FM97.5 / LIVE

ჭელა დღეს [Video]

მთავარისაზოგადოება, ვიდეო 31.08.2013
სოფელი ჭელა აქციებიდან რამდენიმე დღის შემდეგ; შეცვლილი ამინდი მეზობლურ ურთიერთობებში და მუსლიმების სამომავლო გეგმები; რა შეცვალა სოფელში მომხდარმა და რას ამბობენ ადგილობრივები;

ჭელა დღეს [Video]
ჭელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება - აქ აღარც წალკიდან, ხულოდან და ბათუმიდან ჩამოსული მუსლიმები არიან, აღარც სამართალდამცავები მოძრაობენ და ვეღარც ჟურნალისტებს შეხვდებით. ბათუმში აქციაზე წასული ადგილობრივებიც სახლებში დაბრუნდნენ. თუმცა მათ არც მინარეთი დახვდათ მეჩეთთან და აღარც ის მეზობლური კეთილგანწყობა, რომელსაც მიუხედავად ბოლო დროს დაძაბული ვითარებისა, სოფელში მაინც ინარჩუნებდნენ.

ჭელაში გულისწყვეტით ამბობენ, რომ მეზობლურ ურთიერთობებში ბზარი გაჩნდა. მუსლიმებისა და ქრისტიანების ნაწილი ერთმანეთს აღარ ესალმება. სამი დღის წინ კი ერთ-ერთ ქრისტიანს მუსლიმმა ღობე დაუზიანა.

"ნასვამი იყო, თორემ ასე არ მოიქცეოდა. ისეთი არაფერი ყოფილა, ორი "ზაბორი" მოძვრა ღობეს, - ამბობს ჭელაში მცხოვრები ნუნუ გავაშელი და ამატებს, - წეღან მუსლიმი ქალები შემხვდნენ და არ მომესალმნენ, არადა ყველა კარგი მეზობელი მყავს. აქ არავინ გვავიწროვებს. შევიდნენ მეჩეთში და ილოცონ, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ჩვენ მხოლოდ ის არ მოგვწონს, რომ 5-6 საათზე ყვირილი გვაღვიძებს".



„ჩვენი ხმის გაგონება თუ არ უნდათ, მაშინ აღარც ჩვენ გვინდა მათი ხმის გაგონება“, - აცხადებს ამავე სოფელში მცხოვრები მუსლიმი ბულბული პაქსაძე.

მისი თქმით, წლების განმავლობაში სოფელში მსულიმებისა და ქრისტიანბისთვის ჭირიც და ლხინიც ერთი იყო, ერთმანეთს გვერდში ედგნენ: „ახლა კი გადაგვკიდეს ერთმანეთს! დაგვეძაბა ურთიერთობა, გამარჯობას აღარ ვეუბნებით მართლმადიდებლებს და აღარც თვითონ გვესალმებიან, კარგია ეს?! არასდროს არ ვიქნებით კარგი მაგათთან, ჩვენი თავი თუ არ უნდათ, ჩვენც ეგენი არ გვინდა“.

ჭელა დღეს [Video]პაქსაძე მომხდარში მართლმადიდებელ მეზობლებს ადანაშაულებს, თუმცა არა ყველას: „ზოგ-ზოგიერთებს ვგულისხმობ, ყველას არა. მათ გააკეთეს ეს, გადარეკეს, გადმორეკეს და წაიღეს მინარა [ასე ეძახიან სოფელში მინარეთს]. ქმარი და ხუთი შვილი მყავს და ამის მერე ისე ვარ, თითქოს მკვდარი გაიყვანეს ოჯახიდან, თითქოს ქმარ-შვილი ჩამიხოცეს“.

არაფერი შეცვლილა მეზობლურ ურთიერთობებში მეჩეთის წინ მცხოვრები მართლმადიდებლის მამუკა ქაფიანიძისთვის. მან მინარეთის დემონტაჟის შესახებ ტყეში გაიგო და ამბობს, რომ ძალიან ეწყინა. აქ ქაფიანიძე სამუშაოდ ყოველ დღე მუსლიმთან ერთად დადის: „მაგ თემაზე არასოდეს ვლაპარაკობთ. ეს ჩვენი გადასაწყვეტი და გასარჩევი არაა. ჩვენ, რომ ამ საკითხზე ვილაპარაკოთ, ჩვენი ბავშვები აღარ იმეგობრებენ“.

იგივე განწყობა და დამოკიდებულება აქვს მეზობლების მიმართ ჭელის მკვიდრს მუსლიმ ნოდარ ირემაძეს. მისი თქმით, ჭელაში დაძაბულობა არც ყოფილა და არც არასდროს იქნება: "ასე ვფიქრობ მე და ასე ფიქრობს ყველა, იმიტომ, რომ მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნის მოწოდებები სოფლიდან არ ყოფილა. ორი კაცის ახირება კი ვერაფერს შეცვლის".
ჭელაში 45-მდე კომლი ცხოვრობს, აქედან მხოლოდ 12 ოჯახია ქრისტიანი. სოფელში შერეული ოჯახებიცაა. სოლომონიძეებმა, რომლებიც მუსლიმები არიან, მართლმადიდებელი რძალი თერჯოლიდან ექვსი თვის წინ მოიყვანეს.
„მთავრობამ აიღო მინარეთი და მეზობლები რა შუაში არიან?! რაც იყო და როგორც ვიყავით ერთად, ისევ ისე ვიქნებით“, - აცხადებს შოთა სოლომონიძე.

ჭელა დღეს [Video]მაზლის მოსაზრებას იზიარებს, მისი რძალი და ამბობს, რომ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა: „არც ოჯახში გაჩენილა ბზარი ჩვენ შორის. ყველა ქრისტიანულ ეკლესიას აქვს ბერების სადგომი, მუსლიმებთან მინარეთია საჭირო, იმას ექნება მიკროფონი თუ არა, არავის საქმე არ არის“.

კვლავ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე საუბრობს ამავე სოფელში მცხოვრები ქრისტიანი ზურაბ ნატრიაშვილი: „არც ვიცი რა როგორ იყო, მეზობლებთან როგორც ვიყავი, ისევ ისე ვარ“.

ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, რომ ახალციხეში გამართულ აქციაზე, სადაც მინარეთის დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მათი მეზობელი ქრისტიანები არ იყვნენ: „ასე რომ ყოფილიყო გვეწყინებოდა, სხვა არაფერი შეიცვლებოდა“.

მინარეთი, რის გამოც სოფელში მეზობლების ნაწილს შორის ურთიერთობები დაიძაბა, ახლა სოფელთან ახლოს, დაახლოებთ 2 კილომეტრშია განთავსებული. ადგილობრივი მუსლიმები აცხადებენ, რომ მისი დამონტაჟების მოთხოვნით აქციებს ისევ გამართავენ.

„თუ არ დაგვიკანონებენ, მინარას, მაშინ კანონი მიიღონ იმის შესახებ, რომ ჩვენ არ გვაქვს ქვეყანაში მინარეთის დადგმის უფლება“, - ამბობს იმამის მოადგილე დავით ჩოგაძე.

[თამუნა უჩიძე, ოთარ აწყურელი, ადიგენი]

ამავე თემაზე იხილეთ ფოტორეპორტაჟი.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელი ჭელა აქციებიდან რამდენიმე დღის შემდეგ [photo]
ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან
ადგილობრივი: 'დამთავრდა კარგი ცხოვრება და მეზობლობა'
მუსლიმები ჭელაში ჯემალ პაქსაძეს ელოდებიან
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
ჭელა მინარეთის დემონტაჟიდან ერთი წლის შემდეგ