27.08.2020 - რესტორანი „ზაზანოვა“ სტუმრებს უკვე ორი თვეა ახალ მისამართზე იღებს. პოსტ-პანდემიის პერიოდში „ზაზანოვა“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში გადავიდა, თუმცა დროებით. თიბისის მხარდაჭერით სექტემბერში რესტორანს ახალი, მუდმივი მისამართი ექნება, სადაც „ზაზანოვა“ საქმიანობას უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით გააგრძელებს.
27.08.2020 - იმერთუბნისა და სოფელ უდის N1 საჯარო სკოლებში, სველი წერტილები ეწყობა. პროექტის განხორციელებისათვის უდის სკოლისთვის 82 772 ლარი, ხოლო იმერთუბნის სკოლისთვის 30 671 ლარი გაიხარჯება.
24.08.2020 - ჩხავერი გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის, გამორჩეულ ღვინოს აყენებენ. გურიის რეგიონის გარდა ჩხავერი მოჰყავთ აჭარაშიც და იმერეთშიც. ბოლო წლებში საქართველოში კვლავ დაიწყო გადაშენების პირამდე მისული ჩხავერის კულტურის აღდგენა.
23.08.2020 - ევროკავშირი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, წლებია, გარემოსდაცვით ინიციატივებს უჭერს მხარს, რისთვისაც არაერთ პროექტს ახორციელებს. ერთერთი ასეთი პროექტია - „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტი აღმოსავლეთ საქართველოში კახეთის ბიოსფერული რეზერვატების დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თუშეთისა და ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატების შექმნა.
23.08.2020 - საქართველოს რკინიგზა ითვალისწინებს მგზავრების თხოვნას და გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში უამინდობის გამო მგზავრები ვერ ახერხებენ სადგურში დროულად მისვლას, თბილისის მიმართულებით მოძრავი Stadler Kiss-ის (#807) მატარებელი 19:05-ის ნაცვლად დაიძრება 20:00 საათზე.
21.08.2020 - ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქცია გრძელდება. აქციის ფარგლებში უკვე ასამდე აქტიურმა მომხმარებლემა მიიღო ფულადი პრიზები. ჯერ კიდევ გაქვთ შანსი შემოგვიერთდეთ და მიიღოთ დამატებითი სარგებელი. აქციის პირობა შემდეგია: თუ 15 სექტემბრამდე აიღებთ საკრედიტო ლიმიტს და გამოიყენებთ თანხის მინიმუმ ნახევარს, ავტომატურად ჩაერთვებით აქციაში.
21.08.2020 - ყაზბეგი ტურისტულად ერთ–ერთი ყველაზე აქტიური და მიმზიდველი მხარეა. საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტები აქაურობას ზამთრის სეზონზეც სტუმრობენ და ზაფხულშიც ირჩევენ დასასვენებელ ადგილად. მოთხოვნა დასასვენებელ ინფრასტრუქტურაზე წლიდან წლამდე იზრდება.
19.08.2020 - სხვადასხვა ხილის ჩირის სახეობები, კომპოტები, ჯემები, სურნელოვანი ჩაი - ბიო ტექნოლოგიით დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმს ასპინძაში, 23 წლის ბიზნესმენის კომპანია „სიტკბო“ აწარმოებს. ლექსო სუარიძე ქართულ ბაზარზე საკუთარი პროდუქტის დამკვიდრებისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
18.08.2020 - ალბათ გსმენიათ 20 წლის წინ თბილისიდან სოფლად გადასახლებული ქალის შესახებ - დარეჯან კანთელაძემ წალკის რაიონის სოფელ სანტაში ფერმის მოვლა და ყველის წარმოება რომ წამოიწყო. მრავალი სირთულის მიუხედავად, აქ და ახლა საქართველოს სამხრეთში ალპურ ზონაში ევროპული სტანდარტების ქარხანა „სანტა“ ფუნქციონირებს და თიბისის მხარდაჭერით ის კიდევ უფრო ფართოვდება.
15.08.2020 - აქტიურად მიმდინარეობს დაბა ადიგენის სასმელი წყლის, წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყო სათავე ნაგებობა და 700 კუბიანი წყლის რეზერვუარი, მოხდა წყლის ქსელის სრული რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფილტრე ნაგებობის მოწყობა და გამრიცხველიანება.
15.08.2020 - Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ყველაზე ინოვაციურად, საქართველოში კი - საუკეთესოდ აღიარა.
15.08.2020 - ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია გრძელდება. აქციის ფარგლებში ფულადი საჩუქარი უკვე ასამდე მომხმარებელმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ საშუალება გაქვთ 15 სექტემბრის ჩათვლით ყველანაირი ზედმეტი რიგისა და ლოდინის გარეშე, მარტივად განახორციელოთ გზავნილი და ყოველთვე მიიღოთ 10, 20, 30, 40, 50 ლარიანი „ქეშბექი“.

13.08.2020 - თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა და აქ, ახლა ის უკვე თიბისი კონცეპტია.

11.08.2020 - აქ და ახლა თიბისი და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება.
11.08.2020 - ლაშა ხვედელიძე საოჯახო მარანს პაპის ტრადიციების დაცვით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უძღვება. „ჯუსოს მეღვინეობა“ არტიზანულ, ნატურალურ ქვევრის ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიული წესით და მომხმარებელს რამდენიმე სახის ღვინოს სთავაზობს, მათ შორის არის რქაწითელი, მწვანე, საფერავი და ცოლიკოური.
08.08.2020 - ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.
07.08.2020 - სასტუმრო „ესკიზის“ იდეა, რომელიც ლევან თორაძეს სამი წლის წინ გაუჩნდა, სისრულეში აქ თელავში და ახლა თიბისის მხარდაჭერით მოიყვანა.
06.08.2020 - რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3, დამამთავრებელი ეტაპი აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
05.08.2020 - ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების აწყურისა და ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც გზის 1900 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო.
05.08.2020 - 6 აგვისტოს, თბილისი-ქუთაისის რეისზე ჩვენი გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან.