22.07.2019 - ახალციხის ქუჩებში ღობეები, კედლები, ავტოფარეხები, დენის ბოძები და ბორდიურებიც კი გარკვეული სახის ინფორმაციას ინახავს. აქ წარწერები და ნახატები ერთმანეთს ცვლის.
22.07.2019 - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი შოყა თავისთვის მშვიდად ცხოვრობს. აქ სტუმარი უხარიათ და ფოტოს გადაღებაზეც არ ამბობენ უარს.
19.07.2019 - სოფელს შოყა ჰქვია. მთის ძირშია გაშენებული და ზემოდან გადმოჰყურებს ციხე, რომელსაც „ოქროს ციხეს“ ეძახიან. სოფელში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შოყაში არ აქვთ მაღაზია, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი...
17.07.2019 - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვში სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი დააზიანა.
17.07.2019 - ახალციხეში არსებული რამდენიმე შენობა წლებია იშლება და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათი ნაწილი მე–19 საუკუნეშია აშენებული. დანგრევის პირას მყოფ შენობებში ანტისანიტარიაა.
16.07.2019 - ასპინძის სოფელი ხიზაბავრა ამოუწურავი სოფელია. ეს ფოტოები არ მინდოდა არქივში დარჩენილიყო, ჰოდა, გიზიარებთ.
05.07.2019 - „რუსეთი ოკუპანტია“, „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ – დღეს, ხუთ ივლისს ბორჯომის ქუჩებში წითელი საღებავით წარწერები გაჩნდა, რომლებიც მოგვიანებით წაშალეს.
30.06.2019 - დღეს, 30 ივნისს ახალციხეში სახელობითი დღესასწაულის აღნიშვნა 10:00 საათიდან დაიწყო. „ახალციხის ციხეზე", სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშავრებია გამოფენილი, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონიძიებები.
30.06.2019 - დღეს, 30 ივნისს, ახალციხელობის დღესასწაულთან დაკაშირებით, შეჯიბრი სპორტის სამ სახეობაში, ჭიდაობაში, შაშში და მაგიდის ჩოგბურთში ტარდება.
20.06.2019 - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა მიტარბი, კურორტიდან, 29 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში ასულს, უჩვეულო სიწყნარე დაგხვდებათ. ცარიელი, დაკეტილი და ნახევრად დაშლილი სახლები. გაჩერებული მანქანები და ხავსი ყველაფერზე. მეთვრამეტე საუკუნეში, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ აღწერილი სოფელი, დღეს უკვე თითქმის გაუკაცრიელებულია.
05.06.2019 - ჭაჭკარი უძველესი მესხური სოფელია. იგი ვარძიის ისტორიული კომპლექსიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს. XI-XII საუკუნეებში ამ სოფელში დაწურული ღვინით ვარძიის ციხე-ქალაქი მარაგდებოდა, დღეს კი ჭაჭკარი აღდგენას საჭიროებს. ამ ეტაპზე, მისი განაშენიანების რეგულირების გეგმა მუშავდება.
04.06.2019 - ნახეთ როგორი იყო ახალქალაქის, სოფელ კორხის ეკლესია უნებართვო სამუშაოების დაწყებამდე და როგორია ახლა.
27.05.2019 - ქიქინეთში, ყოფილი „პუნქტის“ ავარიულ შენობაში ექვსი მოსწავლე სწავლობს. აქ ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში და ფერიების ხატვა მოსწონთ. ოცნებობენ სკოლაზე, სადაც დიდი სპორტული დარბაზი და ფერადი საკლასო ოთახები იქნება.
23.05.2019 - 23 მაისს, ახალციხის პირველი და მეექვსე საჯარო სკოლების „ა“, „ბ“ და „გ“ კლასებში, ბოლო ზარი დაირეკა. მეთორმეტე კლასელებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად საკონცერტო ნომრები შეასრულეს. თეთრ პერანგებზე კი ერთმანეთს სამახსოვრო მინაწერები გაუკეთეს.
20.05.2019 - ნახეთ, ფოტოგრაფ გიორგი შერმაზანაშვილის მიერ, სამცხე-ჯავახეთში გადაღებული ფოტოები
17.05.2019 - აბასთუმანში, ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი სრულდება, ნახეთ როგორ გამოიყურება ტერიტორია, სადაც ერთი თვის წინ სამსართულიანი შენობა იდგა.
14.05.2019 - ნახეთ როგორ გამოიყურება ქალაქის ცენტრში მდებარე თამარ მეფის ძეგლი, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა.
26.04.2019 - 28 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო სუფრისთვის მზადება უკვე დაწყებულია, ამიტომ ბაზარში განსაკუთრებით ბევრი მყიდველია და პროდუქტზე ფასებიც გაზრდილია.
24.04.2019 - ახალციხის სამხატვრო სკოლამ საგაზაფხულო და სააღდგომო თემატიკაზე 100 მოსწავლის ნამუშევარი გამოფინა.
24.04.2019 - ‘აღიარე’, ‘104 წლისთავის შესრულება ხანდაზმულობას არ ნიშნავს’, ‘ვაღიაროთ 1915 წლის სომხური გენოციდი’, – ამ შეძახილებით, ტრანსფარანტებითა და დროშებით ახალციხეში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისკენ მსვლელობა მოაწყვეს.