01.05.2018 - ბორჯომში, საკირეს ტყეში, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი დაიწვა. ხანძრის ლოკალიზებაზე, ამ დრომდე, მხოლოდ, ცოცხალი ძალა მუშაობს, რადგან კერა მიუვალია. მაშველები ხანძრის ლიკვიდირებისთვის ტყეში კიდევ ორი დღე იმუშავებენ.
01.05.2018 - ბორჯომში, სოფელ საკირეს ტყეში ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საკირეს ტყიდან პირველ ფოტო მასალას ავრცელებს.
13.04.2018 - აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე 18 ავარიულ სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
24.03.2018 - სამცხე–ჯავახეთი ტბებით ყველაზე მდიდარი მხარეა მთელ საქართველოში. ამ რეგიონში შეხვდებით ყველაზე ღრმა, ყველაზე დიდ და ყველაზე უცნაური სახელების მქონე ტბებს.
18.03.2018 - სასკოლო ოლიმპიადა 2018–ის ფარგლებში, ფრენბურთში, რეგიონული ჩემპიონატი, ასპინძის, სოფელ ჭობარეთის სკოლის გოგონებმა მოიგეს.
13.03.2018 - ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვალეში, წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს.
14.02.2018 - დიდმარხვის პირველ დღეს, კათოლიკურ ეკლესიაში „ნაცრისყრის ოთხშაბათი“ ჰქვია. ამ დღეს მოძღვარი მორწმუნეებს ცოდვების მონანიებისკენ და რწმენის გაღრმავებისკენ მოუწოდებს.
14.02.2018 - ახალქალაქში ერთად აღნიშნეს ორი დღესასწაული – ვალენტინობა და საეკლესიო დღესასწაული 'ტეარნენდარაჩი'.
14.02.2018 - 'ვალენტინობა', ახალქალაქში, 'მომავლის სახლის' აღსაზრდელებისა და მასწავლებლების მიერ შექმნილი ნამუშევრებით, საზეიმოდ მორთულ სკვერში, მუსიკალური წარმოდგენებით აღნიშნეს.
11.02.2018 - ვალეში ტრადიციული, ხალხური, ნიღბებიანი წარმოდეგენა „ბერიკაობა“ იმართება. სოფლიდან ყადის გადაგდების სცენას სპეციალურ ფორმებში გამოწყობილი ადგილობრივები მთელი დღის განმავლობაში ითამაშებენ.
01.02.2018 - ასე გამოიყურება თოვლიანი ბორჯომი იანვრის მიწურულს.
07.01.2018 - შობის დილას ტრადიციულად ახალციხის ქუჩებში ალილოს მსვლელობა დაწიყო; მასში მონაწილეობას სასულიერო პირები, მრევლი და ბავშვები იღებენ.
30.12.2017 - 2018 წლის დადგომამდე ორი დღე დარჩა. ახალციხის ბაზარში გამყიდველებისა და მყიდველების სიმრავლეა. საახალწლო პროდუქტები იყიდება ბაზრის გარეთ და ქალაქის ქუჩებშიც.
29.12.2017 - სამცხე–ჯავახეთში საახალწლოდ ქუჩების მორთვა ყველა მუნიციპალიტეტმა დაასრულა. დადმული და მორთულია ახალი წლის მთავარი სიმბოლო – ნაძვის ხეც. ნახეთ როგორი ნაძვის ხეები დგას სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში.
29.12.2017 - ახალციხეში ქუჩების მორთვა დასრულდა, ნახეთ ფოტორეპორტაჟი, როგორ არის მორთული ქალაქი საახალწლოდ.
29.11.2017 - დასუფთვების სამსახურის, შპს „კეთილმოწყობის“ თანამშრომლები ქალაქის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებს ყინულისა და თოვლისგან წმენდენ.
16.10.2017 - დღეს, 16 ოქტომბერს ნინოწმინდაში თოვლი მოვიდა. გრემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა ქვეყნის მასშტაბით კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.
08.10.2017 - ადიგენში სახალხო ფესტივალი, სახელწოდებით "მთის სურნელი" გაიმართა. ღონისძიებაზე ადგილობრივებმა თავისი მოწეული პროდუქცია და სამზარეულო წარმოადგინეს.
26.09.2017 - მესხეთში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივები კარტოფილის მოსავალს იღებენ. მათი თქმით, კარტოფილის ამოღება მანამდე უნდა მოასწრონ, ვიდრე წვიმები დაიწყება.
23.09.2017 - ორი დღეა ებრძვიან ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარს.