FM97.5 / LIVE
მთავარი » სამართალი
ახალციხეში პოლიციელების შეურაცხყოფისათვის ორი პირი დააკავეს

ახალციხეში პოლიციელების შეურაცხყოფისათვის ორი პირი დააკავეს

07.03.2020 -
პოლიციელების მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისათვის ახალციხეში ორი პირი დააკავეს. ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც გ.ნ და გ.გ გამოესარჩლნენ მესამე პირს, ვის ავტომანქანასაც პოლიცია იმ მომენტში ჩხრეკდა.
შსს–მ 'ქურდული სამყაროს' წევრობის და 'ქურდული სამყაროს' წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შსს–მ 'ქურდული სამყაროს' წევრობის და 'ქურდული სამყაროს' წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავა

06.03.2020 -
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს, რომლებმაც არსებულ დავაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ - თ.ჭ. ჩართეს. „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის შედგა სატელეფონო ქურდული გარჩევა, რომლის შედეგადაც, დავა გ.მ.-ს სასარგებლოდ გადაწყდა და მოდავე მხარეს 4500 ლარის და 6300 აშშ დოლარის ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

05.03.2020 -
დღეს ხუთ მარტს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო ვებსაიტზე წერია. კარანტინის რეჟიმშია - 162 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 45 პირია.
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

05.03.2020 -
დღეს, ხუთ მარტს საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
სოფელ არალში ხანძარია

სოფელ არალში ხანძარია

04.03.2020 -
ადიგენში, სოფელ არალში ცეცხლი ბალახს უკიდია. დამწვარია დაახლოებით ხუთი ჰექტარი.
ახალციხეში სახლი გაქურდეს

ახალციხეში სახლი გაქურდეს

04.03.2020 -
ახალციხეში, თაბუკაშვილის ქუჩაზე აშოტ კავალერიანის სახლი გატეხეს. მეპატრონე ამბობს, რომ ჯერ არ იცის რა არის წაღებული.
შსს–მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 6 მილიონ ნახევრამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შსს–მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 6 მილიონ ნახევრამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

04.03.2020 -
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 6 მილიონ ნახევარი ლარია.
'ვიჯდები სახლში, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან'- ლევან ლიპარტია

'ვიჯდები სახლში, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან'- ლევან ლიპარტია

01.03.2020 -
ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიას და მისი მეგობარს, გიორგი ულუმბელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი მათ გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსმართლემ არ გაითვალისწინა.
სასამართლომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეუფარდა

01.03.2020 -
ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. პროკურორის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილია აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ რაში ითხოვს ბრალდებული თანხას. გიორგი გოგიჩაიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

01.03.2020 -
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, პირველ მარტს 15:00 საათზე იმსჯელებენ.
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

29.02.2020 -
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.
სუს–ში ადასტურებენ ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას – ბრიფინგი უწყებაში [ვიდეო]

სუს–ში ადასტურებენ ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას – ბრიფინგი უწყებაში [ვიდეო]

29.02.2020 -
საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.
ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

28.02.2020 -
წყაროს ინფორმაციით, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე დღეს, 28 თებერვალს დააკავეს. მათთან ერთად დაკავებულია ერთი ბიზნესმენიც.
ახალციხეში 82 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

ახალციხეში 82 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

28.02.2020 -
ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, 82 წლის ქალს გარდაცვალება ანევრიზმამ გამოიწვია.
ახალციხეში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

ახალციხეში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

28.02.2020 -
დღეს, 28 თებერვალს ახალციხეში 82 წლის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს.
თბილისში კორპუსიდან 29 წლის კაცი გადმოვარდა, გარდაცვლილი ვალედან არის

თბილისში კორპუსიდან 29 წლის კაცი გადმოვარდა, გარდაცვლილი ვალედან არის

28.02.2020 -
ახლობლების ინფორმაციით, ლ.დ. კორპუსის მე–11 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შსს–მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ახალქალაქში ავარიისას 6 ადამიანი, მათ შორის 4 თვის ბავშვი დაშავდა

ახალქალაქში ავარიისას 6 ადამიანი, მათ შორის 4 თვის ბავშვი დაშავდა

27.02.2020 -
ახალქალაქში, კოთელიასა და ტურცხის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა, დაშავებულებს შორის ოთხი თვის ბავშვია. ყველა მათგანი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
კორონავირუსი  50 წლამდე კაცს დაუდგინდა

კორონავირუსი 50 წლამდე კაცს დაუდგინდა

26.02.2020 -
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 50 წლამდე კაცი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, ერთი კვირის განმავლობაში ირანში მოგზაურობდა. იგი საქართველოში გუშინ, 25 თებერვალს დაბრუნდა.
დანით დაჭრილი ბიჭებიდან კლინიკაში ერთი მათგანი რჩება

დანით დაჭრილი ბიჭებიდან კლინიკაში ერთი მათგანი რჩება

26.02.2020 -
ახალქალაქში, ქორწილში დაჭრილი სამი ახალგაზრდიდან ორმა სამედიცინო დაწესებულება დატოვა, 23 წლის ბიჭი კი კლინიკაში რჩება. სამართალდამცავები მის დაკითხვას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ.
როგორია სასტუმროდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგონას მდგომარეობა

როგორია სასტუმროდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგონას მდგომარეობა

26.02.2020 -
ბორჯომის ერთ–ერთ სასტუმროში დაშავებული მცირეწლოვანი, ციციშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.