FM97.5 / LIVE

ბატის ჩაშუშული – უძველესი მესხური საახალწლო კერძი [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV, ხმა სოფლიდან–რადიო 26.12.2017
ერთ–ერთი კერძი, რომელიც მესხეთის სოფლებში, ახალ წელს აუცილებლად მზადდებოდა, ბატის ჩაშუშულია – ბატის გამხმარი ხორცისგან მომზადებული ხინკალი. ძველი ტრადიცია, სპეციალურად "სამხრეთის კარიბჭესთვის", სოფელ ხიზაბავრაში, მექოშვილებმა გააცოცხლეს.



ბატის ჩაშუშული ბატის გამხმარი ხორცისგან მზადდება. როგორც დიასახლისი გვიხსნის, ბატს, ნოემბერში, პირველივე ყინვის შემდეგ კლავდნენ. გასულ წლებში, თითო ოჯახი, 10–15 ბატს კლავდა, ბუმბულს აცლიდა და ბალიშების შესაკერად იყენებდა, გასუფთავებულ ფრინველს კი ჯერ ერთი კვირის განმავლობაში მარილიან წყალში ალბობდა, შემდეგ თბილ წყალში რეცხავდა და გარეთ, გასახმობად კიდებდა. ახლა ბატს ერთეულები კლავენ და ისიც, მხოლოდ რამდენიმეს.

როგორც კი გამოშიგნული და გასუფთავებული ბატი კარგად გახმება, მისი ხორცი უკვე მზადაა სხვადასხვა საჭმელში გამოსაყენებლად. ერთ–ერთი, ყველაზე გავრცელებული კერძი, ბატის ჩაშუშული ხინკალია, რომელსაც ახალ წელს, ახლაც ამზადებენ.

ბატის ჩაშუშული – უძველესი მესხური საახალწლო კერძი [Video]

ბატის ჩაშუშულის მოსამზადებლად საჭიროა:

► ბატის გამხმარი ხორცი;
► ფქვილი;
► მარილი;
► წყალი;
► წმინდა ერბო;
► ბატის ძვლები;
► ხახვი.

ცომი იზილება ცივი წყლით, უნდა დაემატოს ცოტაოდენი მარილი. მოზელის შემდეგ, ცომს გუნდებად ამზადებენ და დაახლოებით ნახევარ საათს ტოვებენ იმისათვის, რომ დაისვენოს და დარბილდეს.

ვიდრე ცომი დაისვენებს, ხინკლის შიგთავსი მზადდება, – გამხმარ ხორცს ჭრიან კუბიკებად. შემდეგ ცომს იქამდე შლიან, ვიდრე თხელი ფენა არ გახდება, კუბიკებად ჭრიან და მასში ხორცს ალაგებენ. კუბიკებად დაჭრილ ცომს პირები ისე უნდა შეუკრათ, რომ სივრცე დარჩეს მასში წყლის შესასვლელად,

გამზადებული ხინკალი ცხელ წყალში იხარშება. მოხარშვის დროს გემოვნებისთვის ამატებენ ერბოს (შინაური დამდნარი კარაქი), მარილს და პილპილს. ზოგი ჭურჭელში ხორცისგან გასუფთავებულ ძვლებსაც აწყობს.

უკვე მოხარშულ ხინკალს ზემოდან ასხამენ ერბოში მოშუშულ ხახვს და ისე მიირთმევენ.

ბატის ჩაშუშული – უძველესი მესხური საახალწლო კერძი [Video]


[თინათინ ზაზაძე, გიორგი ლონდარიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Skკულინარია: ბატის ხინკალი [Video]
Skკულინარია: ბატის ფლავი [Video]
Skკულინარია: აპოხტის ხინკალი [Video]
Skკულინარია: თათარბერაკი [ვიდეო]
Skკულინარია: მაკარლამა [Video]
Skკულინარია: ქადა  [Video]
Skკულინარია: თუთმაჯი [Video]