26.10.2020 - ადგილობრივების განცხადებით “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სამველ მანუკიანს სოფელ დიდ სამსარში დაპირისპირება მოუვიდა, ამის გამო იგი კლინიკაშიც გადაიყვანეს. ჩხუბის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ პარტიის ახალქალაქის შტაბში.
26.10.2020 - ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მეზობელზე მუქარისთვის დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიებად 3 000 ლარი გირაო შეეფარდა.
24.10.2020 - სამართალდამცავებმა შუახნის კაცი გუშინ, 23 ოქტომბერს, გვიან ღამით დააკავეს.
23.10.2020 - ახალციხეში, ხუთსართულიან კორპუსში გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შსს–მ გამოძიება 187–ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.
23.10.2020 - დღეს, 23 ოქტომბერს ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი პირი ემსხვერპლა.
23.10.2020 - ახალციხეში დიდიმამიშვილის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსში ხანძარია. ცეცხლი მეხუთე სართულზე, ერთ–ერთ ბინაში გაჩნდა.
19.10.2020 - დღეს, 19 ოქტომბერს, მუგარეთთან სატვირთო მანქანა, რომელსაც ტრაქტორი გადაჰქონდა ამოტრილდა, შედეგად მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
18.10.2020 - ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ანთან ახლოს ტყის ქვედა საფარი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
17.10.2020 - ასპინძის სოფელ რუსთავში ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაურა, შედეგად მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
15.10.2020 - დღეს, 15 ოქტომბერს ახალციხეში მდებარე ერთ–ერთ საამქროსთან შუახნის კაცი გარდაიცვლილი იპოვეს, იგი ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.
10.10.2020 - დღეს, 10 ოქტომბერს, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი დღის დაბადებული ჩვილი გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
08.10.2020 - ახალციხეში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან კონსულტანტს მობილური მოპარეს. შსს-ს განცხადებით, მომხდარზე ერთი პირია მხილებული.
08.10.2020 - დღეს, 8 ოქტომბერს გამთენიისას ახალციხეში, პირველი სკოლის მიმდებარედ ტექნიკის მაღაზია „მეგა ელექტრონიქსი“ გატეხეს, მენეჯერის თქმით, ქურდმა სავარაუდოდ ვერაფრის წაღება მოასწრო, რადგან ადგილზე დაცვის პოლიცია მივიდა.
04.10.2020 - „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიას სასამართლოში უჩივლა. გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო, კომისიის წევრებმა ნაკვეთის დარეგისტრირების უფლება არ მისცეს. დეპუტატი კომისიის წევრების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის ადმინისტრაციის წინ შიმშილობის დაწყებით იმუქრება.
03.10.2020 - 1-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სულ ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 184 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 28 - სამცხე-ჯავახეთში.
01.10.2020 - დღეს, პირველ ოქტომბერს ასპინძაში, სოფელ იდუმალასთან "აუდის" მარკის მანქანა ბორდიურს შეეჯახა. დაშავებულია 40 წლამდე კაცი.
26.09.2020 - ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე "სუბარუს" მარკის ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა, შედეგად ერთი პირი დაშავდა, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
25.09.2020 - ახალციხეში ცოლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებულ პირს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო, 10 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. იგი საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
25.09.2020 - ახალციხეში ცოლსა და არასწრულწლოვან შვილზე მუქარის ფაქტზე დაკავებულ 49 წლის კაცს პროკურატურამ ბრალი დღეს, 25 სექტემბერს წარუდგინა. დაკავებულის ადვოკატის, ეკა აბაშიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
25.09.2020 - დღეს, 25 სექტემბერს ასპინძაში, სოფელ რუსთავთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომანქანა, სადაც ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა, ტრაილერს შეეჯახა. ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, ისინი კატასტროფის ჯგუფს თბილისში გადაჰყავს.