29.10.2020 - კონკურსი “აგროგრაფი” წარმოაგენს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთ საინტერესო კონპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის პროფესიების პოპულარიზაციას.

28.10.2020 - პროექტ „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში ხმის მიცემის ეტაპზე 37 იდეა გადავიდა. მოქალაქეებს, წარდგენილ წინადადებაზე ხმის მიცემა 2020 წლის 31 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
28.10.2020 - 'რეგიონული განვითარების ასოციაცია'(RDA), აცხადებს საგრანტო კონკურსს, სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მცირე ბიზნესის დაწყების ან გაფართოების ხელშესაწყობად. კონკურსის სამიზნე არეალია სამცხე–ჯავახეთისა და წალკის მუნიციპალიტეტის 60 სოფელი.
28.10.2020 - საინტერესოა, შენ რა წარმოგიდგენია, როცა ბინის დაზღვევაზე ფიქრობ? ალბათ, გონებაში პირველად ყველაზე ხშირად მომხდარი და მრავალჯერ გამეორებული წყლის ჩამოსვლა გაგახსენდება. სავარაუდოდ, ისიც კარგად იცი, ბინის დაზღვევა ხანძარს, ყაჩაღობას, გათბობის სისტემების, ელექტრო თუ სხვა შიდა გაყვანილობების მწყობრიდან გამოსვლას და სტიქიურ მოვლენებსაც რომ ფარავს.
27.10.2020 - ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით გადარიცხონ.
23.10.2020 - „ფორ ლაბი“ უკვე მეოთხე წელია საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს მაღალი ხარისხის სახარჯი მასალებით ამარაგებს. ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამედიცინო სფეროში აღნიშნულ მასალებზე მოთხოვნა გაიზარდა. „ფორ ლაბმა“ თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა და ბაზარზე მასალების მიწოდება გააორმაგა.
20.10.2020 - ლიტერატურული კონკურსი "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 91 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა.
19.10.2020 - 17 ოქტომბერს 58 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1962 წლის 17 ოქტომბერს 21 წლის ქართველმა მოჭადრაკემ, მოსკოვში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა და სათავე დაუდო ქალთა ჭადრაკში ქართველების ჩემპიონობის 29 წლიან ეპოქას.

19.10.2020 - ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე 'მასტერ ლიგას' ფინალური შეხვედრა ფეხბურთში, 'ენთელის' და 'ჭულეს' გუნდებს შორის გაიმართა. შეხვედრა, 'ენთელის' გუნდის სასარგებლოდ, 3:0 ანგარიშით დასრულდა. შესაბამისად, გამოვლინდა მუნიციპალური ტურნირის ჩემპიონი.
17.10.2020 - სარაგბო კლუბმა "ტაომ" პირველი ლიგის მესამე შეხვედრაში "არწივებს" 8 ქულიანი უპირატესობით მოუგო და ჯგუფში 11 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა
17.10.2020 - დღეს, 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხელი ვეტერანები, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ, გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

15.10.2020 - ბავშვის ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოება კომპანიამ “ნიკოლი” 2017 წლიდან დაიწყო. „ნიკოლი“ ერთიდან ათ წლამდე ბავშვებისთვის წელიწადში რამდენიმე კოლექციას ქმნის, რომლის ნახვა და შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი და ბრენდის მაღაზიებშიც.
12.10.2020 - დღეს, 12 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
12.10.2020 - შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიული პირებს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომა მისცეს.
11.10.2020 - თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან - ნაკრები 2ლარი, ნაკრები 5ლარი და ნაკრები 10ლარიდან ერთ-ერთი. თითოეული ნაკრები პირველადი, ხშირად მოხმარებადი და განმეორებადი ტიპის საჭიროებებს აერთიანებს და მას მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს.
10.10.2020 - "ტაო" პირველი ლიგის თამაშებს წარმატებით აგრძელებს. დღეს, თბილისის გუნდ "დევებს" დაუპირისპირდა და კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.
09.10.2020 - გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში ფერმერმა ჯემალ ფალავანდიშვილმა რძის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. თიბისის მხარდაჭერით მშენებლობა პანდემიის პერიოდში დაიწყო, ფერმერი საწარმოს გახსნას ნოემბერში გეგმავს.

07.10.2020 - საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა და წლის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა

07.10.2020 - მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, დღეიდან, Tbcganvadeba.ge-ზე განვადების სერვისით სარგებლობა უკვე სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროშია შესაძლებელი. ამისათვის, მომხმარებელმა ვებ-გვერდზე განთავსებული პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალიდან, მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე ნივთი უნდა შეარჩიოს და მარტივი განაცხადი შეავსოს. პროგრამა ავტომატურად განიხილავს განაცხადს, რის შემდეგაც მომხმარებელი განვადების დამტკიცების შესახებ პასუხს რამდენიმე წამში მიიღებს და მას ფილიალში ან მაღაზიაში მისვლა და განაცხადის შესავსებად ოპერატორთან გასაუბრება აღარ დასჭირდება.

04.10.2020 - სარაგბო კლუბმა "ტაომ" პირველი ლიგა წარმატებით დაიწყო. მორაგბეებმა წყალტუბოს გუნდ „დინოზავრს“ სძლიეს .