FM97.5 / LIVE

აპც ‘გირჩის’ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია ახალციხეში

მთავარიპოლიტიკა 05.03.2016
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – “გირჩი”, დღეს, 5 მარტს, ახალციხეში, ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

აპც ‘გირჩის’ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია ახალციხეში

დაბალი გადასახადები, მთავრობის შეკვეცა და უფლებამოსილებების შეზღუდვა, დახმარებების ზრდა – თანადგომა გაჭირვებულ ოჯახებს და საქართველოს სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე – ეს „გირჩის“ ეკონომიკური პროგრამის ძირითადი მიმართულებებია.

პროგრამის შესახებ ახალციხისა და ადიგენის მცხოვრებლებს პარტიის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ესაუბრა.

ჯაფარიძე შეეცადა მოკლედ აეხსნა რას გულისმობს მათი პროგრამის თითოეული კომპონენტი.

აპც ‘გირჩის’ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია ახალციხეში მისი განმარტებით, გადასახადების შემცირებაში იგულისხმება მეტი ფული დასახარჯად მოქალაქეებს და ნაკლები ფული მთავრობას გასაფლანგად! „გირჩი“ მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად უნდა გაუქმდეს მოგების, საშემოსავლო, ქონებისა და იმპორტზე გადასახადი და დაშვებული უნდა იქნას თავისუფალი სავალუტო რეჟიმი.

„ბიუჯეტი შემცირდება 7,931,411,683 ლარამდე, რაც სავსებით საკმარისია მთავრობის ფუნქციონირებისთვის“, – აცხადებს ჯაფარიძე.

რაც შეეხება მთავრობის შეკვეცას, ჯაფარიძის განმარტებით, საქართველოს ამდენი სამინისტრო არ სჭირდება. გაბერილი სახელმწიფო ბიუროკრატია ფაქტობრივად ყველა ხელისუფლებისთვის ადმინისტრაციული რესურსია, რომელიც არჩევნებისთვის გამოიყენება. სამინისტროების შეკვეცით დაახლოებით 25.000 ადამიანი დარჩება უმუშევარი, თუმცა, გამოტავისუფლებული 3.300.000.000 ლარი დაახლოებით 50.000 სამუშაო ადგილს გააჩენს.

„ამ ეტაპზე მთავრობა იყენებს მთლიანი შიდა პროდუქტის 35%–ს, რაც არის დაუშვებელი და რაც აფერხებს ეკონომიკის ზრდის ტემპს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ახალ პოლიტიკურ ცენტრში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო პროგრამები საქართველოში ყველა მოქალაქეზე თანაბრად არ უნდა ვრცელოდებოდეს. უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულებს და არა ყველას და ასევე, უნდა დავეხმაროთ ფულით და არა სახელმწიფო სერვისებით (ფინური მოდელი).

აპც ‘გირჩის’ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია ახალციხეში „დღეს სოციალურ დახმარებებზე იხარჯება დაახლოებით 4,500,000,000 ლარი, მაგრამ მაინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს 432,622 მოქალაქე . იმიტომ, რომ ეს დახმარება ყველაზე ნაწილდება ერთნაირად, მდიდარზეც და ღარიბზეც. აუცილებელია, ამ სისტემის შეცვლა და თანხების გაჭირვებული მოსახლებისაკენ მიმართვა. შეძლებული ოჯახი მიიღებს სარგებელს იმით რომ მათი შრომა და შემოსავალი არ დაიბეგრება. საშუალო ფენა მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ არ ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემების შიში. ღარიბი ოჯახები მიიღებენ ყველაზე მეტ დახმარებას. ჩვენი გეგმით – ყველა ოჯახი მიიღებს სარგებელს!“, – წერია გირჩის ეკონომიკურ პროგრამაში.

ახალ პოლიტიკურ ცენტრში მიიჩნევენ, რომ პრივატიზაციიდან მიღებული თანხები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა, რომელიც ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დარბაზში მსხდომები დაინტერესდნენ, როგორ აპირებს გირჩი დასაქმების ადგილების გაჩენას, რა ტიპის რეფორმას გეგმავს განათლების სფეროში და რაში ხედავს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

კითხვა შეეხო რუსეთთან ურთიერთობას. ერთ–ერთი ადგილობრივის კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისთვის, რომ ეკონომიკური გაძლიერების პირობებში რუსეთის მორიგი სამიზნე არ გახდეს, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ ეს მოლოდინი ყოველთვის იარსებებს, ამიტომ, ქვეყანა უნდა იყოს ფრთხილად და პარალელურად, იფიქროს თავდაცვის გაძლიერებაზე: „ცალსახად ვამბობ, რომ ნატო კარგია, ნატოს წევრი უნდა გავხდეთ, მაგრამ, ამავე დროს უნდა ვიფიქროთ ჩვენს, საკუთარ თავდაცვაზეც. არავინ იცის, რა იქნება 10 წლის მერე, იქნება თუ არა ნატო, ამიტომ, ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება ძლიერი თავდაცვა“.

კითხვა პოლიტიკური ცენტრის სახელწოდებასაც შეეხო. რატომ გირჩი? –იყო რეპლიკა დარბაზში. იმიტომ, რომ ჩვენ არ დაგვიხარჯავს არცერთი ლარი პიარისთვის.

„ეს იყო მარკეტინგული გათვლა, რომელმაც გაამართლა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
ახალციხეში „გირჩის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა
საპრეზიდენტო კანდიდატები ეკონომიკის განვითარებაზე
ვინ მიიღებს 600 ლარიან დახმარებას
პაატა ბურჭულაძის და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის პარტიები გაერთიანდნენ
ხვალ ახალციხეში 'გირჩი' რეგიონულ ოფისს გახსნის
'თავისუფალი დემოკრატების' ანგარიში ახალციხეში მცხოვრებლებს