FM97.5 / LIVE

2017 წლიდან მოგების გადასახადი გაუქმდება

მთავარიეკონომიკა 14.05.2016
გუშინ, 13 მაისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით, ერთხმად, დაამტკიცა კანონპროექტი “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2017 წლიდან საქართველოში მოგების გადასახადი გაუქმდება

2017 წლიდან მოგების გადასახადი გაუქმდება

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები ითვალისწინებს:

მოგების გადასახადის რეფორმას - მოგების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება; ანუ, მოგება დაიბეგრება მხოლოდ მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კი კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან.

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულ რეფორმას პოზიტიური შედეგები ექნება. კერძოდ:
• დაჩქარდება ეკონომიკურ ზრდა;
• გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობა;
• გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა;
• გაიზრდება ინვესტიციები;
• გაიზრდება კაპიტალის მოცულობა;
• გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა;
• შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები;
• ბიზნეს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის;
• ჩამოყალიბდება კიდევ უფრო მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით;
• გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება

გარდა ამისა, დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით:

► საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით;
► დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან;
► მოხდება 100,000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა - 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა;
► საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.

"მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში, რამდენიმე ათეული შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციასა და ორგანიზაციასთან, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ საგადასახადო ცვლილებების ძირითად შინაარსს. აღნიშნული შეხვედრების დროს, ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული რეფორმის განხორციელება საქართველოში", – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, მოგების გადასახადის რეფორმის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
რეფორმის მომზადებაში მონაწილეობდნენ პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) ექსპერტები, ასევე, ესტონელი კოლეგები.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2017 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდება
ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა
შვიდ დღეში საგადასახადო სამართალდარღვევის 381 ფაქტი გამოვლინდა
ახალციხეში საგადასახადო კანონმდებლობას განიხილავენ
[sknews.ge]შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 399 ფაქტი გამოავლინეს
ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 735 ფაქტი გამოვლინდა
ექვს დღეში საგადასახადო სამართალდარღვევის 557 ფაქტი გამოვლინდა