FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტი რესპუბლიკურ კონფერენციას მასპინძლობს

მთავარისაზოგადოება » განათლება 08.11.2012
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ივანე გვარამაძის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური კონფერენცია მიმდინარეობს

უნივერსიტეტი რესპუბლიკურ კონფერენციას მასპინძლობს
სამეცნიერო კონფერენციას პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან ესწრებიან. კონფერენციაში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

კონფერენცია უნივერსიტეტის მეორე კორპუსში პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში დილის 11:00 საათზე გაიხსნა. 12:00 საათიდან კონფერენციამ სექციების მიხედვით გააგრძელა მუშაობა. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ნიკოლოზ ახალკაცის განმარტებით, სამეცნიერო კონფერენცია ექვს სექციად წარიმართება.

კონფერენცია იმ ღონისძიებათა გაგრძელებაა, რომლებიც ივანე გვარამაძის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება.

ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, კონფერენციების ციკლი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაგეგმა. სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი შემთხვევით არ შერჩეულა.

”ივანე გვარამაძე მოღვაწეობდა ახალციხეში და ჩვენი მუზეუმი იყო იმ არქივის შემნახავი, სადაც უშუალოდ ინახებოდა ივანე გვარამაძის მთელი ნამოღვაწარი”, - განმარტავს ახალკაცი და ამატებს, მართალია კონფერენცია ივანე გვარამაძის სახელს უკავშირდება, მაგრამ თემატიკა შეზღუდული არ არის.

დღის ბოლოს კონფერენციის მონაწილეები კვლავ პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბებიან. საღამოს კი სტუმრებს მასპინძელი უნივერსიტეტი ახალციხის ციხის დათვალიერებას სთავაზობს.

კონფერენციას არ ესწრება უნივერისტეტის რექტორი თინა გელაშვილი. ახალკაცის განმარტებით, უნივერსიტეტის რეორგანიზაციასთან დაკავშორებით რექტორს დოკუმენტაცია აქვს მოსაწესრიგებელი და წარსადგენი.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბრიდან ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - კოლეჯი გაერთიანდა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ეწოდა.

ივანე გვარამაძე დაიბადა პავლე გვარამაძის, ვალეში მცხოვრები ქართველი კათოლიკეს ოჯახში. დაწყებითი სკოლის დასრულების მერე მიაშურა სტამბოლს, სადაც ქართველ განმანათლებელ და კათოლიკე ბერს პეტრე ხარისჭირაშვილს ახალი დაარსებული ჰქონდა (1850-იანი წლებიდან) სამონასტრო სასწავლებელი ფერი-ქოა. იქიდან საშუალება ეძლევა განაგრძოს თავისი განათლება ვატიკანის, იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო-კათოლიკურ ცენტრებში.1860-წლების დამლევს ეკურთხა მღვდლად, რის შემდეგაც იწყებს პედაგოგიურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას.ივანე გვარამაძე ძირითადად ახალციხეშია და "ვინმე მესხის" ფსევდონიმით რეგულარულად აქვეყნებს წერილებს "ივერია", "დროებასა" და "სახალხო ფურცელში". მისი პუბლიცისტური, პედაგოგიური და ეთნოგრაფიული ინტერესები მას 1870-იანი წლებიდან აახლოებს ილია ჭავჭავაძეს. მისი პედაგოგიური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ 1882 წელს გამოცემული "ქართლის ცხოვრება. სასწავლებელში მყოფ მოწაფეთა და ყოველთა ქართველთა საკითხავად" და 1885 წელს გამოცემული "ქართული ენის საუნჯე". მან აღმოაჩინა და მომავალი სასულიერო და სამეცნიერო გზისთვის შეარჩია მიხეილ თამარაშვილი. ივანე გვარამაძის თაოსნობით მიმდინარეობდა განმანათლებლური მოღვაწეობა და მისიონერული ქადაგება გათურქებულ მესხებს შორის.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი რესპულიკურ კონფერენციას უმასპინძლებს
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა რესპუბლიკურ კონფერენციას უმასპინძლა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი რესპუბლიკურ კონფერენციას მასპინძლობს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი გაიხსნა
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა