FM97.5 / LIVE

ხელოვანი, რომელიც ობობას ქსელებითა და მცენარეებით ხატავს [Photo]

მთავარირეპორტაჟი, ფოტოამბავი 02.04.2016
სქელტანიან წიგნებს, ლენინიზმისა და საბჭოთა კავშირის მოძღვრებების შესახებ, ირმა მერაბიშვილი ახლა უკვე მცენარეთა საშრობად იყენებს. ფურცლების ქვეშ ფერადი ფოთლები- პეიზაჟის შესაქმნელი მასალა იმალება.

ხელოვანი, რომელიც ობობას ქსელებითა და მცენარეებით ხატავს [Photo]
მცენარის ფოთლებით შექმნილი პატარა ნამუშევარი პირველად 5 წლის ასაკში გააკეთა და მისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს მიუძღვნა. მას შემდეგ მუშაობის ტექნიკაც დახვეწა და ფოთლებისთვის ბუნებრივი ფერების შესანარჩუნებლად უკვე საკუთარი მეთოდიც აქვს.


ხელოვანი, რომელიც ობობას ქსელებითა და მცენარეებით ხატავს [Photo]
ირმას ნამუშევრებში ყოველი მცენარის ფერი ბუნებრივია. ფოთლები ქიმიური საღებავით არ იღებება. ამბობს, რომ ნამუშევრის მთავრი ღირებულებაც სწორედ ეს არის- მცენარეებს წლების განმავლობაში ფერი შენარჩუნებული აქვთ.


ხელოვანი, რომელიც ობობას ქსელებითა და მცენარეებით ხატავს [Photo]
ნამუშევრის მცირე კომპონენტის კი წინასწარ შერჩეულია. ყოველ ფოთოლს აქ თავისი დანიშნულება აქვს.


ხელოვანი, რომელიც ობობას ქსელებითა და მცენარეებით ხატავს [Photo]
დაახლოებით 23 წელია ირმა ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. მათი უმრავლესობა ახლა მეგობრების საკუთრებაა, რადგან ავტორის თითქმის ყველა პეიზაჟი გაჩუქებულია.


ხელოვანი, რომელიც ობობას ქსელებითა და მცენარეებით ხატავს [Photo]
კიდევ ერთი იშვიათი მიმართულება, სადაც ირმამ საკუთარი ნიჭი წარმატებით გამოიყენა - ობობას ქსელებით ხატვაა. თუმცა ამ კუთხით მუშაობამ მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა.


ხელოვანი, რომელიც ობობას ქსელებითა და მცენარეებით ხატავს [Photo]
ობობას ქსელებით მოხატული ბოლო ნამუშევარი, ირმა მერაბიშვილმა საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მიუძღვნა. მხსნელის დაბადების ეროვნულ იდეაზე ავტორმა მხოლოდ ერთი კვირა იმუშავა. ახლა იგი უდის მამათა მონასტრის სატრაპეზოს კედელზეა განთავსებული.

თვითნასწავლი ხელოვანი, პროფესიით ჟურნალისტია. ამჯამად სამცხე-ჯავახეთის სამხარეო გუბერნიაში კულტურის მიმართულებით მუშაობს. პარალელურად, კი ფოლკლორის ეროვნული ფესტივალისთვის ნამუშევრებს ქმნის. მის პეიზაჟებს ფართო აუდიტორია უკვე ფესტივალის ფინალურ ტურში ნახავს.
ხელოვანი, რომელიც ობობას ქსელებითა და მცენარეებით ხატავს [Photo]

იხილეთ სიუჟეტი ახალგაზრდა ხელოვანის შესახებ

[თაკო ფეიქრიშვილი, ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხატვა ობობას ქსელებითა და მცენარეებით – ხელოვანი ახალციხიდან [Video]
ახალციხის თემში ჰერალდიკის ერთი ნამუშევარი შევიდა
ქარგვაში დახარჯული დრო არ მენანება – 80 წლის ხელოვანი ახალციხიდან [ფოტო]
ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღნიშნეს [Video]
ვინ მიიღებს სამცხე–ჯავახეთიდან მონაწილეობას ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 9–დან 2 ესკიზი მოიწონა
ახალციხეში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ჩატარდა