FM97.5 / LIVE

სამი მამაკაცი და არცერთი ქალი – 'ოცნების' მაჟორიტარი კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 07.08.2016
„ქართულმა ოცნებამ“ სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. სამი დეპუტატიდან სამივე მათგანი მამაკაცია, ამათგან, ორი პარლამენტის დეპუტატია, ერთი კი ქალაქის მერი.

სამი მამაკაცი და არცერთი ქალი – 'ოცნების' მაჟორიტარი კანდიდატები  სამცხე–ჯავახეთში

„ქართული ოცნების“ სახელით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გიორგი კოპაძე, გედევან ფოფხაძე და ენზელ მკოიანი იბრძოლებენ.

ამათგან, ახალციხის მერი, გიორგი კოპაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე –ადიგენის საარჩევნო ოლქშია; პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე ბორჯომის–ასპინძისა და ახალქალაქის ნაწილის (5 თემი – 17 სოფელი) საარჩევნო ოლქში; პარლამენტის ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ - ფრაქციის წევრი ენზელ მკოიანი კი ნინოწმინდა – ახალქალაქის საარჩევნო ოლქში.

კანდიდატების მოკლე ისტორია

გიორგი კოპაძე 1960 წლის 29 თებერვალს, ახალციხეში დაიბადა. დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა.

9 წლის განმავლობაში მუშაობდა სოფლის მეურნეობაში.
1988 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ჩაერთო. ბლოკში „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ პარტია „წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ წევრი იყო.
1991 წელს ადგილობრივ არჩევნებში იყარა კენჭი და 1995 წლამდე საქალაქო საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ამავე წლებში მოუწია აფხაზეთის ომში მონაწილეობა.
1995 წელს, ქალაქის მერობიდან, ახალციხის რაიონის გამგებლის მოადგილედ გადავიდა, თუმცა ცოტა ხნით. მალე საპარლამენტო არჩევნებში იყარა კენჭი ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატად და თანამდებობის დატოვება მოუხდა. ეს არჩევნები, მაშინ, გოჩა ნათენაძემ მოუგო.
1995 წლიდან 2000 წლამდე კოპაძე „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ აქტიური მხარდამჭერი იყო. 2000 წლიდან „ახალი მემარჯვენეების“ რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. პოლიტიკურ პროცესებს საბოლოოდ 2003 წელს გამოეთიშა.
2009 წლიდან 2014 წლის იანვრამდე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორეს რეზიდენციაში სამეურნეო საქმიანობას ხელმძღვანელობდა.
2014 წლის მარტიდან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
2014 წლის 15 ივნისიდან ახალციხის მერია.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

გიორგი კოპაძე საზოგადოებას ახალციხეში გამართული ჭელის მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციებით დაამახსოვრდა. იგი 2013 წლის აგვისტოში ახალციხეში გამართული მართლმადიდებლური აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ენზელ მკოიანი დაიბადა ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში, 1959 წლის 3 მაისს. დაამთავრა სომხეთის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი.

1977-1981 წლებში მუშაობდა ნინოწმინდის რაიონის სამსახურებში მუშად. კერძოდ: 1976-1977წწ. ნინოწმინდის მოძრავი მექანიზირებული კოლონა N21, მუშა; 1977 წელს საქდამზადების ბოგდანოვკის ტყავნედლეულის საწყობი, მუშა; 1978-1981წწ. ბოგდანოვკის სამშენებლო სამმართველო, ზეინკალი;
1981-1983 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
1983-1984 წლებში მუშაობდა ახალქალაქის მოძრავ-მექანიზებული კოლონაში მესამე თანრიგის მუშად.
1984-1990 წლებში იყო ალკკ ახალქალაქის რაიონული კომიტეტის წევრი.
1990-1999 წლებში მუშაობდა ახალქალაქში, კერძო სამშენებლო კომპანიებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
1999 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ენზელ მკოიანი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია. 2012 წელს, მაშინ, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ენზელ მკოიანი იყო ერთ–ერთი იმ ხუთ დეპუტატს შორის, ვინც უარი თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში ყოფნაზე. მაშინ მკოიანი წინა მოწვევის პარლამენტში მაშინდელი მმართველი პარტიის გუნდში ირიცხებოდა. (მან არჩევნებში ალბერტ ნურბეგიანზე მოიპოვა უპირატესობა და ხმათა 83,57 პროცენტი მიიღო)

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციაში შესვლაზე უარი 2012 ლის 21 ოქტომბერს განაცხადეს და ცალკე საპრალამენტო ფრაქციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.

აქვე, ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც 2012 წლის არჩევნებს უკავშირდება.

"2012-09-20 20 სექტემბერს, ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალბერტ ნურბეგიანი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად სოფელ სათხაში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სოფელი. ამ დროს მათ უკნიდან მიეპარნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ენზელას მკოიანის ნათესავები (ბიძაშვილები) და „ქართული ოცნების“ აქტივისტს, სოკოლოვს თავში ქვა ჩაარტყეს. სოკოლოვმა გონება დაკარგა. იგი ნინოწმინდის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ხოლო მოგვიანებით ნინოწმინდის პოლიციის განყოფილებაში მას ახსნა-განმარტება დააწერინეს", – ვკითხულობთ არჩევნების პორტალზე, სადაც საარჩევნო პერიოდში მომხდარი დარღვევებია თავმოყრილი.


გედევან ფოფხაძე 1975 წლის 11 მარტს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2001-2002წწ. იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს კონსულტანტი;
2002-2003წწ. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე;
2003 წელს ბორჯომის რაიონის გამგებელი;
2006-2008წწ. ბორჯომის რაიონის საკრებულოს წევრი;
2008-2011წწ. კ/ს "ატორნეის" იურისტი.

განსხვავებით ენზელ მკოიანისგან, გედევან ფოფხაძე ერთი მოწვევის პარლამენტის წევრია.

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში, იგი ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო მაშინდელი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნებიდან“. გედევან ფოფხაძე იყო ერთადერთი მაჟორიტარი, რომელმაც სამცხე–ჯავახეთში, 2012 წელს, არჩევნებში „ქართული ოცნების“ ეგიდით გაიმარჯვა. შეგახსენებთ, მაშინ რეგიონში, სადაც თითო მუნიციპალიტეტში თითო საარჩევნო ოლქი იყო, 5–ში არჩევნები „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო.

გედევან ფოფხაძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია ინტელექტკლუბიდან – „რა? სად? როდის?“.

შეგახსენებთ, მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ახალციხეში დღეს, 7 აგვისტოს გაიმართა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძე ახალციხესა და ნინოწმიდაში კანდიდატებს წარადგენს
მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალქალაქი–ნინოწმინდა
ვინ არიან ასპინძის მერობის კანდიდატები
„ოცნების“ კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში – პრემიერი გვარებს ასახელებს
წინა და ამჟამინდელი პარლამენტის არჩევნები – კანდიდატები, შედეგები, პარადოქსები
სამცხეში ‘ჩვენი საქართველოს’ მაჟორიტარობის კანდიდატი ბესარიონ ფოფხაძე იქნება
ვინ არიან ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები