FM97.5 / LIVE

'მე ვირჩევ' – ყველაფერი არჩევნების შესახებ

მთავარისიახლე, არჩევნები, მე ვირჩევ 31.08.2016
ხვალიდან, 1 სექტემბრიდან, სამცხე–ჯავახეთის სოფლებსა და ქალაქებში, "სამხრეთის კარიბჭეს" სპეციალური, საარჩევნო ჩანართის გავრცელება დაიწყება, რომლის სახელწოდებაა – "მე ვირჩევ".

'მე ვირჩევ' – ყველაფერი არჩევნების შესახებ

სპეციალურ, 8–გვერდიან ჩანართში, რომელიც ქართულ და სომხურ ენებზე მომზადდა, წაიკითხავთ:

"საპარლამენტო არჩევნები – როგორც დემოკრატიის ტესტი" – რატომაა აუცილებელი, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესების წარმართვა არჩევნების გზით, დემოკრატიულად და არა ქუჩაში გამოსვლებით და რატომ არის 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის დიდი გამოწვევა.

"ამომრჩეველთა ნიჰილიზმი და ერთი ხმის ძალა" – საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ამომრჩეველთა ნაწილი არჩევნებზე წასვლას გეგმავს, ნაწილი კი არა. ორივე ნაწილს თავისი არგუმენტები აქვს, პოლიტოლოგები კი მათ არგუმენტებს ცალსახა პოზიციას უპირისპირებენ – ყველა ხმა ძალაა – ამბობენ ისინი და მოსახლეობას აქტივობისკენ მოუწოდებენ.

"ვის და რატომ ვირჩევთ 8 ოქტომბერს" – პარლამენტი, მისი ფუნქცია–მოვალეობები, არჩევის წესი და კოდექსში შესული ცვლილებები; სამართლიანია თუ არა არსებული მოდელი და რას ფიქრობს ხალხი საკანონმდებლო ორგანოზე;

"სახელმწიფო მოწყობა საქართველოში და მაგალითები მსოფლიოდან" – სულ რაღაც ერთ თვეში, საქართველოში მცხოვრებლებმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიონ. „სამხრეთის კარიბჭე“დაინტერესდა, რა იციან ადგილობრივებმა პარლამენტის და ზოგადად, ქვეყნის მოწყობის შესახებ.

ასევე, ჩანართში შეგიძლიათ წაიკითხოთ,
➡️ ვინ იყვნენ მაჟორიტარობის კანდიდატები წინა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და რა შედეგით დასრულდა საარჩევნო ბრძოლა;
➡️ საინტერესო ცნობები პარლამენტზე – მაგალითად, ვინ იყო საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე;
➡️ რამდენი და რომელი არჩევნები ჩატარდა საქართველოში 1990 წლიდან დღემდე;როდის იყო ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე მეტი;
➡️ რა არის დემოკრატია; რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში და რა გავლენას ახდენს ეს ჩვენზე;
➡️ რა არის დასაშვები და რა არა წინასაარჩევნო აგიტაციისას;
➡️ რისი უფლება აქვს ამომრჩეველს;
➡️ და ა.შ.

ჩანართი, სახელწოდებით – "მე ვირჩევ", "სამხრეთის კარიბჭეს" პროექტის "ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი" ფარგლებში მომზადდა. პროექტი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩანართის პირველი ნომერი 10.000–იანი ტირაჟით დაიბეჭდა, აქედან 5.000 ქართული ეგზემპლარია, ამდენივე კი სომხური.

'მე ვირჩევ' – ყველაფერი არჩევნების შესახებ

[sknews.ge]
'მე ვირჩევ' – ყველაფერი არჩევნების შესახებ'მე ვირჩევ' – ყველაფერი არჩევნების შესახებ
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპარლამენტო არჩევნები, როგორც დემოკრატიის ტესტი
ამომრჩეველთა ნიჰილიზმი და ერთი ხმის ძალა
იმიტირებული არჩევნები ახალციხელი ახალგაზრდებისთვის
იმიტირებული არჩევნები ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის
კახა კალაძე: საქართველოში არჩევნები შედგა
'გააჩნია რა ამინდი იქნება, თუ იწვიმა, არ წავალ' – ხალხის აზრი არჩევნებზე [გამოკითხვა]
დაუსვი კითხვა პოლიტიკურ პარტიას ან მაჟორიტარობის კანდიდატს ჩვენი დახმარებით