17.04.2020 - დილიდან მანქანებით სავსე ქალაქი დაცარიელდა, ქუჩებში მხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გადაადგილდებიან.
12.04.2020 - ახალციხეში, აგრარული ბაზარი დაკეტილია, გარეთ არსებული დახლები კი ცარიელი. მუშაობას მხოლოდ რამდენიმე მაღაზია აგრძელებს.
08.04.2020 - ისინი კორონავირუსთან ბრძოლაში პირველები არიან. მათზე ბევრია დამოკიდებული. იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ხშირად ამას დიდი რისკის ფასად აკეთებენ.
05.04.2020 - კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მეექვსე დღეა 21:00–დან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათი მოქმედებს. ამ პერიოდში სრულად იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტით გადაადგილება.
02.04.2020 - ორ აპრილს, სამცხე-ჯავახეთის დასახლებებში თოვლი მოვიდა. ნახეთ ფოტოები ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან.
29.03.2020 - ასე გამოიყურება, დღეს, 29 მარტს ახალციხის ბაზარი. აკრძალვის მიუხედავად ბაზარი მყიდველით და გამყიდველით სავსეა, პროდუქტი ძირს, პირდაპირ ქუჩაში ყრია.
26.02.2020 - დიდმარხვის პირველი დღეს, ანუ „ნაცრისყრის ოთხშაბათი“ ახალციხეში მცხოვრებმა კათოლიკეებმა ლიტურგიით დაიწყეს. წირვა კაპუცინელთა ორდენის ბერმა, ალექ ვოიციახოვიჩმა აღავლინა. ტრადიციულად შესრულდა ნაცრის ყრის რიტუალიც.
18.02.2020 - კეთილშობილი ირემი უმთავრესად ბორჯომის და ლაგოდეხის ნაკრძალებში ჰყავთ. იგი იკვებება მცენარეულობით. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. დამფრთხალი ირმის ნახტომის სიგრძე 5-6 მ აღწევს. ფოტო ხაფანგმა კეთილშობილი ირემი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აღბეჭდა.
18.02.2020 - სოფელი გორგული ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს ზღვის დონიდან 1 200 მეტრზე მდებარეობს. 2014 წელს სოფელში 155 მოსახლე ცხოვრობდა. ახლა 53 ოჯახია შემორჩენილი.
16.02.2020 - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სოლიდარობის აქცია დღეს, 16 თებერვალს ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ხოლო ხვალ, 17 თებერვალს, პარლამენტის წინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მართავს საპროტესტო აქციას სახელწოდებით “სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს”.
13.02.2020 - ახალციხეში ორი დღეა გადაუღებლად თოვს, ნახეთ დათოვლილი ახალციხის ქუჩები „სამხრეთის კარიბჭეს“ ობიექტივში.
12.02.2020 - 90-იან წლებამდე სამცხე-ჯავახეთი ჩაკეტილი ზონა იყო. საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრებლები აქ სპეციალური საშვის გარეშე ვერ შემოდიოდნენ, ადგილობრივებს კი პასპორტის კონტროლის გავლა უწევდათ. სასაზღვარო პუნქტი აწყურში, დასახლების შემოსასვლელში იყო განთავსებული.
08.02.2020 - როგორ გამოიყურება თოვლიანი ბორჯომი, ნახეთ "სამხრეთის კარიბჭეს" ფოტოები.
03.02.2020 - ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ თეთრობის აღკვეთილში, ფოტოხაფანგმა „წითელ ნუსხაში“ გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ევრაზიული ფოცხვერი დააფიქსირა.
28.01.2020 - „სამხრეთის კარიბჭე“ გთავაზობთ ახალციხის ძველ და ახალ ფოტოებს. ზოგიერთი მათგანი მეოცე საუკუნის დასაწყისშია გადაღებული.
24.01.2020 - 18 ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აბასთუმანში ჯერ არ დასრულებულა. დაბაში მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“ გადამღებ ჯგუფს რეაბილიტირებულ შენობებში მცხოვრები მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დახვდა. შენობების ნახევარში მეპატრონეები ცხოვრობენ, ნაწილში კი მუშები სამუშაოებს კვლავ ასრულებენ.
24.01.2020 - ნახეთ როგორ გამოიყურება დათოვლილი ბორჯომის ქუჩები. ქალაქში თოვლი წელს პირველად მოვიდა.
05.01.2020 - თოვლი, მზე, კრიალა ჰაერი, თხილამურები და კიდევ ათასნაირი სასრიალოები. სამთო–სათხილამურო კურორტი სხვადასხვა პრობლემების მიუხედავად დამსვენებლის მოლოდინშია.
31.12.2019 - დღეს, 31 დეკემბერს ახალციხის ცენტრალურ პარკში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. თოვლის ბაბუებმა და სანტა კლაუსებმა კი ახალციხელ ბავშვებს ტკბილეული დაურიგეს.
28.12.2019 - ნინოწმინდის სოფელი გორელოვკა, დეკემბერში, თეთრი, ქუნქულა და ქათქათაა. აქაურობის სითეთრეს დუხობორების ცისფერი სამლოცველო სახლი და ფანჯრების დარაბები აფერადებს. ფოტოები ძველია.