16.10.2020 - სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან დღეს, 16 ოქტომბერს კიდევ სამი პირი გამოჯანმრთელდა. ჯამში რეგიონში ინფიცირების 69 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა.
16.10.2020 - „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში, გელა კვარაცხელია ამომრჩევლის დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობს, მისი თქმით, უჭირთ დამკვირვებლების შერჩევა, რადგან მათ სოციალური დახმარების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
16.10.2020 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობისა და მათი პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ. სამცხე–ჯავახეთიდან კვლევაში ამჯერად სამი კანდიდატი მოხვდა.
16.10.2020 - დღეს, 16 ოქტომბერს სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი ახალი შემთხვევები ახალციხეს უკავშირდება. სამივე ინფიცირებული ახალციხის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია.
16.10.2020 - 16 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 1 106 978 პაციენტი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 39 182 964-ს მიაღწია.
16.10.2020 - დღეს, 16 ოქტომბერს სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ სამ პირს დაუდასტუდა, რეგიონში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 69–მდე გაიზარდა.
16.10.2020 - დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 887 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი, გარდაიცვალა – 11.
16.10.2020 - ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ეზოში, მერიის ერთ–ერთი სამსახურის თანამშრომელმა, პურმარილი მიიტანა და უთხრა, რომ ეს „ქართული ოცნების“ მოქმედმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა „იკისრა“. იურისტების განცხადებით, აღნიშნული ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.
![გამოკითხვა: წინასაარჩევნო გარემო – NGO-ების შეფასებები [ვიდეო] გამოკითხვა: წინასაარჩევნო გარემო – NGO-ების შეფასებები [ვიდეო]](/uploads/posts/2020-10/1602780790_akhalcixe-gamokktxva.jpg)
15.10.2020 - 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 16 დღე დარჩა, როგორ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს და რა დარღვევებზე საუბრობენ ისინი.
15.10.2020 - რა არის არითმია, რომელია დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმა, რამდენად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და როგორ ხდება მისი მკურნალობა.
15.10.2020 - დღეს, 15 ოქტომბერს ახალციხის ციხეზე, სამცხე–ჯავახეთის ტურისტული ააიპ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სტრატეგიულ დოკუმენტზე იმსჯელეს, ასევე გაიმართა ორგანიზაციის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია.
15.10.2020 - დღეს, 15 ოქტომბერს ახალციხეში მდებარე ერთ–ერთ საამქროსთან შუახნის კაცი გარდაიცვლილი იპოვეს, იგი ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.
15.10.2020 - ნოემბრიდან, ევროპის მიმართულებით, პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება, ფრენები განხორციელდება, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტებიდან – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 15 ოქტომბერს განაცხადა.

15.10.2020 - ბავშვის ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოება კომპანიამ “ნიკოლი” 2017 წლიდან დაიწყო. „ნიკოლი“ ერთიდან ათ წლამდე ბავშვებისთვის წელიწადში რამდენიმე კოლექციას ქმნის, რომლის ნახვა და შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი და ბრენდის მაღაზიებშიც.
15.10.2020 - 1–დან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 539 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი ფაქტი ნადირობისა და თევზჭერის წესების დარღვევას ეხება. გარემოსდაცვითი სამართალდარღვევებიდან 50 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა.
15.10.2020 - პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც, 19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში უნდა განახლებულიყო, ძალაში რჩება. თუმცა უნივერსიტეტებს ექნებათ რეკომენდაცია, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობის გარდა, სასწავლო პროცესი დისტანციურად წარმართონ.
15.10.2020 - სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი მკურნალობის კურსს სახლში გადის, ნაწილი კი სამედიცინო დაწესებულებებში. მთლიანობაში, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 46-ია.
15.10.2020 - დღეს, 15 ოქტომბერს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და შესაძლოა მომდევნო დღეებში 1 000–ს გადააჭარბოს. ამბობს, რომ შემთხვევების მატებას ქვეყანა მომზადებული ხვდება.
15.10.2020 - ახალციხეში, იაძის ქუჩაზე მილის დაზიანების გამო, ცენტრალური გზა წყლით იტბორება. მანქანები შეფერხებით გადაადგილდებიან.
15.10.2020 - 15 ოქტომბრის 12:00 საათის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 66 შემთხვევაა გამოვლენილი. ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ახალციხესა და ადიგენის სოფელ ჭელაში.