FM97.5 / LIVE

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკა (CSDP) და საქართველოს ჩართულობა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 04.07.2016
ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით, საქართველოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკა (CSDP) და საქართველოს ჩართულობა [R]

ეს ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზრდას.
საქართველო ევროკავშირის მისიებში 2013 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში მონაწილეობს. 2014 წლის ივნისიდან საქართველო პირველად ჩაერთო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში.

EUFOR RCA - ევროკავშირის სამხედრო ოპერაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ბანგიში ერთი მსუბუქი ქვეითი ასეული (156 ს/მ) შესაბამისი ტექნიკით 2014 წლის ივნისში გაემგზავრა, ამავე წლის დეკემბერში ქვეითი ასეული ორმა ოცეულმა (85ს/მ) ჩაანაცვლა. დამატებით, ერთი მეკავშირე ოფიცერი 2014 წლის აპრილიდან ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას ევროკავშირის ოპერაციების შტაბ-ბინაში (ქ. ლარისა, საბერძნეთი).

EUAM Ukraine- ევროკავშირის მრჩეველთა მისია უკრაინაში

საქართველო EUAM Uკრაინე-ში 2015 წლის 1 სექტემბრიდან ჩაერთო. მისიის დაწყების გადაწყვეტილება 2014 წლის 22 ივლისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში სამოქალაქო სექტორის რეფორმირების მიზნით მიიღო. მისიის მიზანია უკრაინაში პოლიციისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების ხელშეწყობა. უკრაინაში ადამიანური რესურსების სფეროში მრჩევლის თანამდებობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი 2015 წლის სექტემბრიდან მაისამდე მონაწილეობდა. ეს იყო საქართველოს პირველი გამოცდილება ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში.

EUMAM RCA - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მრჩეველთა მისია

2015 წლის ოქტომბრიდან ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს (სწრაფი რეაგირების ჯგუფი _ Iმმედიატე ღეაცტიონ თეამ) 6-თვიანი როტაციის წესით. 2016 წლის აპრილში განხორციელდა ქართული კონტიგენტის როტაცია, რომელიც დარჩება ცენტრალურ აფრიკაში 2016 წლის ივლისამდე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მრჩეველთა მისია (EUMAM ღჩA) 2015 წლის 16 მარტს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. მისიის მიზანს წარმოადგენს ცენტრალური აფრიკის ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენა შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელების კუთხით.

EUTM MALI- მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისია

2016 წლის იანვარში მალის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ მისიაში (EUTM MALI) 6 თვის ვადით მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მიმდინარე მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია; სამხედრო სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხების განხორციელება (CIMIC); მეკავშირე ოფიცრის როტაცია განხორციელდა 2016 წლის მაისში, სამხედრო ოფიცერი მალიში 2016 წლის ოქტომბრამდე.

2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ევროკავშირის მისიებში მონაწილეობა აღნიშნული შეთანხმების ეფექტურად განხორციელებას უწყობს ხელს. ჩვენი ჯარისკაცები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მსოფლიოს ცხელ წერტილებში მსახურობენ და ამით პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ აძლიერებენ საქართველოს „ევროპულ გზას“.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლებისგან მაღალ დონეზე მომზადებული არმიისთვის საქართველო ყოველთვის გამორჩეულ მადლობას იღებს. ხშირად გვეუბნებიან, რომ ქართველი ჯარისკაცები მისაბაძი არიან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის.

საქართველო მზად არის მომავალშიც გააგრძელოს ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა. 2016 წლის 30 მაისს საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დადებითად გადაწყდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ახალ საწვრთნელ მისიაში (EUთM ღჩA )საქართველოს ოცეულით ჩართვის საკითხი. წინ მომზადების ერთთვიანი დაძაბული პერიოდია, ოცეულის გადასროლის შემდეგ კი საქართველოს დროშა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად უკვე ახალ მისიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აფრიალდება.

ირინა ცერცვაძე
ევროკავშირში ინტეგრაციისა და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ურთიერთობის სამმართველო


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ევროკავშირის შეთავაზება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს
'სამშვიდობო მისიაში ნამყოფი ვარ ნიშნავს, რომ ვარ სრულფასოვანი მებრძოლი' [R]
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]
NDI:  ახალციხელთა 75%-ისთვის მისაღებია მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება [R]
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება რუსეთ – საქართველოს კონფლიქტზე
ოთარ დანელია ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალ ატაშეს შეხვდა [R]