06.04.2017 - რისი წაკითხვა შეგიძლიათ დღეს, "სამხრეთის კარიბჭეს" ვებ–გვერდიდან, რა არის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და როგორია მთავარი რედაქტორის რეკომენდაცია. უსმინეთ რადიოს საღამოს ეთერს – ნინო ნარიმანიშვილთან და თიკო ზაზაძესთან ერთად.
06.04.2017 - აბის დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილმა საქართველოს საპატრიარქოს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა. საპატრიარქოში ირწმუნებიან, რომ თუ დადასტურდა, რომ მიწის ნაკვეთი კონკრეტულ მოქალაქეს ეკუთვნის, უკან დაუბრუნდება.
06.04.2017 - ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის ასასვლელში, გზის ნაპირებს ცეცხლი მოედო. მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა იქამდე მოასწრეს, ვიდრე ცეცხლი მოსაზღვრედ მდებარე, რუსთაველის ქუჩის ფარეხებს მოედებოდა.
06.04.2017 - რატომ მიიჩნევა გაზაფხული მწვავე პერიოდად და რას უნდა მიაქციონ ამ პერიოდში ყურადღება მათ, ვისაც გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აწუხებთ, - გადაცემის სტუმარია, ექიმი–კარდიოლოგი ცირა ზაზაძე.
06.04.2017 - მოისმინეთ დღის მნიშვნელოვანი ამბები რადიო „სამხრეთის კარიბჭეს“ ეთერიდან. 6 აპრილის სიახლეები სომხურ ენაზე.
06.04.2017 - მოისმინეთ დღის მნიშვნელოვანი ამბები რადიო „სამხრეთის კარიბჭეს“ ეთერიდან. 6 აპრილის სიახლეებს თაკო ფეიქრიშვილი გაცნობთ.
06.04.2017 - შუადღე რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერიდან, თიკო ზაზაძესთან ერთად. შემოგვიერთდი და გაიგე ბევრი საინტერესო ფაქტის შესახებ, რომელიც აქამდე არ გსმენია.
06.04.2017 - ქალაქ ნინოწმინდის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიზეზი ტექნიკური პრობლემაა.
06.04.2017 - მოისმინეთ საინფორმაციო გამოშვება რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერიდან. ყოველ დღე, 14:00 საათზე, ახალი ამბები სომხურ ენაზე.
06.04.2017 - საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
06.04.2017 - "მინდა, გავაფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ძალიან მწვავე რეაქცია მექნება, თუ არ გვექნება შედეგი რამდენიმე თვეში", - საქართველოს პრემიერი დანაგვიანების პრობლემის დროულად აღმოფხვრის აუცილებლობაზე საუბრობს.
06.04.2017 - მოისმინეთ 12:00 საათისათვის განვითარებული მოვლენები რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერიდან. ახალ ამბებს თაკო ფეიქრიშვილი გაცნობთ.
06.04.2017 - საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, შეუერთდეს აქციას – 'გაახარე შენი ბზა!' პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, თავი შეიკავონ 'წითელი ნუსხით' დაცული კოლხური ბზის მოჭრისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოიყენონ მის გასამრავლებლად.
06.04.2017 - კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტი სახელად „კინო სკოლაში“, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ახალ სეზონს იწყებს.
06.04.2017 - ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტზე 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა, რაც 85%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით
06.04.2017 - უსმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" დილის ეთერს. დღის საინტერესო და პოზიტიურ ამბებს თიკო ზაზაძე გაცნობთ, ტალღაზე FM 97.5.