FM97.5 / LIVE
მთავარი » მეურნე–რადიო
მეურნე: როგორ მოვუაროთ ცხვარს [Video]

მეურნე: როგორ მოვუაროთ ცხვარს [Video]

30.04.2019 -
როდის უნდა გავპარსოთ ცხვარი, რა სახის საკვები სჭირდება მას და როგორ ავაცილოთ ცხოველს მავნე დაავადებები - გადაცემა „მეურნეში“ ფერმერი გიორგი გელაშვილი მეცხვარეობის შესახებ საუბრობს. იგი 17 წელია ცხვარს უვლის და ახლა ფერმაში 600 სული ცხვარი ჰყავს.
მეურნე: ნოდულარული დერმატიტი [Video]

მეურნე: ნოდულარული დერმატიტი [Video]

21.03.2019 -
გაზაფხულზე კოღოების, ბუზებისა და დაავადების გადამტანი სხვა მწერების გააქტიურება ნოდულარული დერმატიტის გავრცელების საფრთხეს ქმნის. როგორია დაავადების კლინიკური ნიშნები და გადამდებია თუ არა ის ადამიანებზე. მოისმინეთ რჩევები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარის, მერაბ ნასყიდაშვილისგან.
მეურნე: ჰოლშტეინი – საქონლის მაღალპროდუქტიული ჯიში [Video]

მეურნე: ჰოლშტეინი – საქონლის მაღალპროდუქტიული ჯიში [Video]

25.02.2019 -
ფერმერ ვაჟა ძირკვაძის ფერმაში მხოლოდ ჰოლშტეინის ჯიშის, მაღალპროდუქტიული საქონელია. ზამთრის სეზონზე ხუთ ძროხას წველის და ყოველდღიურად ოთხომოც ლიტრამდე რძეს იღებს. ცხოველები გაძლიერებულ კვებაზე ჰყავს, თუმცა ამბობს, რომ სარგებელთან შედარებით დანაკარგი მინიმალურია.
მეურნე:  გამოვიყენოთ თუ არა მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკები [Video]

მეურნე: გამოვიყენოთ თუ არა მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკები [Video]

01.02.2019 -
რა ხდება მაშინ, როცა მეფუტკრეები დაავადების პროფილაქტიკისთვის ანტიბიოტიკებს იყენებენ, არსებობს თუ არა გამოსავალი ანტიბიოტიკებისგან თავის ასარიდებლად და როგორია ევროპული ქვეყნების გამოცდილება – გადაცემა „მეურნეში“ სასარგებლო რჩევებს ავგრო–კონსულტანტი და მეფუტკრე ზურაბ სადათიერაშვილი მოგვცემს.
მეურნე: პირუტყვის ბაგური კვება [Video]

მეურნე: პირუტყვის ბაგური კვება [Video]

13.12.2018 -
ცხოველების სწორად გამოკვება, დაავადებების თავიდან ასაცილებლად და მაღალპროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რა სახის საკვები უნდა მივაწოდოთ საქონელს შემოდგომა–ზამთრის პერიოდში და როგორ შევუდგინოთ დღიური ულუფა – მოისმინეთ პირუტყვის კვების ტექნოლოგის მარიამ ხაჭაპურაძის რჩევები.
მეურნე: სტაფილოს შენახვის პირობები [Video]

მეურნე: სტაფილოს შენახვის პირობები [Video]

14.11.2018 -
ახალციხის მუნიციპალიტეტში სტაფილოს შესანახი საწყობები არ არსებობს, თუმცა თუ მოსავალს გარკვეული პირობების გათვალისწინებით შევინახავთ, ზამთარში არ დაზიანდება. რა უნდა ვიცოდეთ ბოსტნეულის შენახვისას, სახლისა და საწყობის პირობებში – მოისმინეთ სოფლის მეურნეობის სპეციალისტის, პავლე გიქოშვილის რჩევები.
მეურნე: როგორ განვასხვაოთ ფაროსანა მსგავსი მავნებლებისგან [Video]

მეურნე: როგორ განვასხვაოთ ფაროსანა მსგავსი მავნებლებისგან [Video]

26.10.2018 -
სპეციალისტების განმარტებით, სამცხე–ჯავახეთში აზიური ფაროსანას ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა მოსახლეობა ხშირად შეცდომაში შედის და იგი ამავე სახეობის სხვა მავნებელში ეშლება. როგორ უნდა დავიცვათ სასოფლო–სამეურნეო სავარგულები ფაროსანასგან და რითი განსხვავდება იგი სხვა მწერებისგან, რჩევებს სპეციალისტი აგრონომიულ საკითხებში, ლია თედორაძე მოგვცემს.
მეურნე: ხარისხიანი რძის წარმოება [Video]

მეურნე: ხარისხიანი რძის წარმოება [Video]

10.10.2018 -
რა ფაქტორები მოქმედებს რძის ხარისხობრივ მაჩვენებელზე, როგორ უნდა დაიცვას ფერმერმა ჰიგიენური ნორმები ძროხის წველისას და რა პირობებში უნდა შევინახოთ რძე – საინტერესო რჩევებს, გადაცემა „მეურნეში“ რძისა და რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგ–კონსულტანტი, ჯამბულ ხმალაძე მოგცემთ.
მეურნე: ვენახი ‘ახალციხის ციხეზე’ [Video]

მეურნე: ვენახი ‘ახალციხის ციხეზე’ [Video]

26.09.2018 -
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, 2013 წელს გამწვანების სპეციალისტმა რეზო გიქოშვილმა საკუთარი ინიციატივით 11 ჯიშის ვაზი დარგო. მათი ნაწილი ევროპული, ნაწილი კი მესხური სახეობაა. როგორ უვლიან ვაზს ისტორიულ კომპლექსში, ნახეთ გადაცემაში „მეურნე“.
კამეჩების ფერმა [video]

კამეჩების ფერმა [video]

12.09.2018 -
კამეჩების ერთადერთი ფერმა, რომელიც სამცხე–ჯავახეთშია, "ლაბა პროდუქტის" ხელმძღვანელს, მამუკა ნასიძეს ეკუთვნის. ეს საქმე მან ერთი წლის წინ დაიწყო და ახლა უკვე 45 მეწველი კამეჩი ჰყავს. ამბობს, რომ ცხოველი სპეციფიკურია და მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა.
მეურნე:  ვაზის მესხური ჯიშები  [Video]

მეურნე: ვაზის მესხური ჯიშები [Video]

27.06.2018 -
ფერმერი ემზარ გაჩეჩილაძე ვაზის მესხურ ჯიშებს აგროვებს. საკუთარ ეზოში იგი უკვე ოცდახუთამედე უძველეს სახეობას უვლის. რა თვისებებით გამოირჩევა ვაზის ადგილობრივი ჯიშები და როგორია მისი მოვლის თავისებურება, ნახეთ გადაცემაში „მეურნე“.
მეურნე:  როგორ დავკრიფოთ მარწყვი [Video]

მეურნე: როგორ დავკრიფოთ მარწყვი [Video]

07.06.2018 -
მარწყვი დამწიფებას მაისიდან იწყებს. ნაყოფის კრეფის პროცესში აუცილებელია რიგი თავისებურებების გათვალისწინება. როდის და როგორ დავკრიფოთ მარწყვი – გადაცემა "მეურნეში" რჩევებს ფერმერ ირმა მაღრაძისგან მიიღებთ.
მეურნე:  სანერგე მეურნეობა და მყნობის თავისებურებები [Video]

მეურნე: სანერგე მეურნეობა და მყნობის თავისებურებები [Video]

28.05.2018 -
ფერმერ ემზარ გაჩეჩილაძეს, სოფელ ზიკილიაში, ვაშლის ნამყენი ნერგები გამოჰყავს. მის მეურნეობაში, ვაშლის 25 სახეობის ნერგი სპეციალურად შერჩეულ საძირეზე, კალმითა და კვირტით არის დამყნობილი. თითოეული მათგანის თავისებურებების შესახებ მოისმინეთ – გადაცემაში "მეურნე".
მეურნე: ფუტკრის დედების ხელოვნური გამოყვანა [Video]

მეურნე: ფუტკრის დედების ხელოვნური გამოყვანა [Video]

03.05.2018 -
ფუტკრის ოჯახის სიძლიერეს დედა ფუტკარი განსაზღვრავს, ამიტომ გაზაფხულზე მეფუტკრეები ცდილობენ სკაში სუსტი, ხნიერი, ან დაავადებული დედები ძლიერით ჩაანაცვლონ. გადაცემა „მეურნეში“ მოისმინეთ რჩევები მეფუტკრე ზაზა ივანიძისგან.
მეურნე:  როგორ მოვიყვანოთ მაყვალი [Video]

მეურნე: როგორ მოვიყვანოთ მაყვალი [Video]

18.04.2018 -
პაატა კაველიძე მაყვალს უკვე თხუთმეტი წელია უვლის. ამბობს, რომ ამერიკული ჯიშის ნერგები სამცხე–ჯავახეთში კარგად ხარობს და მაყვლის მოვლაც შრომატევადი საქმე არ არის. კენკროვანი მცენარის მოყვანის თავისებურებების შესახებ, ნახეთ რჩევები გადაცემაში "მეურნე".
მეურნე: საგაზაფხულო სამუშაოები ხეხილის ბაღში [Video]

მეურნე: საგაზაფხულო სამუშაოები ხეხილის ბაღში [Video]

22.03.2018 -
ფერმერ მკრტიჩ მოვსესიანს, სოფელ სხვილისში, შვიდ მეასედზე 12 განსხვავებული სახეობის ვაშლის ნარგავები აქვს გაშენებული. ფერმერი შემოდგომით სამ ტონა ვაშლს მიიღებს. როგორ მოვუაროთ ბაღს გაზაფხულზე, მოისმინეთ მკრტიჩ მოვსესიანის რჩევები.
მეურნე: ემკარი – პროფილაქტიკა და მკურნალობა  [Video]

მეურნე: ემკარი – პროფილაქტიკა და მკურნალობა [Video]

16.03.2018 -
ცხოველთა დაავადება ემკარი ყველაზე ხშირად გაზაფხულზე ვრცელდება. დაავადებით ახალციხის სოფლებში რამდენიმე სული მოზარდი უკვე დაეცა. გადაცემაში „მეურნე“, ვეტერინარი მერაბ ნასყიდაშვილი გთავაზობთ რჩევებს ემკარის პროფილაქტიკისა და ვაქცინაციის შესახებ.
მეურნე: როგორ გამოვაზამთროთ ფუტკარი  [Video]

მეურნე: როგორ გამოვაზამთროთ ფუტკარი [Video]

18.01.2018 -
ზამთარი ფუტკრისთვის პასიური პერიოდია. კლიმატური პირობების შესაბამისად, მას განსხვავებული მოვლა სჭირდება. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ფუტკრის ოჯახებმა კარგად გამოიზამთრონ, რა შემთხვევაში უნდა მივცეთ მათ დამატებითი საკვები და რამდენად რეკომენდებულია ზამთარში სკების შეფუთვა, გადაცემაში „მეურნე“ მოისმინეთ რჩევები მეფუტკრე გიორგი მერაბიშვილისგან.
მეურნე: როგორ შევინახოთ კარტოფილი  [Video]

მეურნე: როგორ შევინახოთ კარტოფილი [Video]

06.12.2017 -
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემოდგომა – ზამთრის პერიოდში კარტოფილი ხარისხიანად შევინახოთ. რა შემთხვევაში იწყებს მოსავალი დალპობას და როგორ ავიცილოთ თავიდან კარტოფილის სხვადასხვა დაავადება – გადაცემაში „მეურნე“, მოისმინეთ აგრო რჩევები, სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის დირექტორის, გურამ ჯინჭველაძისგან.
მეურნე: ბროკოლის საგვიანო მოსავალი  [Video]

მეურნე: ბროკოლის საგვიანო მოსავალი [Video]

10.11.2017 -
ნოემბერში, ფერმერები ბროკოლის საგვიანო მოსავალს იღებენ. მისი თავები გვერდით ყლორტებზე ვითარდება და პირველ მოსავალისგან არც სარგებლიანობითა და არც გემოვნური თვისებებით განსხვავდება. როგორ მოვუაროთ ბროკოლს, როდის ავიღოთ საგვიანო მოსავალი და რა პირობებში შევინახოთ – მოისმინეთ რჩევები გადაცემაში "მეურნე".