16.07.2020 - ამ ეტაპზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ხევაშენი-ნაქურდევისა და არალი–წარბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

16.07.2020 - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში, ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერი მოეწყობა.
16.07.2020 - თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაცია „მეოთხე“, ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის სამოქალაქო განათლების მიმართულებით, ტრენინგებს ჩაატარებს. ტრენინგ კურსი განხორციელდება ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

16.07.2020 - ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის ახალი აქცია დაიწყო. მომხმარებლები ვინც 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე აიღებენ საკრედიტო ლიმიტს და გამოიყენებენ თანხის მინიმუმ ნახევარს, ავტომატურად ერთვებიან აქციაში.

15.07.2020 - ახალგაზრდობის სააგენტო, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

15.07.2020 - ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რობაქიძისა და ნინოშვილის ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილების, ბეტონის კიბისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. საჭირო თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

14.07.2020 - რუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება. 14 ივლისს, 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 20 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი.
14.07.2020 - აქ.ახლა, აგრობიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ღვინის წარმოებაში ჩართულ პირებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ინიციატივის მიზანი მეღვინეების საქმიანობის გამარტივება და მათთვის შესაძლებლობის მიცემაა, მომზადებულები შეხვდნენ 2020 წლის რთველს.

14.07.2020 - საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ფილიალის თანამშრომლები ინგლისური ენის კურსებს გაივლიან. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც მგზავრებთან პირისპირ კომუნიკაცია აქვთ. გადამზადების კურსები სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში უკვე დაიწყო. რკინიგზის თანამშრომლები გაკვეთილებს კვირაში ორჯერ დაესწრებიან. გადამზადების კურსი ორი თვე გაგრძელდება.

09.07.2020 - თიბისი ბანკის ჯგუფი (PLC) FTSE4Good ინდექსის სერიებში გაწევრიანდა. FTSE4Good-ი მდგრადი ინვესტირების გლობალური ინდექსია, რომელიც იმ კომპანიების ინდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით ძლიერ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პრაქტიკას ავლენენ.

09.07.2020 - თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია - „რედკო“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. სტატუსის მომხმარებლებისათვის, „რედკოს“ პროექტში - „ახალი გუდაური“, მინიმუმ 33 კვ.მ ბინის შეძენის შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ღირებულება 2886 ლარია.

08.07.2020 - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, ზაქარია ენდელაძე, დაბა ადიგენში სავაჭრო ცენტრის (ბაზარის) მშენებლობის მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო.
08.07.2020 - პროექტის ფარგლებში, სოფელ არლისა და წარბასთუმნის 3 კილომეტრიანი დამაკავშირებელი გზა, ბეტონის საფარით, სანიაღვრე არხებითა და მილ-ხიდებით მოეწყობა.

08.07.2020 - „საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგის კაპიტალურ და მიმდინარე მოვლა-შენახვის სამუშაოებისთვის, ავსტრიული წარმოების თანამედროვე ტიპის სალიანდაგო მანქანებს იყენებს. აღნიშნული სამუშაოების წარმოება ხორციელდება ორი ერთეული „ვპრ-09/32“-ის და ერთი ერთეული „ვპრს-08/32“-ის ტიპის გამოსატენ-მასწორებელ-საზუსტებელი სალიანდაგო მანქანებით. რომელთა გამოყენებით, ყოველწლიურად, საშუალოდ 50-60 კმ. ლიანდაგის შეკეთების სამუშაოები სრულდება.

07.07.2020 - აქ, ახლა თიბისის სამომხმარებლო სესხის აღება კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს საშუალება აქვს არჩევანი თავად გააკეთოს და სესხი თიბისის შემდეგი არხების დახმარებით აიღოს.

06.07.2020 - 'სოლიდარობის ფონდი' 2014 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობასა და დიაგნოსტირების დაფინანსებაა. აღსანიშნავია, რომ ფონდში მობილიზებული თანხების სრული 100% ხმარდება სამედიცინო სერვისების დაფინანსებას.
06.07.2020 - აქ, ახლა. თიბისის მობაილბანკით სარგებლობა კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობაილბანკში სასურველი საბანკო ოპერაცია შეასრულონ მაშინაც კი, როცა მობილურ ტელეფონში ინტერნეტპაკეტი ან მეგაბაიტები ამოწურული აქვთ. ისინი ისარგებლებენ მობაილბანკის უფასო ინტერნეტით და არ დაეხარჯებათ საკუთარი თანხა ან ინტერნეტპაკეტი.
05.07.2020 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ახალციხის ოფისში იურისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. განაცხადების წარდგენა 5 ივლისამდე შეგიძლიათ.
05.07.2020 - კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს ა(ა)იპ ,,დასუფთავება-კეთილმოწყობის" სამსახური ახორციელებს.
04.07.2020 - სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში, ბესიკ ამირანაშვილმა, ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.