FM97.5 / LIVE
მთავარი » ხმა სოფლიდან–რადიო
ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.02.2018 -
ადიგენში, სადაც 55 სოფელში ერთ დროს, 64 ბიბლიოთეკა მუშაობდა, ახლა მხოლოდ 6–ია მოქმედი – და ისიც, მხოლოდ ოთხ დასახლებულ პუნქტში – ორ სოფელში უდესა და არალში თითო–თითო, დაბა ადიგენსა და კურორტ აბასთუმანში კი – ორ–ორი. მერიას წელს რომელიმე გამოკეტილი ბიბლიოთეკის განახლების გეგმა არ აქვს.
ხმა სოფლიდან: თორია [Audio]

ხმა სოფლიდან: თორია [Audio]

12.02.2018 -
სოფელ თორიაში 120 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა აქ 1828-1830 წლებში, თურქეთის პროვინციიდან გადმოასახლეს. ადგილობროვები ამბობენ, რომ მიგრაცია ხშირია, რადგან სოფელში არ არის მოწესრიგებული სავალი გზები, სამუშაო ადგილები, ხოლო სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებზე, რომლებსაც მოსახლეობა აწარმოებს, ფასი დაბალია.
„ბერიკაობა“ ვალეში [Video]

„ბერიკაობა“ ვალეში [Video]

11.02.2018 -
დღეს, 11 თებერვალს ვალეში ქართული ხალხული იმპროვიზაციული წარმოდგენა „ბერიკაობა“ გაიმართა.
"ხმა სოფლიდან" – მიქელწმინდის ბერძნები [Audio]

"ხმა სოფლიდან" – მიქელწმინდის ბერძნები [Audio]

05.02.2018 -
ახალციხის სოფელი მიქელწმინდა 22 სომხური და 3 ბერძნული ოჯახით არის დასახლებული. ბერძნები აქ 1824 წელს, თურქეთიდან გადმოუსახლებიათ. ორი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები უკვე წლებია კეთილმეზობლურად ცხოვრობენ. მათი ყოველდღიურობა – მოისმინეთ თიკო ზაზაძის რეპორტაჟიდან.
ჰალვა - ძველი, მესხური საახალწლო ტკბილეული  [Video]

ჰალვა - ძველი, მესხური საახალწლო ტკბილეული [Video]

28.12.2017 -
ჰალვა მესხური ტკბილეულია, რომელსაც ძველად მესხეთში, ახალ წელს ამზადებდნენ. ჩვენი მასპინძელი ევა მაისურაძე, გვიხსნის, რომ მაშინ იმდენი ტკბილეული, ახლა რომ იყიდება, არ იშოვებოდა და ამიტომაც იყო, რომ ჰალვა ყველა ოჯახში ჰქონდათ.
ბატის ჩაშუშული – უძველესი მესხური საახალწლო კერძი [Video]

ბატის ჩაშუშული – უძველესი მესხური საახალწლო კერძი [Video]

26.12.2017 -
ერთ–ერთი კერძი, რომელიც მესხეთის სოფლებში, ახალ წელს აუცილებლად მზადდებოდა, ბატის ჩაშუშულია – ბატის გამხმარი ხორცისგან მომზადებული ხინკალი. ძველი ტრადიცია, სპეციალურად "სამხრეთის კარიბჭესთვის", სოფელ ხიზაბავრაში, მექოშვილებმა გააცოცხლეს.
ხმა სოფლიდან: გორელოვკა [Audio]

ხმა სოფლიდან: გორელოვკა [Audio]

23.10.2017 -
სოფელ გორელოვკაში უკვე ორი საუკუნეა დუხობორები ცხოვრობენ. აქ ისინი ნიკოლოზ პირველმა ჩამოასახლა. თუმცა დუხობორთა დიდმა ნაწილმა გორელოვკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დატოვა. ამ ეტაპზე სოფელში სომხებს, ქართველებსა და დუხობორებს შეხვდებით.
ხმა სოფლიდან: პატარა კონდურა [Audio]

ხმა სოფლიდან: პატარა კონდურა [Audio]

17.10.2017 -
სოფელი პატარა კონდურა 1829 წელს, ერზრუმიდან გადმოსახლებული მოსახლეობით დასახლდა. თუმცა ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები მიუთითებს, რომ აქ მოსახლეობა ადრეც ცხოვრობდა.
ხმა სოფლიდან: ყაურმა [Audio]

ხმა სოფლიდან: ყაურმა [Audio]

13.10.2017 -
ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში 65 ოჯახი ცხოვრობს. აქ მოსახლეობის მიგრაცია ხშირია. მისი ძირითადი მიზეზი, სავარგულებისა და საძოვრების არქონაა. სოფლის ყველაზე დიდი პრობლემას სასმელი წყლის ქსელი წარმოადგენს, რომელიც ძველია და ხშირად მწყობრიდან გამოდის.
ხმა სოფლიდან: მინაძე [Audio]

ხმა სოფლიდან: მინაძე [Audio]

06.10.2017 -
მინაძეს წელს "გამოზამთრების" ეშინია. სოფელში გაზაფხულის ყივებისა და ზაფხულის გვალვების გამო, ცუდი მოსავალი მიიღეს. ადგილობრვები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მათ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. დასახლებაში ისევ ის მოუგვარებელი პრობლემებია, რაც ბოლო რამდენიმე ათეული წელია აწუხებთ.
ხმა სოფლიდან: ჭაჭარაქი [Audio]

ხმა სოფლიდან: ჭაჭარაქი [Audio]

03.10.2017 -
ჭაჭარაქი სომხური სოფელია, რომელიც ახალციხესთან ახლოს, ხუთ კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიუხედავად ქალაქთან სიახლოვისა პრობლემები ისე აწუხებთ, როგორც დანარჩენ სოფელში. მოსახლეობა საკანალზაციო სისტემისა და სარწყავი წყლის სიმცირის შესახებ ჩივის.
ხმა სოფლიდან: ფარავანი – სოფელი ტბის პირას [Audio]

ხმა სოფლიდან: ფარავანი – სოფელი ტბის პირას [Audio]

02.10.2017 -
სოფელი ფარავანი 1840-1845 წლებში დასახლდა. აქ ძირითადად რუსეთიდან გადმოსახლებული დუხობორები ცხოვრობდნენ. შედარებით გვიან სოფელში სომეხი ეროვნების ოჯახებიც შეემატნენ. სოფელი საქართველოში არსებულ ყველაზე დიდი ტბის პირას, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს.
ხმა სოფლიდან: პატარა ხორენია [Audio]

ხმა სოფლიდან: პატარა ხორენია [Audio]

25.09.2017 -
ნინოწმინდის სოფელ პატარა ხორენიაში მოსახლეობა 1828-1830 წლებში დასახლდა. ამჟამად, აქ 20 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ჩივიან. მათი ძირითადი პრობლემები – ღამის განათება, სპორტული დარბაზი, საბავშვო ბაღი და სასმელი წყლის გაყვანილობაა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს.
ხმა სოფლიდან: პატარა წირა ცხრა კომლით [Audio]

ხმა სოფლიდან: პატარა წირა ცხრა კომლით [Audio]

22.09.2017 -
რუბრიკაში "ხმა სოფლიდან" ამჯერად პატარა წირაზე მოგიყვებით, აქ მოსახლეობა საცხოვრებლად სოფელ წირიდან დაახლოებით 50 წლის წინ ჩამოვიდა, დასახლებაში ცხრა ოჯახი ცხოვრობს.
ხმა სოფლიდან: განძა, ყველაზე დიდი დასახლება ნინოწმინდაში [Audio]

ხმა სოფლიდან: განძა, ყველაზე დიდი დასახლება ნინოწმინდაში [Audio]

19.09.2017 -
ნინოწმინდის სოფელი განძა 1830 წელს დასახლდა. აქ თურეთიდან, კერძოდ – ერზრუმიდან გადმოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. განძა, მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი სოფელია, როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ასევე ფართობის მიხედვით.
ხმა სოფლიდან: მარტოხელა მოხუცი [Audio]

ხმა სოფლიდან: მარტოხელა მოხუცი [Audio]

18.09.2017 -
ლუკერია პაპოვა დუხობორია. იგი ქალაქ ნინოწმინდაში მარტო ცხოვრობს, ნათესავების გარეშე. ამბობს, რომ გულის პრობლემები აწუხებს. პენსია კი, მხოლოდ წამლებზე და ელეტროენერგიის გადასახადზე ყოფნის.
ხმა სოფლიდან: ტატანისი – დაცლილი სოფელი [Audio]

ხმა სოფლიდან: ტატანისი – დაცლილი სოფელი [Audio]

05.09.2017 -
ტატანისი ახალციხის თემის სოფელია. იგი ყოველწლიურად მცხოვრებლებისგან იცლება. დაკეტილი სახლები და კარზე დადებული ბოქლომები აქ უკვე აღარავის უკვირს. ამის მიზეზად ადგილობრივები უმუშევრობასა და უგზოობას ასახელებენ. ამბობენ, რომ ახალგაზრდებს სოფელში დარჩენა არ უნდათ.
ხმა სოფლიდან: მხატვრის რთული და შემოქმედებითი გზა [Audio]

ხმა სოფლიდან: მხატვრის რთული და შემოქმედებითი გზა [Audio]

04.09.2017 -
ნინოწმინდელი მხატვრის ამაიაკ გრიგორიანის ცხოვრება შემოქმედებითი და ამავე დროს ძალიან რთულია. იგი 600 ნახატისა და ხუთი წიგნის ავტორია. გარდა ამისა, მუშაობს კიდევ ექვს ახალ წიგნზე, რომელიც გამოსაცემად უკვე გამზადებული აქვს.
"ხმა სოფლიდან": თოკი – ქვებში შემონახული ისტორია [Audio]

"ხმა სოფლიდან": თოკი – ქვებში შემონახული ისტორია [Audio]

01.09.2017 -
ახალქალაქის პლატოზე გაშლილი უძველესი და ულამაზესი სოფელი, დანგრევის პირას მყოფი მიწური სახლები და ადგილობრივების ერთი დღე – დასახლება, სადაც მხოლოდ 12–მდე ოჯახი ცხოვრობს. ნახეთ თიკო ზაზაძის რეპორტაჟი სოფელ თოკიდან.
ხმა სოფლიდან: გონდურა [Audio]

ხმა სოფლიდან: გონდურა [Audio]

29.08.2017 -
სოფელი გონდურა ქალაქ ნინოწმინდიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. აქ დაახლოებით 250 ოჯახი ცხოვრობს. აქაურები მოუწესრიგებელი გზისა და სარწყავი სისტემის გამო ჩივიან.