FM97.5 / LIVE
მთავარი » SK TV » ვიდეო

ახალციხელები საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ [Video]

28.10.2013 -
როგორ აფასებენ 27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ახალციხის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეები და რას ელოდებიან ახალი პრეზიდენტისგან.

"ქართული ოცნების" ახალციხის შტაბი გამარჯვებას ზეიმობს [Video]

27.10.2013 -
ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, "ქართული ოცნების" ახალციხის შტაბმა გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო. აქტივისტები ქალაქში საქართველოსა და "ოცნების" დროშებით მორთული ავტომანქანების კოლონით, გაბმული საყვირებით მოძრაობენ.

მოქმედი პრეზიდენტის დილის ვარჯიში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს [Video]

27.10.2013 -
საპრეზიდენტო არჩევნების დღე, მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში,„ოქროს საწმისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვარჯიშით დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა 9 წუთში [Video]

26.10.2013 -
"ვარდების რევოლუციით" მოსული ქარიზმატული ლიდერის ორი საპრეზიდენტო ვადა - აღმშენებლობა, წარმატებები, შეცდომები, ომი, - ინტერნეტ ტელევიზია Palitra Tv მიხეილს სააკაშვილის მმართველობის შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელშიც 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი მთავარი მოვლენებია ასახული.

'თუ მომცემენ შეშას, წავალ აბა არ წავალ?!'-ახალციხელები არჩევნებში მონაწილეობაზე[Video]

24.10.2013 -
პრეზიდენტობის რომელ კანდიდატებს იცნობენ და აპირებენ თუ არა არჩევნებში მონაწილობას ახალციხის მცხოვრებლები? "სამხრეთის კარიბჭეს" ქუჩის გამოკითხვა.

„კარებზე გაკრულია იმის სურათი, იმას უნდა მივცე ხმა და იმას უნდა შევხვდე ახლა" [video]

22.10.2013 -
„კარებზე გაკრულია იმის სურათი, იმას უნდა მივცე ხმა და იმას უნდა შევხვდე ახლა", - გვითხრა სოფელ უდეს მცხოვრებმა, რომელიც უდეში დავით ბაქრაძის დასახვედრად შეკრებილ ხალხს შორის იყო, თუმცა, ვისი სურათი იყო მის კარებზე გამოკრული და ვის აძლევდა ხმას, ვერ გაიხსენა.

რატომ გაახსენდა პრეზიდენტს რაბათის დაკეტილი მაღაზიები [Video]

17.10.2013 -
ახალციხის ციხეს დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა. პრეზიდენტმა ახალციხე ისე დატოვა, არც ციხის დირექტორს გუჯა ბიჭაშვილს შეხვედრია და არც ადგილობრივებს.

ნინო ბურჯანაძე: "მოსახლეობა გაცილებით მეტ სიმაღლეზე აღმოჩნდა, ვიდრე ხელისუფლება" [Video]

14.10.2013 -
"ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობა არ დაძაბულა, ორივე მხარეს ეყო გონიერება არ აყოლოდა პროვოკაციებს. ის რაც მოხდა იყო ხელისუფლების უუნარობის და უმოქმედობის ბრალი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 14 ოქტომბერს ახალციხეში სტუმრობისას.

დღის კითხვა [Video]

09.10.2013 -
უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა; რას ფიქრობენ ახალციხელები;

ახალციხელები ხელისუფლების ერთწლიან მუშაობას აფასებენ [Video]

01.10.2013 -
საპარლამენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. რა შეიცვალა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ და როგორ აფასებენ ახალციხელები ახალი მთავრობის ერთწლიან მუშაობას

მერაბიშვილის მხარეში ხელისუფლების ერთწლიან მუშაობას აფასებენ [Video]

25.09.2013 -
'გლეხმა კოჰაბიტაცია არ იცის რა არის, გლეხი უყურებს ხვალინდელ ცხოვრებას. მათთვის თითქმის არაფერი შეცვლილა','ერთი კაცი [ვანო მერაბიშვილი] გვყავდა და ვერ შევინახეთ', - ასე აფასებენ ახალი ხელისუფლების ერთწლიან მუშაობას ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში.

მტკვარში გაურკვეველი მცურავი ობიექტი დააფიქსირეს [Video]

25.09.2013 -
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს მტკვარში მცურავი ობიექტი. ვიდეომ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია

რა ხდებოდა ჭელაში 20 სექტემბერს [Video]

21.09.2013 -
რატომ გაუცრუვდა იმედი ადიგენის მუსლიმურ თემს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის ჯემალ პაქსაძის ჭელაში სტუმრობის შემდეგ.

'ნაგავში ცხოვრობდით' -შელაპარაკება პრეზიდენტსა და ადგილობრივებს შორის ახალციხეში [Video]

16.09.2013 -
"ნაგავში იყო აქაურობა! ნაგავში ცხოვრობდით? ნაგავში ყოფნა გერჩივნათ?!“ - რამ გააღიზიანა ახალციხეში სასტუმრო „ლომსიადან“ გამოსული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რატომ ახსენა მან კიდევ ერთხელ ჭელის მინარეთი?

მარგველაშვილი მესხეთში [Video] (R)

12.09.2013 -
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ახალციხისა და ასპინძის მოსახლეობას შეხვდა.

თავკვეთულა 2013 [Video]

12.09.2013 -
იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე მართლმადიდებელმა მრევლმა სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებულად აღნიშნა.

ჰეიდარ ჯამალი: 'საქართველომ დაიწყო ბრძოლა ისლამისტების წინააღმდეგ' [Video]

05.09.2013 -
რუსეთში ისლამური კომიტეტის თავმჯდომარე ჰეიდარ ჯამალი ჭელის მინარეთის დემონტაჟზე ვიდეომიმართვას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ მუსლიმების წინააღმდეგ ღია ბრძოლა დაიწყო.

ჭელა დღეს [Video]

31.08.2013 -
სოფელი ჭელა აქციებიდან რამდენიმე დღის შემდეგ; შეცვლილი ამინდი მეზობლურ ურთიერთობებში და მუსლიმების სამომავლო გეგმები; რა შეცვალა სოფელში მომხდარმა და რას ამბობენ ადგილობრივები;

ჭელის მინარეთი უკვე დაასაწყობეს [Video]

30.08.2013 -
სოფელ ჭელაში მინარეთის დასაწყობება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა

მეუფე თეოდორე: 'თქვენმა აქ ყოფნამ უდიდესი შედეგი გამოიღო' [Video]

29.08.2013 -
აქციაზე მეუფეები თეოდორე და იაკობი მივიდნენ. მეუფე თეოდორეს მიმართვას, რომ ჭელის მეჩეთზე მინარეთი არ აღიმართება, აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ