FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

მთავარისაზოგადოება 27.09.2015
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს
ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. 306-337 წლებს შორის ბიზანტიის იმპერატორი იყო კონსტანტინე დიდი, რომელსაც მოციქულთასწორი უწოდეს. მან ქრისტიანთა დევნა შეაწყვეტინა სახელმწიფოს, ოფიციალურად დაუშვა ქრისტიანული აღმსარებლობა, თავადაც მოინათლა და ყველანაირად შეუწყო ხელი ქრისტიანობის გავრცელებას.

27 სექტემბერს ჯვართამაღლება აღინიშნება მისმა დედამ, ელენე დედოფალმა, 326 წელს, იერუსალიმში წარმართების მიერ მიწით დაფარული გოლგოთა გაათხრევინა და აღმოაჩინა სამი ჯვარი, დაფა, რომელზეც პილატეს დავალებით გაკეთებული იყო სამენოვანი წარწერა „იესუ ნაზარეველი მეუფე ჰურიათა“ და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.
სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. წმინდა ჯვრის შეხებით მკვდარი გაცოცხლდა. სასწაულის შესახებ ყველამ გაიგო, იერუსალიმის მოსახლეობა შეიკრიბა და იერუსალიმის პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ აღემართა ჯვარი.

პატრიარქმა და სხვა მამებმა აღმართეს ჯვარი. იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით კი დაიწყეს ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელიც გოლგოთასა და უფლის საფლავს მოიცავდა. მშენებლობა თითქმის ათი წელი გაგრძელდა. წმინდა ელენე დედოფალი ვერ მოესწრო მის დასრულებას, იგი გარდაიცვალა 327 წელს. 335 წლის 13 სექტემბერს ტაძარი აკურთხეს. მომდევნო დღეს კი - 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ჯვართამაღლებას მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს
[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

27 სექტემბერს ჯვართამაღლება აღინიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს
დღეს ჯვართამაღლებაა
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს