FM97.5 / LIVE

ხვალიდან პენსია 20 ლარით იზრდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 30.06.2016
ხვალიდან, პირველი ივლისიდან საპენსიო ცვლილებები ძალაში შედის. პენსია 180 ლარი გახდება, ცვლილებები 35.000 ადამიანს შეეხება.

ხვალიდან პენსია 20 ლარით იზრდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პირველი ივლისიდან პენსია 20 ლარით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას და ბავშვებს, ასევე ასაკით პენსიონერებს გაეზრდებათ.

მისივე თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, პენსიის ჯამური ბიუჯეტი გაიზრდა.

„თუკი ჯამური ბიუჯეტი 2012 წელს 1,045 მილიარდი ლარი იყო, წელს ეს არის 1,570 მილიონი ლარი, ანუ საპენსიო ანაზღაურება ნახევარ მილიარდზე მეტით გაიზარდა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ და დაამატა, რომ 2012 წელს თუ მონაცემთა ბაზაში 680.000 პენსიონერი იყო რეგისტრირებული, დღეს 713.000-ია.

მინისტრის ინფორმაციით, პენსიებთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში პირველი სექტემბრიდანაც შევა. კერძოდ, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ასაკით პენსიონერების პენსია 20%-ით გაიზრდება და 216 ლარი გახდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაღალმთიან დასახლებაში პენსია და დახმარება  იზრდება
70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება
სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223  ასაკით პენსიონერმა აიღო
2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია 20 ლარით, 70 წელს გადაცილებულებს კი 25 ლარით გაეზრდებათ
ვის და რამდენით გაეზრდება პენსია 1–ელი ივლისიდან
იანვრიდან პენსია და სოციალური პაკეტები იზრდება
2016 წლის ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება