FM97.5 / LIVE
მთავარი » არჩევნები
ცესკო:საარჩევნო უბნების 100% დათვლილია

ცესკო:საარჩევნო უბნების 100% დათვლილია

30.10.2018 -
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3705 უბნიდან ყველა დათვლილია. იმის გამო, რომ 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, მეორე ტური გაიმართება. არჩევნების ჩატარების ბოლო ვადა ორი დეკემბერია.
სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში 33 საჩივარი დაიწერა

სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში 33 საჩივარი დაიწერა

29.10.2018 -
28 და 29 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთის საოლქო კომისიებში 33 საჩივარი შევიდა, აქედან ყველაზე მეტი 14 ახალქალაქში, ხოლო ყველაზე ცოტა,ორი ნინოწმინდაში დაიწერა. ადიგენისა და ასპინძის საოლქო კომისიებში კი ამ დრომდე არცერთი საჩივარი არ დარეგისტრირებულა.
ვანო მერაბიშვილი: ჩემს მეგობარ გრიგოლ ვაშაძეს წარმატებას ვულოცავ

ვანო მერაბიშვილი: ჩემს მეგობარ გრიგოლ ვაშაძეს წარმატებას ვულოცავ

29.10.2018 -
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სოციალურ ქსელში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში გასვლას ულოცავს.
ვანო მერაბიშვილის სოფელში არჩევნები ვაშაძემ მოიგო

ვანო მერაბიშვილის სოფელში არჩევნები ვაშაძემ მოიგო

29.10.2018 -
ენმ–ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ადიგენში არჩევნები მხოლოდ ორ უბანში, ვანო მერაბიშვილის სოფელში, უდეში მოიგო.
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ვაშაძემ ზურაბიშვილს 18 მოუგო

სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ვაშაძემ ზურაბიშვილს 18 მოუგო

29.10.2018 -
სამცხე–ჯავახეთის ექვსი ოლქიდან მხოლოდ ერთია ისეთი, რომელშიც ვაშაძემ ზურაბიშვილს ვერცერთი უბანი ვერ მოუგო. სხვა მუნიციპალიტეტებში უბნების ნაწილზე ენმ–ს კანდიდტმა „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო.
ბაქრაძე ოპოზიციას: 'მეორე ტურისთვის საერთო შტაბი შევქმნათ'

ბაქრაძე ოპოზიციას: 'მეორე ტურისთვის საერთო შტაბი შევქმნათ'

29.10.2018 -
“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს მეორე ტურისთვის საერთო შტაბის შექმნას სთავაზობს.
ცესკო: 3 693 უბნის მონაცემები დათვლილია

ცესკო: 3 693 უბნის მონაცემები დათვლილია

29.10.2018 -
ცესკოს მიერ 3 705 უბნიდან დათვლილია 3693 უბანი, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილს გრიგოლ ვაშაძეზე 14 424 ხმით მეტი აქვს.
გრიგოლ ვაშაძე: ‘წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ’

გრიგოლ ვაშაძე: ‘წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ’

29.10.2018 -
მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და გამარჯვებას მეორე ტურში თავად მოიპოვებს.
TI: 'არჩევნებზე გამოიკვეთა ტენდენცია ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვასა და მიუღებელი ხერხით მობილიზებაზე'

TI: 'არჩევნებზე გამოიკვეთა ტენდენცია ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვასა და მიუღებელი ხერხით მობილიზებაზე'

29.10.2018 -
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა. გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, თუმცა არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

29.10.2018 -
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განმარტებით, არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება. შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.
ნინოწმინდაში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

ნინოწმინდაში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

29.10.2018 -
N41 ნინიწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნების შედეგები სრულად დაითვალა.
ახალქალაქში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

ახალქალაქში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

29.10.2018 -
N40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები შეაჯამა. ხმათა უმრავლესობით არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
ბორჯომში არჩევნები ხმათა უმრავლესობით სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

ბორჯომში არჩევნები ხმათა უმრავლესობით სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

29.10.2018 -
N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნების მონაცემები შეაჯამა. ხმათა უმრავლესობით აქ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
ასპინძაში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

ასპინძაში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

29.10.2018 -
ასპინძის ოლქში 23 უბნის შედეგები შეჯამებულია. ხმათა უმრავლესობით აქ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯავა.
ადიგენში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

ადიგენში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

29.10.2018 -
ადიგენის საარჩევნო ოლქში 18 უბნის შედეგები შეაჯამეს. წინასწარი მონაცემებით აქ სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით ახალციხეში არჩევნები ზურაბიშვილმა მოიგო

წინასწარი მონაცემებით ახალციხეში არჩევნები ზურაბიშვილმა მოიგო

29.10.2018 -
ახალციხეში 35–ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია. წინასწარი მონაცემებით ხმების 46% ზურაბიშვილმა მიიღო.
ცესკო: 1 103 უბნის მონაცემები დათვლილია

ცესკო: 1 103 უბნის მონაცემები დათვლილია

29.10.2018 -
ცესკოს მიერ 3 705 უბნიდან დათვლილია 1 103 უბანი, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილმა 42.2% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 34.89%
ცესკო: 512 უბნის მონაცემებით მეორე ტური იქნება

ცესკო: 512 უბნის მონაცემებით მეორე ტური იქნება

29.10.2018 -
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის, ხმები დათვლილია ქვეყნის 512 საარჩევნო უბანზე, რაც საერთო რაოდენობის 13%–ია.
დავით ბაქრაძე: 'არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში ვაშაძეს დავუჭერთ მხარს'

დავით ბაქრაძე: 'არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში ვაშაძეს დავუჭერთ მხარს'

29.10.2018 -
„ევროპული საქართველო“ არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბაქრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
'ოცნება': საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

'ოცნება': საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

29.10.2018 -
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ცხადია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორუ ტური გაიმართება. მისი თქმით, ამ დროისთვის 1000-მდე უბნის მონაცემებია დათვლილი.