FM97.5 / LIVE
მთავარი » ხმა სოფლიდან–რადიო
ხმა სოფლიდან: სოფელი ანდა – სადაც ერთ ოჯახად ცხოვრობენ [Audio]

ხმა სოფლიდან: სოფელი ანდა – სადაც ერთ ოჯახად ცხოვრობენ [Audio]

28.08.2017 -
უძველეს სოფელში ახლა 18 ოჯახი ცხოვრობს. ანდაში დღემდეა შემორჩენილი მუსლიმი მესხების ტალახით ნაშენი სახლები, სადაც ადგილობრივები ცხოვრობენ.
ხმა სოფლიდან: სოფელი ხეოთი  [Audio]

ხმა სოფლიდან: სოფელი ხეოთი [Audio]

25.08.2017 -
ახალციხეში, სოფელ ხეოთში ჩივიან, რომ ყურადღებას არავინ აქცევთ, სოფელში პირობები არ არის და ამის გამო ადგილობრივები სოფელს ტოვებენ. მაგალითად, წელს სკოლაში მხოლოდ ორ მოსწავლეს მიიღებენ.
ხმა სოფლიდან: საკურორტო სეზონი აბასთუმანში [Audio]

ხმა სოფლიდან: საკურორტო სეზონი აბასთუმანში [Audio]

22.08.2017 -
საკურორტო სეზონი აბასთუმანში რამდენიმე კვირაში დასრულდება. კურორტი სეზონს წელსაც მოშლილი ინფრასტრუქტურითა და დანგრეული ისტორიული შენობებით შეხვდა.
ხმა სოფლიდან: უჩმანა [Audio]

ხმა სოფლიდან: უჩმანა [Audio]

21.08.2017 -
მოისმენთ სოფელ უჩმანას ისტორია მასალაში, რომელიც "სამხრეთის კარიბჭესთვის" რადიო "ნორმა" მოამზადა.
ხმა სოფლიდან: პატარა არაგიალი [Audio]

ხმა სოფლიდან: პატარა არაგიალი [Audio]

17.08.2017 -
სოფელ პატარა არაგიალში დასავლეთ სომხეთიდან და ერზრუმიდან 1828–1830 წლებში გადმოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. სოფელში 90–მდე ოჯახია.
ხმა სოფლიდან: მარო ბებო – "ცოცხალი საუნჯე" [Audio]

ხმა სოფლიდან: მარო ბებო – "ცოცხალი საუნჯე" [Audio]

15.08.2017 -
მარო ბებოს სოფელ მუსხში ყველა იცნობს. რამდენიმე ათეული წელია ახალგაზრდებს მესხური ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვას უსასყიდლოდ ასწავლის. მარიამ ჟუჟუნაძემ ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის "ცოცხალი საუნჯის" წოდება მიენიჭა.
ხმა სოფლიდან: პატარა დასახლება დიდი პრობლემებით [Audio]

ხმა სოფლიდან: პატარა დასახლება დიდი პრობლემებით [Audio]

04.08.2017 -
ახალციხეში, "დიატომიტის" დასახლებაში 15 ოჯახი ცხოვრობს.იგი გასული საუკუნის 80–იან წლებში აშენდა და იმ მუშების ოჯახები ცხოვრობენ, რომლებიც სოფელ წყორძის მახლობლად, დიატომიტის საბადოში მუშაობდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საბადო 30 წელია დახურულია, ამდენივე წელია რაც აქაური მაცხოვრებლები უმუშევრად დარჩნენ.
ხმა სოფლიდან: თორი – წინაპართა ნასახლარზე [Audio]

ხმა სოფლიდან: თორი – წინაპართა ნასახლარზე [Audio]

01.08.2017 -
სოფელი თორი – თამარ მეფის "სადარბაზო ქალაქი"; ისტორიული წარსულით, თორმეტი ნაეკლესიარით, შემორჩენილი ცხრა ოჯახითა და ერთადერთი მცირეწლოვნით – მოისმინეთ თინათინ ზაზაძის რუბრიკაში "ხმა სოფლიდან"
ხმა სოფლიდან: 60 წელი ხელების გარეშე [Audio]

ხმა სოფლიდან: 60 წელი ხელების გარეშე [Audio]

28.07.2017 -
ნჟდე ხანონიანი ნინოწმინდის სოფელ სათხეში ცხოვრობს. 34 წლის ასაკში მოსავლის აღების დროს, ორივე ხელი დაკარგა. ახლა ის 93 წლისაა. ამბობს, რომ ოჯახთან ერთად მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება.
ხმა სოფლიდან: წყორძა, სოფელი ისტორიულ ნასახლარზე [Audio]

ხმა სოფლიდან: წყორძა, სოფელი ისტორიულ ნასახლარზე [Audio]

25.07.2017 -
სოფელს, რომელსაც ერთ დროს წყორძა უხვი წლის გამო დაერქვა, დღეს წყლის პრობლემა აქვს. ისტორიული დასახლება, სამი სოფლის ნასახლარზე მდებარეობს და 22 ოჯახი ცხოვრობს. ნახეთ თინათინ ზაზაძის რეპორტაჟი სოფელ წყორძიდან.
ხმა სოფლიდან: ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო სამუშაოებმა ადგილობრივი დააზარალა [Audio]

ხმა სოფლიდან: ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო სამუშაოებმა ადგილობრივი დააზარალა [Audio]

17.07.2017 -
სოფელ ყულალისში მცხოვრები არტიუნ კაზარიანის სახლი, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზიდან 32 მეტრში მდებარეობს. ამბობს, რომ მშენებლებმა მიწა დაყარეს და ლიანდაგების ადგილი აამაღლეს, მისი სახლი კი დაბლობზე მოექცა, რის გამოც ყოველი წვიმის შემდეგ, საცხოვრებელი იტბორება. კაზარიანმა პრობლემის შესახებ მთავრობის კანცელარიასა და ნინოწმინდის ქონების მართვის სააგენტოს მიმართა, თუმცა პასუხი არავისგან მიუღია.
ხმა სოფლიდან: ავარიული სკოლა და ბაღი ბოლაჯურში [Audio]

ხმა სოფლიდან: ავარიული სკოლა და ბაღი ბოლაჯურში [Audio]

11.07.2017 -
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურში ავარიული სკოლის შენობის გამო 105 მოსწავლეს ორ ცვლაში უწევს სწავლა. ამორტიზებულია ბაგა–ბაღის შენობაც, რომელშიც პატარები სამი სოფლიდან დადიან; რა პრობლემის წინაშე დგანან და რას ითხოვენ ადგილობრივები – მოისმინეთ თინათინ ზაზაძის რეპორტაჟში ბოლაჯურიდან.
ხმა სოფლიდან: ცხოვრება გაუსაძლის პირობებში [Audio]

ხმა სოფლიდან: ცხოვრება გაუსაძლის პირობებში [Audio]

10.07.2017 -
მარკარიანების ოჯახი, ნინოწმინდის სოფელ ყულალისში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათი სახლის კედლები დამსკდარია და ბათქაში ცვივა. ოჯახის უფროსს მუშაობა არ შეუძლია, რადგან შშმ პირია, ამიტომ მთელს ოჯახსა და მეურნეობას მისი მეუღლე და მოხუცებული დედა უვლიან.
ხმა სოფლიდან: ქვემო ენთელი [Audio]

ხმა სოფლიდან: ქვემო ენთელი [Audio]

30.06.2017 -
რუბრიკაში "ხმა სოფლიდან" ამჯერად ადიგენის სოფელ ქვემო ენთელს გაგაცნობთ. სოფელში 130 ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივების მთავარი პრობლემა სარწყავი წყალია. მოსახლეობის უმეტესობა თავს სწორედ მოყვანილი მოსავლით ირჩენს.
ხმა სოფლიდან: სოფელი ჯიგრაშენი [Audio]

ხმა სოფლიდან: სოფელი ჯიგრაშენი [Audio]

27.06.2017 -
სოფელი ჯიგრაშენი ქალაქ ნინოწმინდიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს. აქ დაახლოებით 250 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, თუმცა მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა ავარიული ხიდი და სავალი გზაა.
ხმა სოფლიდან: წყრუთი, სოფელი ქართული არხის გარეშე [Audio]

ხმა სოფლიდან: წყრუთი, სოფელი ქართული არხის გარეშე [Audio]

20.06.2017 -
ახალციხის სოფელ წყრუთში 350 ოჯახი ცხოვრობს. ივნისში სოფელში მისულს ქუჩებში ადგილობრივების ნახვა გაგიჭირდებათ. მათი უმეტესობა მინდორშია გასული. წყრუთელები ახალ ამბებს ძირითადად სომხური და რუსული არხებიდან იგებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ქართული არხები გათიშულია.
ხმა სოფლიდან: პატარა ხანჩალის მარტოხელა მცხოვრები [Audio]

ხმა სოფლიდან: პატარა ხანჩალის მარტოხელა მცხოვრები [Audio]

19.06.2017 -
ერიკნაც მაროზიანი ნინოწმინდის სოფელ პატარა ხანჩალში ცხოვრობს. იგი მარტოხელაა. ზამთარში გათბობა მისი ძირითადი საზრუნავია, თუმცა სახლშიც ბევრი პრობლემა აქვს: შესაკეთებელია სახურავი, კედლებიდან ბათქაში ცვივა და არ აქვს სასმელი წყალი.
ხმა სოფლიდან: პატარა ხანჩალი [Audio]

ხმა სოფლიდან: პატარა ხანჩალი [Audio]

12.06.2017 -
ნინოწმინდის სოფელი პატარა ხანჩალი 1828 წელს, ერზრუმიდან გადმოსახლეუბული ეროვნებით სომეხი ოჯახებით დასახლდა. მათი უმრავლესობა დღეისათვის კარტოფილს რამდნიმე ჰექტარზე თესავს და ასობით შინაურ ცხოველს უვლის. ადგილობრივები სოფლის განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ, ამიტომ საკუთარ სახლებს ტოვებენ და საცხოვრებლად რუსეთში გადადიან.
ხმა სოფლიდან: პატარა პამაჯი [Audio]

ხმა სოფლიდან: პატარა პამაჯი [Audio]

09.06.2017 -
მოასფალტებული ქუჩები, გარე განათება, კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი და სკოლა აუზით – მოისმინეთ რეპორტაჟი სოფელ პამაჟიდან, რომელსაც ადგილობრივები "ოქრო პამაჯს" ეძახიან.
'ხმა სოფლიდან' – გორელოვკელი დუხობორები [Audio]

'ხმა სოფლიდან' – გორელოვკელი დუხობორები [Audio]

05.06.2017 -
გორელოვკა, დუხობორებით დასახლებული ყველაზე დიდი სოფელია საქართველოში. აქ 40 ოჯახი ცხოვრობს. დასახლებასთან, თემის ლიდერთა საფლავებია, სადაც ადგილობრივები სალოცავად და უნიკალური რიტუალური საგალობლების შესასრულებლად ხშირად იკრიბებიან.