FM97.5 / LIVE

სან–დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 30.08.2016
5 სტუდენტი სამცხე–ჯავახეთიდან, რომლებმაც სან–დიეგოს უნივერსიტეტის სრული დაფინანსება მოიპოვეს, სწავლის დასაწყებად ემზადება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ამ უნივერსიტეტში მოხვედრას არ ელოდნენ, თუმცა, მოინდომეს და გამოუვიდათ.

სან–დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხიდან

ახალციხეში მცხოვრები ქეთევან კაპანაძე ერთ–ერთია იმ ხუთი ახალგაზრდიდან, ვინც სან–დიეგოს უნივერსიტეტში სრულ დაფინანსებაზე ისწავლის. ამბობს, რომ თავიდან იქ სწავლაზე არ უფიქრია.

სან–დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხიდან „თავიდან ინგლისურის კურსების გამო მივედი, თან სკეპტიკურად ვუყურებდი, 7500 დოლარით წელიწადში როგორ შეიძლება დაგაფინანსონ – მეთქი. კურსებზე თავიდან ჩაგვიტარდა ტესტი, ჩვენი ცოდნის დონის შესამოწმებლად და როცა დამთავრდა, შემდეგ კიდევ ჩავაბარეთ გამოცდა, რის მიხედვითაც ჩვენი პროგრესი შეამოწმეს. ვფიქრობ, რომ ამანაც დიდი ზეგავლენა იქონია ჩვენს გრანტზე“, – ამბობს ქეთევან კაპანაძე.

სწავლა მედიცინის მიმართულებით უნდოდა, თუმცა როცა სან–დიეგოს უნივერსიტეტმა ბიოქიმიის მიმართულება დაამატა, გადაწყვიტა, რომ არჩევანი მასზე გაეკეთებინა: „ვფიქრობ, ეს ისეთი ცხოვრებისეული გამოწვევა იყო და ისეთი შანსი, რომ უბრალოდ ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. მეორე წლიდან შესაძლებლობა გვაქვს წავიდეთ სან–დიეგოს უნივერსიტეტში და იქ ვისწავლოთ ერთი წელი. ახლა საქართველოდან სულ 7 ადამიანია წასული, სტუდენტები იქიდანაც მოდიან ხოლმე. ეს ძალიან დიდი პერსპექტივაა“.

სან–დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხიდან ქეთევანთან ერთად დადიოდა ინგლისურენოვან კურსებზე თათია კოტაძე. იგი ფიქრობს, რომ გრანტის მოპოვებაში მისი სამოქალაქო აქტიურობა ძალიან დაეხმარა: „მიღებისათვის ჩვეულებრივად ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო საჭირო. თუმცა, სან–დიეგოს უნივერსიტეტს თავისი შიდა ზღვრები ჰქონდა და ის ბარიერები უნდა გადაგელახა. დაახლოებით ივნისში ვიცოდით, რომ თუ ეროვნულებში ავიღებდით კარგ ქულებს, 100 % – იანი გრანტი გვექნებოდა. გვქონდა გასაუბრება ინგლისურ ენაზე, დაგვისვეს სხვადასხვა კითხვები, რამდენიმე კრიტერიუმებით გვაფასებდნენ, როგორ დაამთავრე სკოლა, ოლიმპიადებში თუ მიგიღია მონაწილეობა. სკოლის გარეთ თუ ხარ ჩართული სხვდასხვა აქტივობაში და ა.შ.“.

სან–დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების შესახებ ხუთივე ჩარიცხულმა საინფორმაციო შეხვედრებიდან შეიტყო, რომლებსაც სკოლებში „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ წარმომადგენელი ატარებდა. ცენტრი დამამათვარებელი სკოლის მოსწავლეებს, ინფორმაციას სასწავლო პროგრამებისა და ინგლისურენოვანი კურსების შესახებ აცნობდა.

სან–დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხიდან ვალის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული პეტრე მანველიშვილი, სან–დიეგოს უნივერსიტეტით ასეთი საინფორმაციო შეხვედრისას დაინტერესდა. შემდეგ კი უცხოენოვან კურსებზე დაიწყო სიარული.

იგი ამბობს, რომ ეროვნულ გამოცდებში განსაკუთრებით მაღალი შედეგები არ მიუღია, თუმცა სან–დიეგოს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული შიდა ზღვრები გადალახა: „სკოლაში ათოსანი ვიყავი, მქონდა ვერცხლის მედალი და ვფიქრობ ამანაც გავლენა მოახდინა. ამ უნივერსიტეტში მოხვედრა წარმატებული და პერსპექტიული მომავლის გარანტია, რადგან ამერიკული განათლება და დიპლომი, საკმაოდ ბევრს ნიშნავს. ეს უნივერსიტეტი ერთადერთია ამ ეტაპზე, რაზეც ვფიქრობ და ორიენტირებული ვარ. არ ველოდი, მაგრამ იმდენად მოვინდომე, რომ შევძელი მოხვედრა“.

სან–დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხიდან უნივერსიტეტში ჩარიცხვა მოულოდნელი იყო ფიქრია დალალიშვილისთვისაც. ისიც ინგლისურენოვან კურსებზე დადიოდა, თუმცა ფიქრობდა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა არ ჰქონდა: „არ ველოდი აქ მოხვედრას, წარმოუდგენელად მიმაჩნდა. ვფქირობდი, რომ შანსი არ მქონდა და ჩემი მშობლებიც მიიჩნევდნენ რომ არარელური იყო, მეუბნებოდნენ დროს კარგავო. მაგრამ მე მაინც მინდოდა პროგრამირება მესწავლა, ინგლისურ ენაზე და ბოლოს იქ მოვხვდი, სადაც ნამდვილად მინდოდა“.

სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით, სან–დიეგოს უნივერსიტეტით თენგიზ გოგალაძე მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩააბარა და შედეგებიც შეიტყო. მას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნივერსიტეტების ჩამონათვალს შორის სან–დიეგოს უნივერსიტეტი მითითებული არ ჰქონდა.

სან–დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხიდან „ქულების გაგების შემდეგ, გარკვეული დრო იყო გამოყოფილი სააპელაციო განცხადებების მიღებისათვის. ამ დროში ნებისმიერ აბიტურიენტს შეეძლო იმ ოც, უკვე შერჩეული უნივერსიტეტის ჩამონათვალში ცვლილება მოეხდინა, ან ახალი დაემატებინა. მაგ პერიოდში ვიყავი გასაუბრებაზე და გავიგე, რომ რეალურად 7 000 დოლარს მიფინანსებდნენ, ამიტომ ჩავწერე სან–დიეგოს უნივერსიტეტი თავში, რომ მოვხვედრილიყავი იქ. ჩემი ფაკულტეტი კომპიუტერული მეცნიერებაა. ეს ერთ–ერთი წამყვანი უნივერსიტეტია, ყოველ შემთხვევაში, იმ სფეროში, რაც მაინტერესებს“, – ამბობს თენგიზი.

სამცხე–ჯავახეთიდან სან–დიეგოს უნივერსიტეტში ჩარიცხული მოსწავლეები სამ მიმართულებაზე ისწავლიან: თათია კოტაძე, ფიქრია დალალიშვილი და პეტრე მანველიშვილი – კომპიუტერულ ინჟინერიაზე, ქეთევან კაპანაძე – ბიოქიმიაზე, ხოლო თენგიზ გოგალაძე – კომპიუტერულ მეცნიერებაზე.

ხუთივე მათგანს 100%–იანი გრანტი აქვს. სასწავლებელი მათ თანხას 7 500 დოლარის ოდენობით უფარავს. ყველა მათგანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის, თუმცა მათი პროგრამა განსხვავებული იქნება. სტუდენტები საგნებს ინგლისურ ენაზე გაივლიან. ყოველი წლის ბოლოს კი გრანტის შენარჩუნებისათვის სპეციალურ გამოცდებს ჩაბარებენ.

ოთხ წლიანი, დაფინანსებული სწავლების შემდეგ, ისინი ორ: სან დიეგოს უნივერსიტეტის ამერიკულ დიპლომსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებენ.

სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის დარგში, აშშ–ში ერთ–ერთი წარმატებულია. უნივერსიტეტმა საქართველოში პირველი მიღება 2015 წელს გამოაცხადა. სტუდენტებს საშუალება აქვთ ამერიკული უმაღლესი სასწავლებლის, ბაკალავრის ხარისხის დიპლომი ქავეყნიდან გაისვლელად მიიღონ. ამერიკული პროგრამები საქართველოში სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთიდან 5–მა სტუდენტმა სან დიეგოს უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოიპოვა
სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ახალციხეში სპეციალურ სემინარს გამართავს
სან დიეგოს უნივერსიტეტის სემინარი ახალციხეში
სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხიდან სამი სტუდენტი ისწავლის
სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა
განათლების მინისტრი ახალციხეში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა