FM97.5 / LIVE

რას ჰყვება ხმალაძის საქმეში დაზარალებული, რომელიც დააყაჩაღეს

მთავარისიახლე, სამართალი 01.09.2016
რა ნაწილში არ დაემთხვა დაზარალებულის ჩვენება საქმის მასალებს, რატომ დატოვა დარბაზი ხმალაძემ და ვის დაადო ხელი დარბაზში დაკითხულმა მოწმემ.

რას ჰყვება ხმალაძის საქმეში დაზარალებული, რომელიც დააყაჩაღეს
დღეს, 1 სექტემბერს ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელბის საქმეში დაზარალებული ემა საჰაკიანი დაკითხეს. თუმცა, მანამდე, ვიდრე მოწმე დარბაზში შემოვიდოდა, ქეთევან ხმალაძემ იმ მიზეზით, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, სხდომის დარბაზი დატოვა. შესაბამისად ხმალაძე, საჰაკიანის დაკითხვას არ დასწრებია.

13 იანვარს, იმ საღამოს, როცა საჰაკიანები დააყაჩაღეს, სახლში მხოლოდ ემა და მისი დედამთილი სონა საჰაკიანები იყვნენ.

„მაგ დღეს ჩემი ქმარი თავის ძმასთან ერთად სომხეთში წავიდა, ახლობელი გარდაგვეცვალა. ახალი წლისთვის ვემზადებოდით, ცომი მოვზილე ხაჭაპურები უნდა გამომეცხო, ჩემ გოგოს და სიძეს ველოდებოდი, რომ ახალი წელი აღგვენიშნა“, – ყვება ემა საჰაკიანი.

მისი თქმით, დაახლოებით 18:00–დან 19:00–საათამდე მონაკვეთში კარზე კაკუნის ხმა გაიგო, იმის გამო რომ შვილს და სიძეს ელოდა, არც უკითხავს ვინ იყო, კარი ისე გააღო.

„ქალი და კაცი იდგა. რუსულად დაიწყეს ლაპარაკი, დახმარება გვჭირდებაო. ვუთხარი რომ მარტო ვიყავი სახლში და ვერ დავეხმარებოდი და ამ დროს კარის დახურვა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი, კაცი მოაწვა კარებს, მარცხენა მხარეს მომხვდა, ძალის გამოყენებით ძირს დამაგდო“, – იხსენებს საჰაკიანი.

მისი თქმით, მამაკაცმა, რომელმაც იატაკზე დააგდო, გააფრთხილა, რომ მხოლოდ ძირისთვის ეყურებინა, თორემ მოკლავდა: „ვეკითხებოდი რა უნდოდა, თუ ფული და ოქრო უნდოდა წაეღო, ოღონდ ჩვენთვის თავი დაენებებინა. ფეხის მოძრაობით მივხვდი ჩემს უკან, რომ ვიღაცამ გაიარა. ამასობაში რეზინის ხელთათმანის ტკაცუნის ხმა გავიგე და ქართულად თქვეს სკოჩიო“.

საჰაკიანმა ჯიბიდან ტელეფონის ამოღება და დარეკვა სცადა, თუმცა, ამ დროს მას უკნიდან თავში ჩაარტყეს და გონება დაკარგა: „გონს რომ მოვედი, კარს უკან ვიყავი და მაშინვე კარი ჩავკეტე. არ ვიცოდი ისევ მოვიდოდნენ თუ არა. ოთახში რომ შევედი, დედამთილი მკვდარი ეგდო ხალიჩაზე, სისხლიანი“.

საჰაკიანმა მაშინვე ახლობლებთან დარეკა, სასწრაფო და პოლიციაც მალე მივიდა. შემდეგ კი თივთონ პოლიციაში წაიყვანეს და დილამდე ჩვენებას აძლევდა.

რამდენი ადამიანი იყო იმ ღამეს მის სახლში ყაჩაღობისას, დაზარალებული ზუსტად ვერ იხსენებს. თუმცა, ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ის კაცმა ძირზე დააგდო, სახლში ქალი აღარ უნახავს.

„ის პირები რომლებიც მაშინ კართან იდგნენ, ახლა ვხედავ აქ“, – თქვა სასამართლო დარბაზში საჰაკიანმა და ხელით დარიკო შ–სა და კობა შ–ზე მიუთითა. თუმცა, საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე დარიკო შ. არ იმყოფებოდა, ბრალდების მხარის მტკიცებითა და სხვა მოწმეების ჩვენებების მიხედვით, მაშინ როცა საჰაკიანებს კარზე დაუკაკუნეს იქ ხმალაძე იყო.როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოწმის დაკითხვისას ხმალაძე დარბაზში არ იმყოფებოდა.

საჰაკიანმა, ასევე განაცხადა, რომ ქალი რომელმაც მას დაუკაკუნა უფრო სრული იყო: „თვალები დასიებული ჰქონდა, ან არ ვიცი შეიძლება ესვა რამე“.

პროკურორის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ეს (დარიკო შ) ის (ვინც კარზე დაუკაკუნა) ქალი არ იყოს, საჰაკიანმა უპასუხა: „შეიძლება ორ ადამიანს ერთნაირი სახის მოყვანილობა ჰქონდეს“.

საჰაკიანის დაკითხვა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მომავალი სხდომა 6 სექტებმერს 13:00 საათაზე გაიმართება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 იანვარს ნინოწმინდაში მომდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე 6 პირი 2016 წლის 16 იანვარს დააკავეს. მათ შორის ხუთს ჯგუფურ ყაჩაღობაში, ერთს ყაჩაღობასთან ერთად მკვლელობაში, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბრალდებულები პოლიციელს ცრუ  ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
‘ყაჩაღობისას სკოჩი დარჩათ და საქმე იმიტომ ჩაეშალათ’ – მოწმე ხმალაძის საქმეზე
9 წელი ქეთევან ხმალაძეს, 11 წელი დანარჩენებს და ერთი გამართლებული – ხმალაძის საქმე დასრულდა
ქეთევან ხმალაძე გამომძიებელ  გიორგი ფარცახაშვილს: „რატომ მირტყამდი?!“
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ყაჩაღობისას მოკლულის შვილი დაკითხეს