FM97.5 / LIVE
მთავარი » SK TV

ახალციხემ რედბულის ქუჩის კალათბურთის ფინალს უმასპინძლა [Video]

22.06.2014 -
Red Bull King of the Rock 2014 – ქუჩის კალათბურთის ფინალს ახალციხემ მეორედ უმასპინძლა. გამარჯვება კვლავ გასული წლის ჩემპიონს ვახტანგ ქადარიას ერგო.

დაპირისპირება ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში [Video]

18.06.2014 -
N40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს, 18 ივნისს „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“-ს წარმომადგენლების 4 საჩივარი განიხილა.
რა ხდებოდა ადიგენის საარჩევნო ოლქში თვითმმართველობის არჩევნებზე  [Video]

რა ხდებოდა ადიგენის საარჩევნო ოლქში თვითმმართველობის არჩევნებზე [Video]

16.06.2014 -
N38 ადიგენის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა, ვინ გახდება გამარჯვებული, რამდენიმე საათში გაირკვევა.

როგორ ჩაიარა თვითმმართველობის არჩევნებმა ახალციხეში [Video]

16.06.2014 -
N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ გარემოში, მცირე პროცედურული დარღვევებით ჩაიარა.

ახალციხის მერობის ოთხივე კანდიდატმა არჩევანი უკვე დააფიქსირა [Video]

15.06.2014 -
ახალციხის მერობის კანდიდატებმა არჩევანი უკვე დააფიქსირეს. ოთხი კანდიდატიდან სამმა ხმა ერთსა და იმავე, 28–ე საარჩევნო უბანზე მისცა. მეოთხე კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის წევრმა ზაზა ნათენაძემ არჩევანი რაბათში, მე–5 უბანზე დააფიქსირა.

ამომრჩევლებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს [Video]

14.06.2014 -
ამომრჩეველთა საარჩევნო განათლების ასამაღლებლად სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს საარჩევნო ბუკლეტები დაურიგეს

"ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას!" [Video]

13.06.2014 -
16 საინფორმაციო შეხვედრა და 40 ტერიტორიულ ორგანოში გადამზადებული 900 ამომრჩეველი – "საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფის" პროექტი "ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას!" წარმატებით დასრულდა.

ახალციხეში პარტიების პროგრამები განიხილეს [Video]

13.06.2014 -
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებზე ახალციხეში პრეზენტაცია–დისკუსია გამართა.

'ოცნების ქალაქი' – ახალციხეში ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართა

12.06.2014 -
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ახალციხეში კულტურული და სპორტული საღამო მოაწყეს. ღონისძიება დღეს, 12 ივნისს ახალციხის ცენტრალურ პარკში გაიმართა და მასში მონაწილეობა ადგილობრივმა შემსრულებლებმა მიიღეს.

'ოცნების' კანდიდატები ამომრჩევლებთან კარდაკარ სიარულს აგრძელებენ [Video]

11.06.2014 -
"ქართული ოცნების" მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები იმ მოქალაქეებს აკითხავენ, ვინც წინასაარჩევნო შეხვედრებზე მისვლას თავად ვერ ახერხებს.

ძლიერი წვიმა და გაჭედილი სანიაღვრეები [Video]

11.06.2014 -
დღეს, 11 ივნისს, მოულოდნელმა ძლერმა წვიმამ და სეტყვამ, ქალაქის ქუჩები დატბორა.

'ოცნების' კანდიდატები ამომრჩევლებს სახლში აკითხავენ [Video]

11.06.2014 -
„ქართული ოცნების“ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია ახალ ფაზაში გადადის. იმ მოქალაქეებს, ვინც შეხვედრებზე მისვლას ვერ ახერხებს, კანდიდატები სახლში აკითხავენ.

'რესპუბლიკელები' გიორგი კოპაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე [Video]

10.06.2014 -
„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატის გიორგი კოპაძის წინასაარჩევნო კამპანიას დაესწრნენ.

გიორგი კოპაძე რუსთაველისა და ცხრა აპრილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა [Video]

06.06.2014 -
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძე რუსთაველისა და ცხრა აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა,საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ პრობლემებს მოუსმინა.

დასუფთავების აქცია ახალციხეში [Video]

05.06.2014 -
5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხეში დასუფთავების აქცია გაიმართა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ახალციხეში სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი მიმდინარეობს [Video]

მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი მიმდინარეობს [Video]

05.06.2014 -
ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 16 ახალგაზრდული გუნდი მონაწილეობს.
სტიქია ბორჯომში [video]

სტიქია ბორჯომში [video]

04.06.2014 -
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში ადიდებულმა მდინარე საკირულამ 25 წლის მამაკაცი იმსხვერპლა. ძლიერი წვიმის გამო შესაძლოა მოწყდეს სამი სოფლის დამაკავშირებელი გზა.
შალვა ნათელაშვილი ახალციხეში ამომჩევლებს შეხვდა [Video]

შალვა ნათელაშვილი ახალციხეში ამომჩევლებს შეხვდა [Video]

03.06.2014 -
3 ივნისს, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ახალციხეში ამომრჩევლებს შეხვდა და დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში გაათავისუფლებს ხელისუფლებისგან, რომელიც "ავი დედინაცვლის ფუნქციას ასრულებს".

მარიამ გელაშვილის ვიდეობლოგი [Video]

02.06.2014 -
სტუდენტი მარიამ გელაშვილი ახალციხის მომავალ მერს, ლიტერატურული კაფის გახსნას და ღია აუზის აღდგენას სთხოვს.

შოთა ნარიმანიშვილის ვიდეობლოგი [Video]

02.06.2014 -
სტუდენტი შოთა ნარიმანიშვილი ახალციხის მომავალ მერს ორი ინიციატივით მიმართავს, ქალაქში მოწესრიგდეს ფეხით მოსიარულეების ბილიკები და პარკირების ადგილები.