09.10.2019 - სეზონის მიუხედავად, მათი სამუშაო დღე დილის სამ საათზე იწყება. შემოდგომით განსაკუთრებით ბევრი საქმე აქვთ - ხმელი ფოთლებისგან უნდა გაათავისუფლონ ქუჩები. ნახეთ ახალციხელი მეეზოვეები „სამხრეთის კარიბჭეს“ ობიექტივში.
05.10.2019 - გინახავთ როგორია შემოდგომით მესხეთი. ათასფრად აჭრელებული გარემო, ყვითელი, წითელი და მწვანე ფოთლების გამა – "მესხეთის ზღაპრული შემოდგომის" ფოტოებს გიორგი მაღრაძე აქვეყნებს. "აქ მტკვრის ხეობაში დრო ჩერდება..." – წერს ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
04.10.2019 - ქაცვი, იგივე აპლიპიხა, როგორც მას მესხეთში ეძახიან შემოდგომით იკრიფება. როზა დალაგონიანი მას სათითაოდ გაარჩევს, შემდეგ კი ჯემსა და წვენს მოამზადებს. ამბობს, რომ ზამთარში ქაცვი ყველაზე გემრიელ და ძალიან სასარგებლო ნუგბარად იქცევა.
03.10.2019 - შოთა რუსთაველის სტენსილი ნინოწმინდა-წალკა-კოჯორი-თბილისის გზის მონაკვეთის დასაწყისში, ნინოწმინდაში ოვსეფიანის N10-ში მდებარე შენობაზეა დახატული.
02.10.2019 - ცენტრალურ ტრასაზე გამოფენილია მუცელგამობერილი, ყვითელი კვახები, მწვანე ლობიო, კარტოფილი, ვაშლი, მსხალი, მოვარდისფრო პამიდორი და ელოდებიან მყიდველს.
01.10.2019 - 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ დააწესა. საქართველოში ეს დღე 2003 წლიდან აღინიშნება.
30.09.2019 - ახალციხეში, საჯარო სკოლებთან მომრავლებულ მიუსაფარ ძაღლებზე, მშობლები და მასწავლებლები ჩივიან. მეხუთე სკოლის მიმდებარედ, ათამდე ძაღლის ფოტოს მშობლები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
27.09.2019 - თუ სექტემბერში აბასთუმნისკენ წასულხართ, ფარეხის ტრასაზე, კარტოფილის ამოღებას ნამდვილად შეესწრებოდით. კარტოფილით სავსე უამრავი თეთრი ტომარა ნაკვეთში, რომლებიც შორიდან მინდორში გაბნეულ ცხრებს გვანან და ადამიანები, რომლებიც ხელით იღებენ კარტოფილს.
26.09.2019 - სექტემბრის თვეში ბორჯომისა და ასპინძის სოფლებში გადაღებული ფოტოები.
24.09.2019 - დაბა ბაკურიანში სამკილომეტრიანი შემოვლითი გზა გაიხსნა. პროექტის ღირებულება 6.3 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
20.08.2019 - ხვალ, ასეთი აბასთუმანი შესაძლოა ვეღარ ნახოთ. აქ, ყველა ფეხის ნაბიჯზე მშენებლობაა და ნელ–ნელა აქაურობას იერსახე ეცვლება. ფოტოებში 2019 წელია, აგვისტოს თვე.
18.08.2019 - "ბორჯომობის" დღესასწაულზე უფროსებთან ერთად ბევრი პატარა გაერთო. მათი სახეები ნახეთ ჩვენს ობიექტივში.
17.08.2019 - "ბორჯომობაზე" ეთნოგრაფიული ნივთების გამოფენა გაიმართა. გურმანებისთვის კი, მოეწყო კულინარიული კუთხე, სადაც კერძების არა მხოლოდ დაგემოვნება, ადგილზე მომზადებაც შესაძლებელი იყო.
17.08.2019 - „ბორჯომობის“ სახალხო დღესასწაულმა ქალაქის ცენტრალურ, ისტორიულ პარკში გადაინაცვლა. აქ კულტურული ღონისძიებები: კონცერტი, გამოფენები, კოსტუმირებული წარმოდგენები მიმდინარეობს.
17.08.2019 - დღეს, 17 აგვისტოს, სახალხო დღესასწაული „ბორჯომობა“ სპორტული ღონისძიებებით გაიხსნა. შეჯიბრებები სპორტის ხუთ სახეობაში გაიმართა.
12.08.2019 - ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ინიციტივით მოწყობილი "ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეზე" ფერების ფესტივალი გაიმართა.
12.08.2019 - ახალციხის ციხის გალავნის გარეთ დარჩენილი ნაწილი, რომელიც ისტორიულ კომპლექსს ეკუთვნის, რეაბილიტაციის გარეშეა დარჩენილი. უყურადღებოდ მიტოვებული ნაგებობები აღდგენას საჭიროებს, თუმცა სამუშაოები როდის დაიწყება, უცნობია.
30.07.2019 - შენობის კედლებში შეტენილი ნარჩენები, ქაღალდებით სავსე მილები და ნაგვით ამოვსებული ასლფალტის ორმოები – იქ სადაც ქუჩას ნაგვის ურნები აკლია, ახალციხელებმა იმპროვიზებული ურნები მოაწყვეს.
29.07.2019 - ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, შადრევანში ბავშვები გრილდებიან. ნაწილი წყალში ჭყუმპალაობს, ნაწილი კი „ზაგარს“ იღებს ქვაფენილზე წამოწოლილი.
27.07.2019 - ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია, სოციალურ ქსელში ნინოწმინდაში, მადათაფას ტბაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.