20.10.2020 - ახალციხის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა უკვე შესაძლებელია. რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს.
29.09.2020 - როგორ გარემოში უწევთ სწავლა პანდემიის პირობებში მოსწავლეებს, რა ახდენს მათზე ნეგატიურ გავლენას და რა როლი აქვს ამ დროს მშობლებსა და მასწავლებლებს. "საფეხურის" სტუმარია ფსიქოლოგი ნინა ლაბარტყავა.
23.09.2020 - ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბაღებში ახალ სასწავლო წელს 835 აღსაზრდელი შევა. რა აკრძალვები მოქმედებს კორონავირუსის პანდემიის გამო და როგორ ემზადებიან საგანმანათლებლო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესასრულებად.
15.09.2020 - 15 სექტემბერს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ბორჯომის სკოლებში, იქ სადაც ბევრი მოსწავლეა, ე.წ ჰიბრიდულ მოდელს გამოიყენებენ. როგორ შეასრულეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და როდის გაიხსნება სასადილო ითახები სკოლებში – გადაცემის სტუმარია ბორჯომის საგანნამათებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი იზოლდა ლომიძე.
08.09.2020 - სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლის დასაწყებად ნებართვას ელოდება, რამდენი სტუდენტი მიიღო წელს სასწავლებელმა და რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევს კორონავირუსის პრევენციის მიზნით.
01.09.2020 - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და რომელი სპეციალობაა ყველაზე მოთხოვნადი – გადაცემის სტუმარია გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.
25.08.2020 - რამდენი თვით ადრე უნდა დავიწყოთ ბავშვის მომზადება სკოლისთვის. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი და მასწავლებელი იმისთვის, რომ პირველკლასელისთვის ახალ გარემოში მოხვედრა სტრესული არ აღმოჩნდეს.
18.08.2020 - ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 28 მოსწავლე სწავლობს, რა რეკომენდაციების შესრულება მოუწევს სკოლის ადმინისტრაციას კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ამის შესახებ გადაცემაში საინფორმაციო მენეჯერი, ქეთევან ბალახაშვილი საუბრობს.
28.07.2020 - როგორ იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ ბავშვებზე და რა უნდა გააკეთოს მშობლებმა სტრესული გარემოს თავიდან ასაცილებლად.
21.07.2020 - 2020 წლის სასწავლო წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღში 2 000 აღსაზრდელი ისწავლის, რა რეკომენდაციების შესრულება მოუწევს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაეთიანებას და როდის დაიწყება კორონავირუსის პრევენციის მიზნით თანამშრომლების გადამზადება.
14.07.2020 - პამაჯის სომხურ საჯარო სკოლაში 25 პედაგოგიდან სერთიფიცირებული მხოლოდ ექვსია, რატომ უჭირთ სტატუსის მოპოვება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და რაში ხედავენ გამოსავალს.
07.07.2020 - მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა, რა შემთხვევაში მოუწევს სკოლის დატოვება პედაგოგს და რას სთავაზობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს.
30.06.2020 - ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ერთი კვირა რჩება, როგორ ემზადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ აბიტურიენტებს.
16.06.2020 - პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინიციატივით ახალქალაქში 20–მდე სოფელში ბიბლიოთეკა გაიხსნა, თვეში ერთხელ საკვირაო სკოლებში ლექციები ტარდება. უახლოეს მომავალში კი ჯავახეთში საუკეთესო მასწავლებლებს ფონდ „გურული დღიურების“ სტიპენდია გადაეცემა.
09.06.2020 - ბორჯომის ბაღებში დისტანციური სწავლება მიმდინარეობს. როდის სრულდება სასწავლო წელი და რა დოკუმენტებია საჭირო აღსაზრდელის ბაღში დასარეგისტრირებლად.
02.06.2020 - განათლების მკვლევარი რეზო აფხაზავა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამ განათლების სისტემაში არსებული პრობლემები უფრო მეტად გამოკვეთა.
26.05.2020 - როგორ მიმდინარეობს დისტანიური სწავლება საჯარო სკოლებში და რა გამოწვევებს უმკლავდებიან პედაგოგები და მოსწავლეები.
10.03.2020 - კორონავირუსთან დაკავშირებით, 16 მარტიდან სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი სასწავლებლად „მუდლის“ (moodle) პროგრამას გამოიყენებს. როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი და რამდენ სტუდენტს მიიღებს ახალ სასწავლო წელს უმაღლესი სასწავლებელი.
03.03.2020 - 15 წელია წაღვერის საჯარო სკოლაში ასწავლის. ამბობს, რომ მუსიკა მისთვის ყველაფერია. ოცნებობს საკუთარ საკლასო ოთახსა და გუნდის შექმნაზე. გადაცემის სტუმარია წლის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსის მქონე ნინო ქარდავა.
25.02.2020 - რას გეგმავს 2020 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება, როგორია ახალციხის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი და რატომ ვერ ხერხდება წიგნების გაციფრულება.