05.08.2020 - აქტიურად მიმდინარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურის აღების სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე.
31.07.2020 - 3 აგვისტოს, თბილისი-ბათუმის რეისზე მგზავრებს დათო გორგილაძე და ნინია მაჭარაშვილი დაემგზავრებიან. საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ქვეყნის ამბების მოყოლას. ე.წ. გიდები მგზავრებს აჭარის ძველი თუ ახალი მარშრუტების შესახებ სხვადასხვა ისტორიას გააცნობენ.
30.07.2020 - ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა არდაგნის დასახლებაში მცხოვრებ ადგილობრივებს, სკვერის პროექტი გააცნეს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია სკამებისა და საბავშვო ატრაქციონების განთავსება. ასევე, ადგილზე დამონტაჟდება გარე განათება.
29.07.2020 - ქალაქ ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის რესტავრაცია დასრულდა. სამუშაოები მოქანდაკე პაატა გიგაურმა განახორციელა.
29.07.2020 - აჭარა ჯგუფის აკადემია, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას განახორციელებს
29.07.2020 - აქციის მიზანი იყო, კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მათი ქირურგიული მკურნალობა უახლესი ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით.
28.07.2020 - 30 ივლისს, კონცერტების ციკლს გახსნის ვოკალური ანსამბლი „ოქტავა“, 31 ივლისიდან კი ღია ცის ქვეშ თქვენთვის იმღერებენ დათუნა მგელაძე,მარიტა როხვაძე,ანსამბლი „ფორტე“ და პაატა გულიაშვილი.
28.07.2020 - ბორჯომის ცენტრალური (ისტორიულ) პარკის დირექტორად მერაბ იობაშვილი დაინიშნა. იგი მანამდე სოფელი ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა.
27.07.2020 - 30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის - მარიო ვარგას ლიოსას სესიას თიბისის და საბას Facebook გვერდების დახმარებით. სესია ასევე ხელმისაწვდომი იქნება გამომცემლობა ინტელექტის და მწერალთა სახლის Facebook გვერდებზე.
27.07.2020 - საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის მხარდაჭერას განაგრძობს. 28 ივლისს, თბილისი-ოზურგეთის რეისზე, მგზავრებს საინტერესო ამბებს გურიაზე ზურა შევარდნაძე მოუყვება. რა უნდა ნახოთ ისტორიულ გურიაში, ვინ უნდა გიმასპინძლოთ და რომელია ის ადგილები, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ - გურიის მატარებლის გზამკვლევი აქამდე უცნობ ისტორიებს გაგაცნობთ.
26.07.2020 - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშეთში, პირველად, დასახლების არსებობის მანძილზე, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. სამუშაოები, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს.
24.07.2020 - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურმა, 9 აპრილის ქუჩაზე არსებული მინერალური წყლის ბიუვეტის რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოები ჩაატარა. დეზინფექცია ჩაუტარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებსაც.
24.07.2020 - დაბა ადიგენში, გარე განათების ქსელის მოწყობა და ზემო პლატოზე ასასვლელი გზის, საყრდენი კედლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
23.07.2020 - სოფელ დაბაში, ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
22.07.2020 - დასასრულს უახლოვდება ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება.
20.07.2020 - 21 ივლისს, თბილისი-ზუგდიდის მატარებელში მგზავრების გიდი გიორგი კალანდია იქნება.
19.07.2020 - ბაკურიანელ ვეტერან მოთხილამურეებს, რიმა ბანდურს და ვალოდია მურჯიკნელს ,,საპატიო ბაკურიანელის" წოდება მიენიჭათ.
17.07.2020 - დაბა ახალდაბის რამდენიმე ქუჩაზე 2 კმ სიგრძის ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
16.07.2020 - თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა. მხარდაჭერის ფარგლებში, 30 პროფესიონალი - მათ შორის თიბისის პარტნიორი 10 სასტუმროს წარმომადგენელი გადამზადების 18 კვირიან პროგრამას გაივლის და სასტუმროების ოთახების მართვის მიმართულებით კვალიფიკაციას აიმაღლებს.
16.07.2020 - გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს ნიშნავს.