FM97.5 / LIVE
მთავარი » ფოტოამბავი
სეტყვის შედეგები ლელოვანში [Photo]

სეტყვის შედეგები ლელოვანში [Photo]

11.06.2015 -
დღეს, 11 ივნისს, ადიგენში მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად სოფლებში სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დაზიანდა და შინაური ფრინველი დაიხოცა.
ადიგენის მაღალმთიანი სოფლები ისევ დაისეტყვა [Photo]

ადიგენის მაღალმთიანი სოფლები ისევ დაისეტყვა [Photo]

11.06.2015 -
დღეს, 11 ივნისს, საღამოს საათებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებს სეტყვა მეორედ უტევს. ამ წუთებში სეტყვაა მაღალმთიან ზონაში, ჭელასა და ჭეჭლაში.
აწყურში ცენტრალური მაგისტრალი გადაიკეტა [Photo]

აწყურში ცენტრალური მაგისტრალი გადაიკეტა [Photo]

11.06.2015 -
დღეს, 11 ივნისს, საღამოს, ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო, ახალციხეში 8 სოფელი დაისეტყვა. მთებიდან ჩამოტანილმა ქვა–ღორღმა კი აწყურში ცენტრალური მაგისტრალი ჩახერგა.
სამხარეო ადმინისტრაციის სახურავზე მაშველები მუშაობენ [Photo]

სამხარეო ადმინისტრაციის სახურავზე მაშველები მუშაობენ [Photo]

10.06.2015 -
დღეს, 10 ივნისს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამაშველო–სამსახურის თანამშრომლების გამოძახება გახდა საჭირო.
ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი ახალციხის ციხეზე [Photo]

ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი ახალციხის ციხეზე [Photo]

05.06.2015 -
დღეს, 5 ივნისს ახალციხის ციხეზე, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ გადასცეს.
ამერიკის დღეები ახალციხის ციხეზე [Photo]

ამერიკის დღეები ახალციხის ციხეზე [Photo]

03.06.2015 -
ამერიკის დღეებთან დაკავშირებით, ახალციხის ციხეზე საინფორმაციო და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებებს აშშ–ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრო.
პირველი ივნისი ახალციხეში [Photo]

პირველი ივნისი ახალციხეში [Photo]

01.06.2015 -
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ახალციხეში გასართობი ღონისძიებებით აღნიშნეს, ახალციხის ცენტრალურ პარკში შეკრებილ ბავშვებს ბუშტები და ნაყინები დაურიგეს.
ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]

ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]

30.05.2015 -
29 მაისს ოლიმპიურმა ცეცხლმა ადიგენიდან ახალციხეში გადაინაცვლა. მეჩირაღდნეები ცეცხლს ახალციხის ციხეზე დახვდნენ და ქალაქში ესტაფეტა მოაწყეს. შემდეგ კი ისევ ციხეზე დაბრუნდნენ, სადაც ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი გაიმართა.
ოლიმპიური ცეცხლი ადიგენში[Photo]

ოლიმპიური ცეცხლი ადიგენში[Photo]

29.05.2015 -
დღეს, 29 მაისს აჭარიდან შემოსული ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ადიგენში მოეწყო. ცეცხლი ესტაფეტით ხუთმა მეჩირაღდნემ ადიგენის ცენტრში შეიტანა.
დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე [Photo]

დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე [Photo]

26.05.2015 -
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ახალციხის ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი აწყურში [Photo]

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი აწყურში [Photo]

13.05.2015 -
აწყურის ღვთისმშობლის ხელთუმქნელი ხატის ასლი აწყურის ტაძარში, პატრიარქის აღვლენილი ლოცვა და ასობით მლოცველი; წვიმა, ყვავილები, დროშები, ქოლგები და ფოტოაპარატები – ისტორიული დღე მესხეთში;
სოფელ ანში გზის შეკეთებას ითხოვენ [Photo]

სოფელ ანში გზის შეკეთებას ითხოვენ [Photo]

13.05.2015 -
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში მცხოვრებლები გზის მოწესრგებას ითხოვენ. მათი თქმით, საუბარია როგორც ახალციხიდან სოფლამდე მისასვლელ, ასევე სოფლის შიდა გზაზე, გზა ისეთ მდგომარეობაშია, რომ გადაადგილება ჭირს, განსაკუთრებით წვიმის შემდეგ.
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამაღლების ტაძარში დააბრძანეს [Photo]

აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამაღლების ტაძარში დააბრძანეს [Photo]

12.05.2015 -
აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი ამაღლების ტაძარში დააბრძანეს. მთელი ღამის განმავლობაში ტაძარში ლოცვა ჩატარდება.
საქართველოს პატრიარქმა უდეს ტაძარი მოილოცა [Photo]

საქართველოს პატრიარქმა უდეს ტაძარი მოილოცა [Photo]

12.05.2015 -
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სოფელ უდეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა–ლოცვა ჩაატარა.
ილია მეორე არლის ტაძარს პირველად ესტუმრა  [Photo]

ილია მეორე არლის ტაძარს პირველად ესტუმრა [Photo]

12.05.2015 -
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ არალში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი მოილოცა და შშმ ბავშვების ნამუშევრები დაათვალიერა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად უწმინდესს არალში მრევლი ქოლგებითა და ყვავილებთ დახვდა.
ბორჯომიდან ახალციხემდე ხალხი პატრიარქს გზებზე ყვავილებით დახვდა [Photo]

ბორჯომიდან ახალციხემდე ხალხი პატრიარქს გზებზე ყვავილებით დახვდა [Photo]

11.05.2015 -
ახალციხეში მომავალ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ბორჯომისა და ახალციხის გზაზე მდებარე სოფლების მცხოვრებლები გზაზე, ყვავილებით დახვდნენ.
9 მაისი ბორჯომში[Photo]

9 მაისი ბორჯომში[Photo]

10.05.2015 -
ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი ბორჯომის მუნიციპალიტეტში საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამამულო ომის ვეტერანებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]

ახალციხესა და ადიგენში 9 მაისი იზეიმეს[Photo]

09.05.2015 -
ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს;
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წლისთავი აღნიშნეს [Photo]

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წლისთავი აღნიშნეს [Photo]

09.05.2015 -
ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წლისთავზე ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ვეტერანებმა,ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [Photo]

ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [Photo]

08.05.2015 -
ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე ოთისწყლის კალაპოტში გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების საერთო ღირებულება 649 937 ლარს შეადგენს.