის კრეფაზე დასაქმებულებს ვესაუბრებით. მათი უმრავლესობა სოფელ გორელოვკაში მცხოვრები ეკომიგრანტები არიან. ისინი დღიურ სამუშაოზე ოჯახებით არიან გამოსული. ამბობენ, რომ საქმე რთულია, თუმცა სხვა გზა არ აქვთ, რადგან საკუთარი მიწების სიმცირეს განიცდიან, სხვა სამუშაო კი ჯერ ვერ იპოვეს.

„დილიდან საღამომდე ვმუშაობთ, მთელი „ბრიგადა“. დღეში ორ ჰექტრამდე ვკრეფთ, ანაზღაურებით უკმაყოფილო არ ვართ, მაგრამ კმაყოფილიც ვერ იქნები, საქმე რთულია, სხვა სამუშაო კი არ გვაქვს. საზღვრები სანამ ჩაიკეტებოდა, სეზონური სამუშაო ბევრი იყო, თურქეთში გადავდიოდით. ახლა ყველაფერი ჩაიკეტა, შემოსავალიც სხვა არ გვაქვს, გამოვდივართ ოჯახით და ვმუშაობთ“, – ამბობს დათო ირემაძე, რომელიც 2008 წელს გორელოვკაში მაღალმთიანი აჭარიდან გადმოცხოვრდა.

ამასობაში, დასაქმებულების შესვენებისთვის განკუთვნილი დრო მთავრდება. საუბარს ნაკვეთის მეპატრონესთან ვაგრძელებთ, რომელიც პირველ რიგში გვთხოვს, ფოტოში არ გამოვაჩინოთ.

ამბობს, რომ მოსავალს არ უჩივის, თუმცა ფასი შარშანდელისგან განსხვავებით, დაბალია:

„მიწა არენდით მაქვს აღებული, ბევრი წელია ამ საქმეში ვარ, ხან ასეა, ხან ისე, წელს კარგი მოსავალია, მარა 55 – 60 თეთრზე მეტს არ იხდიან. შარშან 70 თეთრშიც ვყიდიდი ადგილიდან“, – ამბობს სოსო, რომელმაც ფოტოში გამოჩენასთან ერთად, არც გვარის გამხელა ისურვა.

„არ მიყვარს ტელევიზიებში გამოჩენა“ – გვეუბნება სიცილით და კარტოფილის მოყვანის სირთულეებზე გვიყვება.

„შრომატევადი საქმეა, ბევრი მოვლა უნდა კარგი მოსავლის მიღებას. აქედან დაახლოებით სამას მეტრში წყალსაცავია, წყალს იქიდან ვტუმბავთ და ისე ვრწყავთ, მთელი სეზონი ამას დავტრიალებთ თავზე“.

კარტოფილის ამოღების სეზონი ჯავახეთში ოქტომბრის ბოლომდე ყველასთვის დასრულებულია, „კარტოფილობის“ დამთავრება აქ უკვე ზამთრის მოსვლას ნიშნავს.

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

‘კარტოფილობა’ ჯავახეთში [ფოტო]

[რობიზონ ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო
ახალციხეში კარტოფილის მოსავალს უჩივიან  [Video]
მეურნე: როგორ მივიღოთ კარტოფილის კარგი მოსავალი [Video]
‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]
სეზონური მატრიარქატი ახალქალაქში