![საფეხური: რომელ საგნებში გაუჭირდათ გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტებს [აუდიო] საფეხური: რომელ საგნებში გაუჭირდათ გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტებს [აუდიო]](/uploads/posts/2019-05/1558604816_sofo-gorgodze.jpg)
01.09.2020 - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და რომელი სპეციალობაა ყველაზე მოთხოვნადი – გადაცემის სტუმარია გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.
01.09.2020 - ახალქალაქის სოფელ ჩანდურაში (ჩამძვრალა) მცხოვრები მოსახლეობა საძოვრების იჯარით გაცემას აპროტესტებენ, ადგილობრივები ამბობენ, რომ 30 ჰექტარი, რომელზეც პირუტყვს წლების განმავლობაში აძოვებდნენ, 49 წლით სოფლის დეპუტატის, ანდრანიკ მურადიანის ოჯახის წევრმა მიიღო.
01.09.2020 - ბორჯომის მუნიციპალიტეტში "ბაკურიანის განვითარების სააგენტო" დაფუძნდა. ახალი სსიპ–ი დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის განვითარებაზე, დასუფთავებაზე, გამწვანებაზე, სანიაღვრე არხებისა და გზების მოვლა/პატრონობაზე იქნება პასუხისმგებელი.
01.09.2020 - 2020 წლის პირველ სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
01.09.2020 - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში ხუთი დღის განმავლობაში უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს.
01.09.2020 - დღეიდან, პირველი სექტემბრიდან 0–დან 17 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო, საბანკო დავალიანების მქონე პირებს დარიცხული თანხა არ ჩამოეჭრებათ.
01.09.2020 - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 4 სექტემბრამდე ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება და ქარია მოსალოდნელი, ეს კი ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს ქმნის.
31.08.2020 - ახალციხეში მცხოვრები შუშანიკ გასპარიანი ირწმუნება, რომ „სმარტში“ ნაყიდი ხაჭაპურის ჭამის შემდეგ, ის და მისი მეგობრები მოიწამლნენ. სუპერმარკეტის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ ბრალდება არარეალურია, რადგან ხაჭაპური მათთან დღეში რამდენჯერმე რეგულაციების დაცვით ცხვება.
31.08.2020 - აბასთუმანში, ელექტრომობილების პარკინგის მოსაწყობად, საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ტენდერში ისევ შპს „აბსოლუტ სერვისმა“ გაიმარჯვა. იგი საპროექტო დოკუმენტს 450 000 ლარად მოამზადებს.
31.08.2020 - ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესი დაამტკიცა. გარდა ამისა, განისაზღვრა „საპატიო ასპინძელის“ მოწმობისა და მედლის ნიმუშებიც.
31.08.2020 - გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 29 614–მა აბიტურიენტმა ჩააბარა. სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა.
31.08.2020 - ბორჯომში, ზანავი-კორტანეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ოთხი პაციენტიდან, კლინიკაში ერთი მათგანი რჩება, მას თავის ტრამვა აქვს.
30.08.2020 - საქართველოს მთავრობის განცხადებით, ტურიზმის სექტორზე პანდემიის ნეგატიური გავლენის შესამსუბუქებლად და სექტორის მაქსიმალურად მხარდასაჭერად, პროგრამაში აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა.
29.08.2020 - სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის საზაფხულო საძოვრებზე სხვადასხვა რეგიონიდან მიგრირებული წვრილფეხა პირუტყვის აცრები მიმდინარეობს.
29.08.2020 - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციიით, მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან შემაკავებელ ორდერთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა.
29.08.2020 - ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სპორტული სტადიონის და ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფაზე, მერიამ ტენდერი 165 812 ლარზე გამოაცხადა.
28.08.2020 - ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სუროგაციის შესახებ ჟურნალისტების დასმულ კითხვას უპასუხა. მეუფეს აზრით, ხელოვნურად განაყოფიერებისას, ერთი ბავშვის გაჩენას მრავალი დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლე ეწირება.
28.08.2020 - განათლების სამინისტროს განცხადებით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება 2020 წლის 5-6 სექტემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება. ტესტირების გავლა სავალდებულოა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მიზნით.
28.08.2020 - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 აგვისტოს სითბოს ფონზე მოსალოდნელია ზოგან წვიმა. მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი უნალექო ამინდი იქნება.
28.08.2020 - სამცხე-ჯავახეთის შერეული ორთაბრძოლების კლუბის მებრძოლი, ამირან გოგოლაძე გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში უკრაინელ მებრძოლთან, პაველ კუშთან შეხვედრისთვის ემზადება.