FM97.5 / LIVE

ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია

მთავარიპოლიტიკა 03.05.2016
სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამომრჩველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ.

ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია

სერვისების განვითარების სააგენტომ, ცესკო–ს ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 2 მაისს გადასცა. გადაცემულ სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები, სულ 30 298 პირი).

საარჩევნო კოდექსის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ მიაწოდოს.

„საარჩევნო სიების სრულყოფის” პროექტი 2016 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, სერვისების განვითარების სააგენტო, 15 ივლისს, პოტენციურ ამომრჩეველთა სიას ცესკო-ს კიდევ ერთხელ გადასცემს.

ამ პერიოდში, აუცილებელია, რომ იმ ამომრჩეველმა, რომელსაც არ აქვს არც პირადობის მოწმობა და არც ბიომეტრიული პასპორტი (სავარაუდოდ 64 600 პირი) ან მოხსნილია რეგისტრაციიდან და შეჩერებული/გაუქმებული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედება (სავარაუდოდ 98 727 პირი), მიმართოს იუსტიციის სახლებს, სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს, მიიღოს უფასოდ პირადობის მოწმობა და ამ გზით აღადგინოს თავი საარჩევნო სიაში.

რაც შეეხებათ იმ პირებს, ვინც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები), მათ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მეორე პუნქტი „ე“ ქვეუნქტი და მე-5 მუხლის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს.

„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“ 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. 26 მაისიდან კი აღნიშნული პროექტი ახალ კომპონენტსაც შეიძენს. კერძოდ, 26 მაისიდან 26 ივნისამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით პირადობის მოწმობის აღება იქნება უფასო, რაც პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

  პირადობის მოწმობა ერთი თვე უფასოდ გაიცემა
ხვალიდან პირადობის მოწმობა ერთი თვე უფასოდ გაიცემა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს სია გადასცა, სადაც 3 550 054 პოტენციური ამომრჩეველია

მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო
პირადობის მოწმობა ორი თვე უფასოდ გაიცემა
15 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში 3 558 291 ამომრჩეველია
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას მოქალაქეები 1 მარტამდე შეძლებენ