FM97.5 / LIVE

ეკონომიკის მინისტრი ახალციხეში მეწარმეებს შეხვდა

მთავარიეკონომიკა 03.12.2015
153 ხელშეკრულება და 144 დაფინანსებულია ბიზნეს იდეა სამცხე–ჯავახეთში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის“ ფარგლებში სამცხე–ჯავახეთში დაფინანსებულ ბენეფიციარებს შეხვდა.

ეკონომიკის მინისტრი ახალციხეში მეწარმეებს შეხვდა

სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ვეფხია დიაკონაშვილის საწარმომ „მწყერის სახლმა“ 15 ათას ლარიანი დაფინანსება მიიღო. დიაკონაშვილი ბიზნესის გაფართოებას გეგმავს და აღნიშნული თანხით სამი სხვადასხვა სიმძლავრის ინკუბატორისა და გენერატორის შეძენას აპირებს.

ეკონომიკის მინისტრი ახალციხეში მეწარმეებს შეხვდა „ნოემბერში გამოგვაცხადეს გამარჯვებულებად. ვაწარმოებ ფრინველებს, ამ ეტაპზე სამიათასამდე მწყერი გყავს. დაფინანსებული თანხით ვაპირებთ გაფართოებას და გვეყოლება ხოხობი, ინდაური ბატი, კვატი და გვინდა შევიძინოთ ფარშევანგის კვერცხები. ასევე სახორცედ ვაპირებთ სირაქლემის მოშენებას“, – ამბობს „მწყერის სახლის“ ხელმძღვანელი ვეფხვია დიაკონაშვილი.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდა მუსხში მცხოვრები ლალი ცუხიშვილის საწარმოც, რომელსაც ლოკოკინების ფერმა აქვს.

ეკონომიკის მინისტრი ახალციხეში მეწარმეებს შეხვდა „გავაფართოვე ჩემი ბიზნესი, უფრო მეტი ლოკოკინა მეყოლება და შესაბამისად გაიზრდება ჩემი შემოსავლებიც. პროექტის ფარგლებში ჩაგვიტარდა ტრენინგები და მივიღეთ უფრო მეტი გამოცდილება. დაგვაფინანსეს 5 ათასი ლარის ოდენობით“, – ამბობს ლალი ცუხიშვილი.

პროგრამის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთში 153 ხელშეკრულებაა გაფორმებული. დაფინანსებულია 144 ბიზნეს იდეა, რომელიც ჯამში 400–მდე სამუშაო ადგილს შექმნის.

გამარჯვებულ ბენეფიციარებს დღეს, 3 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მისი მოადგლე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია შეხვდნენ. შეხვედრაზე გამარჯვებულებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

ეკონომიკის მინისტრი ახალციხეში მეწარმეებს შეხვდა „ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან კარგი ისტორიები, თუ როგორ გაფართოვდა მეფუტკრეობის, სათბურების, ტიხრული მინანქრის, სამკერვალოს, ლოკოკინის და ა.შ. მიმართულება. რეალურად, ეს არის პროექტი, რომელიც ადამიანებს, ვისაც უნდათ ბიზნესის დაწყება, ეხმარება მის დაწყებაში“, – განაცხადა შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრის ბოლოს პროექტის ბენეფიციარებს მინისტრმა სერტიფიკატები გადასცა და რამდენიმე საწარმო ადგილზე დაათვალიერა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეკონომიკის მინისტრი  ახალციხეში სამთავრობო პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდება
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
რას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო – შეხვედრა ახალციხეში
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ
მეურნე: ლოკოკინის ფერმა  [Video]
'მიკრო გრანტები მთის განვითრებისთვის'- პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში