27.12.2019 - სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა. ახალი წლის მთავარი სიმბოლოს გარეშე 2020 წელს მხოლოდ ასპინძა შეხვდება.
26.12.2019 - დღეს, 26 დეკემბერს ახალციხის ცენტრალურ პარკში საახალწლო კონცერტი ჩატარდა. ღონისძიების პარალელურად გაიმართა ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
24.12.2019 - ნახეთ როგორ ემზადება ახალციხე 2020 წლის შესახვედრად. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში საახალწლო განათებები დაამონტაჟეს.
22.12.2019 - გინახავთ, როგორია დეკემბერში ფარავანი - საქართველოს ყველაზე დიდი ტბა? აქ ყინულის საფარი დაახლოებით 47-73 სანტიმეტრია, მის ქვეშ ტბის მობინადრეები, ყინულზე კი ჯავახები - ნახეთ კუკური მეტრეველის ფოტოები ნინოწმინდიდან.
21.12.2019 - როგორ გამოიყურება ზედა თმოგვის ნამოსახლარი, მესხური სახლები და სამეურნეო დანიშნულების შენობები. ისტორიულ დასახლებაში ნაგებობები ტერასულად იყო განლაგებული, ადგილი დღეს დაცლილია.
08.12.2019 - აქ, ალბათ, ყველაზე მეტად უყვართ ზღვა და დელფინები.
07.12.2019 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაკში სტუმრობისას, სოფელში გადაღებული ყველა ფოტო სტატიაში ვერ მოხვდა. იხილეთ ხაკის შუკა–ორღობეები.
15.11.2019 - 75 წლის წინ, 120 ათასი მუსლიმი მესხი ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს. ერთ ღამეში დაიცალა ათობით სოფელი. არქივმა მესხების ფოტოები შემოინახა.
03.11.2019 - ნახეთ, როგორია შემოდგომის სეზონზე ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტბები. ბუღდაშენისა და საღამოს ტბის ფოტოებს პუბლიცისტი კუკური მეტრეველი აქვეყნებს.
26.10.2019 - ფოტო ხაფანგმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოცხვერი დააფიქსირა.
24.10.2019 - თუ მესხეთში თუთის ტყლაპის დაგემოვნება ან შეძენა გსურს, ასპინძას უნდა ესტუმრო. აქ ადგილობრივებს თუთის ბაღები აქვთ და ტრადიციულ ნუგბარსაც ძველი ტრადიციების მიხედვით ამზადებენ. სანამ შემოდგომის თბილი დღეები მიილევა, ეზოში მზეზე გასაშრობად გამოკიდებულ ტყლაპებს კიდევ ნახავთ.
18.10.2019 - ფოტო–ხაფანგით გადაღებული მურა დათვი, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკის ადმინისტრაციამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
17.10.2019 - მესხური ტრადიციული ყველის ამოყვანის პროცესში გადაღებულმა ფოტომ, ჟურნალ National Geographic-ის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა. ფოტოს ავტორი თამარ მირიანაშვილია.
17.10.2019 - ახალციხეში, სოფელ აგარის პატარა მდინარეში თეთრ იხვებს მარტივად შეამჩნევთ. ყვითელნისკარტები იქამდე იცურავებენ, სანამ წყალი გაიყინება. მათ „პეკინის ჯიშის“ იხვებს ეძახიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადრე სოფელში უფრო მეტი იხვი იყო, ახლა მათი რაოდენობა მცირდება.
15.10.2019 - „მყვირალობა 2019“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.
14.10.2019 - ზოგი ახალი შეღებილია, ზოგი სიძველე შენარჩუნებული, ზოგიც მზის გულზე გაფიცხებულ – შებრაწული. ქალაქის ვიწრო ქუჩებში, სადაც ორმხრივად საკუთარი სახლებია ჩამწკრივებული დიდწილ ყურადღებას კარი იპყრობს. კარს იქით ოჯახებია. კარს აქეთა ფოტოებს თქვენ გიზიარებთ.
13.10.2019 - ნისლში გახვეული ჯავახეთის მთები, შემოდგომის ფერებით მორთული ტბები და მინდვრები.
12.10.2019 - შემოდგომის ფერებში გახვეული დერცელი და კიკიბო. ნახეთ ფოტოები ადიგენის მაღალმთიანი სოფლებიდან.
11.10.2019 - მოხუცი და ბორჯომის პარკი, „ვეფხისტყაოსანი“ კარზე, კოთელიელი ყარყატი, მასპინძლობა ყულალისში და ბუნებაში დაჭერილი კადრები.
10.10.2019 - „იმ სახლში, სადაც სიყვარულია, ბოროტებისთვის არ გვაქვს ადგილი“, - ეს წარწერა ახალციხის სოფელ საყუნეთში ერთ-ერთი სახლის გარე ფასადს ამშვენებს.