FM97.5 / LIVE

'სანამ მე არ დაგირეკავ, შენ ნუ დარეკავო' - ალექსანდრე ზაზაშვილი, აგვისტოს ომის გმირი

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2016
2008 წლის აგვისტოს ომში სამცხე–ჯავახეთიდან დაღუპულ ექვს მებრძოლს შორის ერთ–ერთი კაპრალი ალექსანდრე ზაზაშვილი იყო, სოფელ უდიდან. 8 წლის წინ მომხდარ ამბავს დღეს მისი მეუღლე იხსენებს.

'სანამ მე არ დაგირეკავ, შენ ნუ დარეკავო' - ალექსანდრე ზაზაშვილი, აგვისტოს ომის გმირი

კაპრალი ალექსანდრე ზაზაშვილი მესამე ქვეითი ბრიგადის სატანკო ბატალიონში მსახურობდა და ოჯახთან ერთად ქუთაისში ცხოვრობდა. ომის დაწყებამდე შვებულებას საკუთარ სოფელში, უდეში ატარებდა. 6 აგვისტოს შვებულებიდან გამოიძახეს, იმავე საღამოს დაბრუნდა ქუთაისში, მეორე დღეს კი ომში მოხვდა.


'სანამ მე არ დაგირეკავ, შენ ნუ დარეკავო' - ალექსანდრე ზაზაშვილი, აგვისტოს ომის გმირი ოჯახის წევრებს პერიოდულად უკავშირდებოდა.

"სანამ მე არ დაგირეკავ, იქამდე შენ ნუ დარეკავო მეუბნებოდა, მეც ვუჯერებდი“,– ამბობს მისი მეუღლე ნინო ზაზაშვილი.

9 აგვისტოს, რუსულმა კასეტურმა ბომბმა, მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.

„მეგობრებთან ერთად მანქანით გამოდიოდა ბრძოლის ხაზიდან, სარკეში დაუნახავს, რომ უკან ბიჭები მორბოდნენ და მძღოლისთვის უთქვამს, გაჩერდი, ბიჭები მორბიანო. სანამ მოვიდოდნენ, მანქანიდან გადასულა, ავტომატის ღვედი მაწუხებს და დავამოკლებო. არც ჩაფხუტი ეფარა.. ამ დროს ჩამოვარდა კასეტური ბომბი. ალიკასთან (ასე ეძახის მეუღლეს) ერთად ახალციხელი ბიჭები იყვნენ, ბესო აბესაძე, რამაზი ალავიძე და არლელი ბიჭი ირაკლი. ისინი დაიჭრნენ...“– იხსენებს ნინო ზაზაშვილი.

'სანამ მე არ დაგირეკავ, შენ ნუ დარეკავო' - ალექსანდრე ზაზაშვილი, აგვისტოს ომის გმირი
მეუღლე – ნინო ზაზაშვილი

გორის ერთ–ერთ ჰოსპიტალში ალექსანდრე ზაზაშვილის ცხედარი შუა თითზე ამოტვიფრული დაბადების წელისა და მკლავზე – ჯვრის მეშვეობით ამოიცნეს.

'სანამ მე არ დაგირეკავ, შენ ნუ დარეკავო' - ალექსანდრე ზაზაშვილი, აგვისტოს ომის გმირი გარდაცავალების შემდეგ, სამხედრო საქმე მისმა მეუღლემ გააგრძელა. 2009 წლიდან ახალციხის ჯავშან–სატანკო სასწავლო ცენტრში შეიარაღების ბუღალტრად მუშაობს: „2002 წლის 26 იანვარს გვქონდა ქორწილი მე და ალიკას, 7 წლის შემდეგ, 2009 წლის 26 იანვარს ჩავიცვი სამხედრო ფორმა. რომ მივედი სამსახურში და ფორმა ჩავიცვი, მაშინ გამახსენდა, რომ ჩვენი ქორწინების შვიდი წლისთავი იყო და ვთქვი, ისე უნდა ვატარო ეს ფორმა, როგორც მის სულს შეეფერება– მეთქი. თავიდან ძალიან გამიჭირდა ჯარში ყოფნა. პირველად საქართველოს ჰიმნი რომ იმღერეს და მეც იმათ რიგებშიი ვიყავი, ჩემთვის ძალიან რთული იყო, ძალიან“...

ალექსანდზე ზაზაშვილი აგვისტოს ომის გმირთა სიაშია. გარდაცვალების შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედალი მიანიჭეს. კიდევ ერთი მედალი მას მხედრული მამაცობისთვის გადაეცა. დაბა ადიგენში კი ყოფილი სტალინის ქუჩა, რომელიც მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეა, ალექსანდრე ზაზაშვილის სახელს ატარებს.

'სანამ მე არ დაგირეკავ, შენ ნუ დარეკავო' - ალექსანდრე ზაზაშვილი, აგვისტოს ომის გმირი 2008 წლის აგვისტოს ომის გმირს ორი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა. საბა ახლა13 წლისაა, ლუკა კი 10–ს. ნინო ამბობს, რომ შვილები მამის შესახებ თითქმის არაფერს ეკითხებიან.

ზაზაშვილების სახლში გმირისთვის სპეციალური კუთხეა, სადაც მისი ნივთები ინახება. მეუღლეს ჩანაწერების წიგნი აქვს, აქ ერთად გატრებულ თარიღებს აღწერს.

"ამბობენ დრო მკურნალიაო, მაგრამ არ არის ასე. არის დღის რაღაცა ნაწილი, როცა შენს თავთან მარტო რჩები, მაშინ ალიკას გარდა საფიქრალი არაფერი მაქვს. არ მინდა დამავიწყდეს, სულ მინდა გონებაში გამიახლდეს კადრები. ადრე ვამბობდი, ნეტა გამოქცეულიყო და არ მომკვდარიყო–მეთქი, მაგრამ ახლა, ჯარში რომ შევედი, მივხვდი რამდენად სამარცხვინოა გამოქცევა. მეომრები იყვნენ და მათი ბრძოლა არ უნდა დაიკარგოს“, – ამბობს ნინო.

'სანამ მე არ დაგირეკავ, შენ ნუ დარეკავო' - ალექსანდრე ზაზაშვილი, აგვისტოს ომის გმირი

'სანამ მე არ დაგირეკავ, შენ ნუ დარეკავო' - ალექსანდრე ზაზაშვილი, აგვისტოს ომის გმირი

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან
‘სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო’ – ომის გმირი ადიგენიდან
რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]
ტარიელ ქამაშიძე – აგვისტოს ომის გმირი ასპინძიდან
'თუ საქართველოში ომი დაიწყო, ვეღარ გადავრჩები, ბიჭებს ვერ დავტოვებო' – აგვისტოს ომის ადიგენელი გმირი
'მე გავაკეთე ჩემი არჩევანი: ჩავიცვი ფორმა, რომ ვყოფილიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი ჯარისკაცი'
აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ადიგენის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაეცემათ