FM97.5 / LIVE

7 გამორჩეული ტბა სამცხე–ჯავახეთში [Photos]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 24.03.2018
სამცხე–ჯავახეთი ტბებით ყველაზე მდიდარი მხარეა მთელ საქართველოში. ამ რეგიონში შეხვდებით ყველაზე ღრმა, ყველაზე დიდ და ყველაზე უცნაური სახელების მქონე ტბებს.

7 გამორჩეული  ტბა  სამცხე–ჯავახეთში [Photos]
ხოზაფინის ტბა. ფოტო: © ჯავახეთის დაცული ტერიტორიები


განსაკუთრებით ტბაუხვი ჯავახეთია. ახალქალაქისა და ნინოწმინდის ტბების დიდი ნაწილი ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისა და ჯავახეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია. ამ ტბებთან მიახლოებისას გარკვეული წესების დაცვა გმართებთ. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს დირექტორი თამაზ კარაპეტიანი გვიხსნის, რომ დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ტბებთან იარაღით შესვლა დასჯადია. ამ ტერიტორიაზე აკრძალულია ნადირობაც.

ჯავახეთის ტბებს, სილამაზის გარდა, კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს – ისინი გადამფრენი ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და საკვები ადგილებია.

მსოფლიოში არსებული 10 ათასამდე ცნობილი ფრინველის სახეობის თითქმის 20% რეგულარულად მიგრირებს. ამ ფრინველების გადაფრენის გზა საქართველოში კოლხეთისა და ჯავახეთის ზეგანზე გადის.

გთავაზობთ იმ ტბების ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ სამცხე–ჯავახეთის მონახულებას გეგმავთ


7 გამორჩეული  ტბა  სამცხე–ჯავახეთში [Photos]
ფარავნის ტბა. ფოტო: © about.ge


ფარავნის ტბა – ეს საქართველოს ყველაზე დიდი და ამავე დროს თევზით მდიდარი ტბაა. ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2073 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

7 გამორჩეული  ტბა  სამცხე–ჯავახეთში [Photos]
ხოზაფინის ტბა. ფოტო: © ჯავახეთის დაცული ტერიტორიები


ხოზაფინის, იგივე კარწახის ტბა, რომლის ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზეა, გამორჩეულია იმით, რომ აქ იშვიათი ფრინველები მრავლდებიან, მათ შორის, ვარხვები. ტბა ახალქალაქში, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1799 მეტრ სიმაღლეზეა. როგორც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დირექტორი თამაზ კარაპეტიანი გვიხსნის, წელს ტბაში ორი კუნძულის მოწყობას აპირებენ, რათა ვარხვები გამრავლდნენ. ამ ტბაზე ორი ჯიშის, ხუჭუჭა და კოტორა ვარხვები ბინადრობენ.

7 გამორჩეული  ტბა  სამცხე–ჯავახეთში [Photos]
ბუღდაშენის ტბა. ფოტო: © ჯავახეთის დაცული ტერიტორიები


ბუღდაშენის ტბა ნინოწმინდაში, ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარეობს. თამაზ კარაპეტიანი ამბობს, რომ ტბის შიგნით მოქცეული პატარა კუნძული და რამდენიმე ხე ბუღაშენს ფრინველების სამოთხედ აქცევს. ტბაზე მოწყობილი სადამკვირვებლო კოშკურებით, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებაც შესაძლებელია.

7 გამორჩეული  ტბა  სამცხე–ჯავახეთში [Photos]
საღამოს ტბა. ფოტო: © ბადრი ვადაჭკორია


საღამოს ტბა ნინოწმინდაშია, ზღვის დონიდან 1996 მეტრზე. ტბას ტრაპეციის ფორმა აქვს და ჯავახეთის სხვა ტბების მსგავსად, საღამოს ტბაც ზამთარში რამდენიმე თვით იყინება.

7 გამორჩეული  ტბა  სამცხე–ჯავახეთში [Photos]
ხანჩალის ტბა. ფოტო: © about.ge


ხანჩალის ტბა ნინოწმინდაში, ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1928 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს ტბა თითქმის ნახევარი წელიწადი გაყინულია – ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე.

7 გამორჩეული  ტბა  სამცხე–ჯავახეთში [Photos]
ტაბაწყურის ტბა. ფოტო: 'ბათუმელები'


ტაბაწყური, იგივე ტაბისყური, ყველაზე ღრმა ტბაა. ტბა ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მეტრზე მდებარეობს. ტბის უდიდესი სიღრმე 40,2 მეტრია. დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე ტბა იყინება. ფარავნის მსგავსად, ტაბაწყურიც მდიდარია თევზით.

7 გამორჩეული  ტბა  სამცხე–ჯავახეთში [Photos]
წუნდის ტბა. ფოტო: © about.ge


ასპინძაში, ვარძიისკენ მიმავალ გზაზე, ძნელია გულგრილად ჩაუარო წუნდის ტბას. 6 მეტრი სიღრმის ტბა სოფელ ნაქალაქევში მდებარეობს. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც თამარ მეფე თითქოს ამ ტბის ანარეკლით ისწორებდა თმას. ამიტომ ეს ტბა „თამარის სარკის“ სახელითაც არის ცნობილი.

სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთმა ტბამ თქვენი ყურადღება შეიძლება უცნაური სახელის გამო მიიქციოს - ლევანის ტბა, დიდი ჯაჯის ტბა, ლამაზი ტბა, მრუდე ტბა და შიშველი ტბა, ჩიტოს ტბა.

რეგიონში ჩამოსულებს აუცილებლად მოგხიბლავთ მადათაფის ტბა, ჯავახეთში.

7 გამორჩეული  ტბა  სამცხე–ჯავახეთში [Photos]
მადათაფის ტბის მიდამოები. ფოტო: © ჯავახეთის დაცული ტერიტორიები


7 გამორჩეული  ტბა  სამცხე–ჯავახეთში [Photos]
მადათაფის ტბა ზამთარში. ფოტო: © ჯავახეთის დაცული ტერიტორიები


უცნაურ სახელიანი ტბები, მხოლოდ ჩვენს რეგიონში არ გვხვდება. საქართველოში არსებობს: გველების ტბა, დათვების ტბა, დევის ტბა, მზის ტბა, პიონერის ტბა (ნურიე), საწურბლია, წეროს ტბა, წურბლიანი ტბა და სხვ.

22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას.


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარხვები მადათაფას ტბაზე [ფოტო]
თოლიები ტაბაწყურის ტბაზე [ფოტო]
გაყინული ფარავნის ტბა [ფოტო]
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება
ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
კარწახის ტბა [Photo]
ჯავახეთში ორ ტბაზე ხელოვნური კუნძულების გაკეთება იგეგმება