FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების ექიმები გადამზადდებიან

მთავარისაზოგადოება 11.07.2016
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მედპერსონალის გადამზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე, გადამზადებას სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს სასწრაფო დახმარების 15 ექიმი გაივლის.

სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების ექიმები გადამზადდებიან

სასწავლო კურსის მიზანს, ტრამვული პაციენტების სწორი სტაბილიზაცია და შემდგომი მოვლა წარმოადგენს.

როგორც, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, აღნიშნული ერთ–ერთი ყველაზე უფრო პრინციპული მიმართულებაა.

სასწავლო კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მულაჟის გამოყენებით, ნაჩვენები იქნება სხვადასხვა მანიპულაცია. პრაქტიკულ მეცადინეობებში ექიმები ტრენერებთან ერთად ჩაერთვებიან.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარება სპეციფიური დარგია და პერსონალს სპეციფიური მომზადება სჭირდება“, –აღნიშნა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელიც დღეს სასწავლო ცენტრში იმყოფებოდა.


რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, წლის ბოლომდე 850 ექიმსა და 850 ექთანს გადაამზადებს.

მედპერსონალი სასწავლო კურსებს, განახლებულ სასწავლო ცენტრში გაივლის.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა
რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებების კონტროლს სახელმწიფო უზრუნველყოფს
სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 16 ავტომობილი გადაეცა
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოთხი ცენტრი აშენდება
საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება
ნინოწმინდაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება
კურსდამთავრებულთა ცერემონიალი ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში