FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.09.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში ხუთი დღის განმავლობაში უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს.

სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

დღეს, 1–ელ სექტემბერს სამცხე–ჯავახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით + 12, + 14 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +24, +26 გრადუსი იქნება, ღამით კი ნავარაუდევია + 9, +11.

2 და 3 სექტემბერს ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ადიგენში დღისით ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით + 14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო და მზიანი ამინდი შენარჩუნდება მაღალ მთაში. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით ჰაერი +25, +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10, +12 იქნება.

4 და 5 სექტემბერს 36 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა მთაში.

უნალექო ამინდი შენარჩუნდება ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში. დღისით +34, 36 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით ტემპერატურა 15, 17 გრადუსამდე მოიმატებს.

ასევე, მაღალ მთაში სინოპტიკოსები უნალექო და მზიან ამინდს ვარაუდობენ. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი + 13, +15 გრადუსი იქნება.

6 სექტემბრიდან რეგიონის მასშტაბით კვლავ მზიანი და თბილი ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების განცხადებით, 1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 სექტემბრამდე სამცხე–ჯავახეთში
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე- ჯავახეთში 12 ოქტომბრამდე
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში 4 ივლისამდე
სამცხე–ჯავახეთში 19 ოქტომბრამდე უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი
სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი
5 დღის ამინდის პროგნოზი