
25.05.2020 - საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს პირველად თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საშემოდგომოდ გადადება განაპირობა. თუმცა, ფესტივალის ტრადიციულ თარიღებში ქართველი თუ უცხოელი მწერლები, გამომცემლები და მკითხველები ამჯერად ონლაინ სივრცეში შეიკრიბებიან.

25.05.2020 - 2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA 2.43%.

22.05.2020 - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, 2020 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე იწყებს მიმწოდებლების შერჩევას.
21.05.2020 - ტურიზმის განვითარების გენერალურ გეგმაში დასახულია ტურიზმის სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. იდენტიფიცირებულია სტრატეგიული მარკეტინგული შესაძლებლობები და გრძელვადიანი მიზნების მიღწევის საჭირო პროგრამები, ასევე გამოკვეთილია ის ტიპიური ბიზნესები, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია რეგიონში.
21.05.2020 - ქალაქ ახალციხეში, სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 3 სანიაღვრე არხის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
20.05.2020 - დაბა ახალდაბაში, ჭავჭავაძის, აღმაშენებლისა და ნიკოლაძის ქუჩებზე, ჯამში 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზაზე, ასფალტის საფარი დაიგება.

19.05.2020 - თიბისიმ ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად ახალი ონლაინ პლატფორმა, tbcpayments.ge შექმნა. ვებ-გვერდი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს გადახდების სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ და დისტანციურად დანერგონ მათთვის სასურველი გადახდის მიღების მეთოდი.

19.05.2020 - რკინა-ბეტონის გზის საფარი 800მ სიგრძის მონაკვეთზე 3 ჩიხში დაიგება. მოეწყობა ასევე სანიაღვრეები და საცხოვრებელი სახლების შესასვლელი მონაკვეთები.

19.05.2020 - ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო.
19.05.2020 - ონლაინ მაღაზია „მარტივი“ სულ რამდენიმე დღეა ამუშავდა. სპეციალურად შექმნილი აპლიკაციით, ახალციხეში მცხოვრებნი მარტივად შეძლებთ შეუკვეთოთ საკვები და საყოფაცხოვრები პროდუქცია, რომელსაც ადგილზე მოგაწვდიან სრულიად უფასოდ.

18.05.2020 - მსოფლიოს 15 ქალაქის შემდეგ, Miami Ad School-ის საერთაშორისო ქსელს სულ მალე Miami Ad School Tbilisi შეუერთდება.
15.05.2020 - ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. სამუშაო პროცესს, დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ადგილზე გაეცნო.

15.05.2020 - თიბისი კაპიტალმა ხელმეორედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნეს სექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის მოლოდინები განიხილეს. ასევე, ცალკეულ ბიზნესსექტორებთან დაკავშირებით 2020-2021 წლის პროგნოზები გაჟღერდა.

15.05.2020 - ახალციხის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.
14.05.2020 - ქალაქ ახალციხეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება.

14.05.2020 - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ, როგორც მისმა ასოცირებულმა წევრმა, ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე - ინკოტერმს 2020 - Incoterms 2020.

13.05.2020 - ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
11.05.2020 - საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს უკვე 600-მდე მომხმარებელი ჰყავს. ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის და ვიზას ინიციატივით შეიქმნა და ის ხელმისაწვდომი 2 დღის წინ გახდა.

11.05.2020 - ფინკა ბანკი ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად აგრძელებს ფერმერთა მხარდაჭერას და კომპანია „აგროსფეროსთან“ ერთად მომხმარებლებს აგრო სესხებზე ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს - წლიური განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.65%-დან) იწყება.
09.05.2020 - მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის და ვიზას ინიციატივით, საქართველოში პირველი ციფრული ბარათით სარგებლობა უკვე შესაძლებელია.